ტოპ 14

12:06 | 23.02.2017 | ნანახია 3000 - ჯერ

„ტულონი“ სახელფასო უწყისს შეამცირებს

„ტულონის“ ხელმძღვანელობა სატრანსფერო პოლიტიკის შეცვლას გეგმავს და მსოფლიო დონის ვარსკვლავების შეძენაზე უარს ამბობს.

კლუბის პრეზიდენტმა მურად ბუჯელალმა L’Equipe-ს განუცხადა:

„ახალი ციკლი იწყება და „ტულონის“ ეკონომიკური მოდელი შეიცვლება. რეფორმები შეეხება სატრანსფერო ბაზარს და შემცირდება ხელფასების სახით გაღებული თანხა“.

ზაფხულში გუნდს ვარსკვლავების მთელი არმია დატოვებს: ჟან-შარლ ორიოლი, ხუან ლობე, ჟუან სმიტი, ჟონათან პილისე, პიერ ბერნარი, მეთ გიტო, აიუმი გორომარუ და დრიუ მიტჩელი. შესაძლოა, მათ გზას დუეინ ვერმულენი, ვენსან კლერი და ლი ჰალფპენიც გაყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერებიდან „ტულონში“ მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და ბადრი ალხაზაშვილი თამაშობენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.188818