საქმეს ისეთი პირი უჩანს, საფრანგეთის ტოპ 14-ში ქართველი ბურჯების რაოდენობა სულ მალე კიდევ ერთი ახალგაზრდა მორაგბით გაიზრდება.
20 წლის მარცხენა ბურჯი ომარ ოდიშვილი უკვე ირიცხება „პოს“ ესპუართა გუნდში და დუბლშემადგენლობის ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობს. ახლა მას კონტრაქტი 3 წლით, 2020 წლამდე გაუხანგრძლივეს, რაც გვაძლევს იმაზე ფიქრის საბაბს, რომ მწვრთნელები მისით კმაყოფილები არიან და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში პირველ გუნდში დააწინაურებენ.
„არმიას“ აღზრდილ მორაგბეს საქართველოს 18- და 20-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. ამ უკანასკნელს შარშან სამხრეთამერიკულ ტურნეზე ახლდა.
„პოს“ ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის 18 მატჩში 46 ქულა აქვს მოპოვებული, „ტულონთან“ V-VI ადგილებს ინაწილებს და საჩემპიონო პლეი-ოფში გასვლისთვის იბრძვის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გილოცავ ! ! !