გასულ კვირას „მონპელიემ“ ტოპ 14-ის მე-18 ტურის მატჩში „ტულუზს“ უმასპინძლა, 27:18 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხური შეინარჩუნა. მონპელიელთა სასტარტო შემადგენლობაში მარჯვენა ბურჯი დავით ქუბრიაშვილი იყო, ვინც 74-ე წუთზე შეცვალეს, ანუ დუდუმ ბურჯისთვის სოლიდური დრო დაჰყო მოედანზე. შედარებისთვის, „მონპელიეს“ მეორე სასტარტო ბურჯმა, ასევე „ბორჯღალოსანმა“ მიხეილ ნარიაშვილმა 66-ე წუთამდე ითამაშა, მათმა ტულუზელმა თანაამპლუელმა და თანამემამულე ვასილ კაკოვინმა - 63-ემდე.
მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ დუდუ ტრავმიანი თამაშობდა და მისთვის უმჯობესი იქნებოდა, ადრევე შეეცვალათ. წვივის უკანა კუნთის გაწყვეტა - ასეთია ექიმების დიაგნოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 წლის ქართველ მორკინალს დაახლოებით ორი თვე და „მონპელიეს“ მომდევნო 4 მატჩი გაუცდება. საუბარია „ლიონთან“, „კლერმონთან“, „რასინგთან“ და „ბრივთან“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე.
დუდუ ქუბრიაშვილს ტოპ 14-ის მიმდინარე ჩემპიონატის 18 ტურიდან 12-ში (9-ჯერ - სასტარტო) აქვს ნათამაშები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დუდუ მალე გამოჯამრთელებას გისურვებ