ერთა თასი

12:44 | 23.02.2017 | ნანახია 3634 - ჯერ

რუმინეთმა რუსეთისთვის მაკოვეი დაიმატა

რუმინეთის სამწვრთნელო შტაბმა რუსეთთან 4 მარტს სოჭში გასამართი მატჩისთვის ერთ-ერთ ლიდერს, პრო დ2-ის „კოლომიეს“ მესამეხაზელ მიხაი მაკოვეის უხმო. 30 წლის მორაგბე უკვე „მუხების“ საწვრთნელ ბანაკშია და მომავალი შეხვედრისთვის ემზადება.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატი არცთუ კარგად დავიწყეთ და რუსეთთან მატჩისთვის თამაში უნდა დავალაგოთ. ძალიან მახარებს მიხაის დაბრუნება. ის ნაკრების ლიდერია და აუცილებლად გაგვაძლიერებს. სოჭში იოლი თამაში არ გველის, თუმცა ესპანეთის ძლევის შემდეგ თავდაჯერებულობა მოგვემატა. შეცდომების გამოსასწორებლად 2 კვირა გვაქვს და ვფიქრობ, რუსეთთან ჩვენს შესაძლებლობებს სრულად წარმოვაჩენთ“ - განაცხადა რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჰაუელსმა.

მაკოვეის ანგარიშზე 69 სანაკრებო მატჩი და 15 ლელოა. ის რუმინეთს 2015 წლის მსოფლიო თასზე კაპიტნობდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:51 | 23.02.2017
BEERTRANCE (1073)

ამათი მოგებები გვინდა რო სარეიტინგოდ მეტი შეგვემატოს.

0.154113