„დეილი მეილი“ კვლავ დაუბრუნდა ქართული რაგბის თემას. რაგბის შესახებ მწერალი და კერძოდ, აქტუალურად ქცეული ქართული რაგბის თემის კურატორი ჟურნალისტი კრის ფოი ექვსი ერის ხელმძღვანელობისა და სარაგბო ავტორიტეტების ბოლოდროინდელ განცხადებებს აანალიზებს. აქვე ქართული თარგმანი:
„ექვსმა ერმა დაამსხვრია საქართველოს ოცნებები ამ ჩემპიონატში მოხვედრასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რეიტინგში საქართველო იტალიაზე მაღლა დგას, ექვსი ერის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ფიჰანმა რეფორმებისკენ მომრავლებული მოწოდებებისგან თავი შორს დაიჭირა.
„ეს დახურული ჩემპიონატია, რომელიც მასში მონაწილე ექვსი სარაგბო კავშირის საკუთრებაა. ეს ექვსი კავშირი აკონტროლებს ამ ტურნირს“, - თქვა ფიჰანმა, - „ამ ტურნირში არ არის თავისუფალი ვაკანსიები. დღეს აბსოლუტურად კმაყოფილები ვართ იმით, რომ ჩვენს შეჯიბრებაში ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდი მონაწილეობს“.
სახელგანთქმული სპეციალისტი სერ კლაივ ვუდვორდი, ვინც 2003 წელს ინგლისის ნაკრები მსოფლიო თასის მოპოვებამდე მიიყვანა, ხოლო ამჟამად „დეილი მეილის“ სპორტული მესვეტეა, შეუერთდა იმ სარაგბო ავტორიტეტების უკვე სოლიდურ არმიას, რომლებიც ექვსი ერის გაფართოებას ან თუნდაც ამ ტურნირსა და ევროპის რაგბის ჩემპიონატს შორის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწესებას ითხოვენ. ვუდვორდმა ღიად დაუჭირა მხარი პროტესტს იმ უსამართლო სიტუაციის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრებია - „ბორჯღალოსნები“ ევროპის ბოლო 6 ჩემპიონატის უცვლელი გამარჯვებულები არიან, მაგრამ კონტინენტურ ელიტას ჯიუტად არ აკარებენ.
ჰოდა, ფიჰანმა კატეგორიულად უარყო ევროპის ჩემპიონის რამენაირი წახალისებისა და ექვსი ერის აუტსაიდერის დაქვეითების ალბათობა. ფიჰანი მტკიცე უარს ამბობს ყოველგვარ დებატებზე იტალიელთა ირლანდიასთან კატასტროფული საშინაო მარცხის (10:63) ირგვლივ. „ერთი სული გაქვთ, ვინმე წაიქცეს, რათა წიხლებით შედგეთ“, - ასეთი რამ განუცხადა ჯონ ფიჰანმა კრიტიკოსებს, რომლებიც ექვსი ერში კარდინალურ რეფორმებს მოითხოვენ.
„ნებისმიერი ცვლილებისთვის ჩაკეტილები უნდა ვიყოთ? არა, მაგრამ დამაჯერებელი არგუმენტისთვის საჭიროა გარკვეული დრო - 10 ან 15 წელიწადი. უნდა ავირჩიოთ საუკეთესო, რაც წაადგება ჩვენს ექვს კავშირს. თითოეულმა მათგანმა უნდა დაადასტუროს, რომ ამა თუ იმ კონკრეტული ცვლილების მომხრეა. ხოლო სხვა გუნდებზე საუბარი დღესდღეობით ნაადრევია“, - ამბობს ფიჰანი.
ექვსი ერის სხვა გუნდებისთვის გახსნილობის საკითხის განხილვაზე უარის თქმა აბსოლუტურ დისონანსშია „მსოფლიო რაგბის“ ექსპანსიის პოლიტიკასთან, მაგრამ ფიჰანი მტკიცედაა დარწმუნებული, რომ რაგბის გლობალური მმართველი ორგანიზაცია ჩემპიონატის მსვლელობაში ჩარევას ვერ შეძლებს.
„მსოფლიო რაგბი“ ამ ტურნირში ვერ ჩაერევა“, - თქვა ფიჰანმა, - ისინი ექვს ერს ვერ აკონტროლებენ, ამის არანაირი უფლება აქვთ. ვერ გვიკარნახებენ, რა და როგორ ვქნათ.
„მსოფლიო რაგბის“ საქმეა ამ თამაშის განვითარება, ჩვენი საქმე კი, ექვსი ერის ჩემპიონატი ისე მოვაწყოთ, როგორც ამას საჭიროდ მივიჩნევთ. აგებენ თუ არა პასუხს ამ თამაშის განვითარებასა და გავრცელებაზე ექვს ერში გაერთიანებული რაგბის კავშირები? ალბათ, აგებენ, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის ხარჯზე უნდა ხდებოდეს. სხვა სარაგბო კავშირების განვითარება ჩვენს ფუნქციებში არ შედის, მაგრამ თუკი დახმარება შეგვიძლია, ჩვენ ამას ვაკეთებთ“.
ამას წინათ ქართველთა კივი დამრიგებელმა მილტონ ჰეიგმა ფიჰანს თბილისში სტუმრობა და იმის დაკონკრეტება შესთავაზა, თუ რა სჭირდებათ „ბორჯღალოსნებს“ ექვს ერში მონაწილეობისთვის.
ფიჰანის ასეთმა შეუვალობამ „ევროპის რაგბის“ პრეზიდენტ ოქტავიან მორარიუს მასზე ათქმევინა, ამპარტავანიაო.
„ექვს ერს ევროპული რაგბისთვის მეტი მხარდაჭერის გამოცხადებაც შეეძლო, მაგრამ ამას არ აკეთებს“, - თქვა მორარიუმ, - „ექვსი ერი ერთგვარ ელიტურ კლუბად აქციეს და ამპარტავნად გვესაუბრებიან. „ჩვენ მდიდრები ვართ! დიდი მადლობა, მაგრამ თქვენ არ გვჭირდებით“ - აბა, ეს რა პასუხია?! ეს არ შეესაბამება რაგბის ღირებულებებს. როცა ისეთი კაცი, როგორიც კლაივ ვუდვორდია, გეუბნება, რომ რაღაც შესაცვლელია, ყური უნდა დაუგდო და დაუჯერო! ექვს ერში ცვლილებების შეტანის იდეას უკვე დიდი მხარდაჭერა აქვს. ორი თუ სამი წლის წინათ მსგავსი დისკუსიები წარმოუდგენელიც კი იყო. ექვს ერში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მისმენდა, მაგრამ ახლა მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა“.
მორარიუ აღიარებს, რომ არც „ევროპის რაგბი“ და არც „მსოფლიო რაგბი“ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, რათა ექვს ერს გაფართოება აიძულონ. ამის ნება შიგნიდან უნდა მოდიოდეს, იქ უნდა ხედავდნენ რეალობას. რუმინელი იმედოვნებს, რომ ხანგრძლივი არაოფიციალური საუბრებით საბოლოო მიზანი მაინც იქნება მიღწეული.
„სრულად ვათვითცნობიერებ, რომ ექვსი ერი კომერციული კომპანიაა, ამდენად მის საქმეებში ვერ ჩავერევით“, - თქვა მან, - „მაგრამ თუკი ევროპული რაგბის განვითარება მართლაც გვსურს, დღევანდელ სისტემაში ეს შეუძლებელია. ექვსი ერი სრულად დომინირებს ევროპულ ბაზარზე. ექვსი ერის უზარმაზარ ჩრდილში განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამ სეზონის შემდეგ მათ აღარ ეყოლებათ სპონსორი. დიდი კომპანიები დიდ ბაზარს ეძებენ. ევროპა კი ძალიან დიდი ბაზარია. „ევროპის რაგბიში“ შემავალი ქვეყნების მოსახლეობა ნახევარ მილიარდზე მეტია, ექვს ერში შემავალი ქვეყნებისა - სამჯერ ნაკლები. თან ეს ჩვენი მაქსიმუმი სულაც არაა“.
9 მარტს, პარიზში, „რაგბი ევროპის“ საბჭოს სხდომაზე ექვს ერში გაიგზავნება სტრუქტურული ცვლილებების ახალი ოფიციალური მოთხოვნა. რაც შეეხება „მსოფლიო რაგბის“, ეს ორგანიზაცია კვლავაც მხოლოდ აკვირდება ჩიხურ მდგომარეობას და პროგრესული აზროვნების მსუბუქი წახალისებით იფარგლება, რადგან რეფორმის უზრუნველყოფისთვის საკმარის ძალაუფლებას არ ფლობს.
„მსოფლიო რაგბის“ თავმჯდომარეს, ბილ ბომონტს ჩვენთვის ამ თემაზე უთქვამს: „ვცდილობთ, საქართველოს და მისნაირ გუნდებს მეტოქეები შევურჩიოთ - ესაა ჯილდო მათი პროგრესისთვის. მაგრამ ის ტურნირი სხვა ქვეყნების საკუთრებას წარმოადგენს. „მსოფლიო რაგბის“ იურისდიქცია ვრცელდება მსოფლიო თასზე, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატსა და შვიდკაცას მსოფლიო სერიებზე.
საქართველოს მაქსიმალურად დავეხმარეთ, როცა ამ ქვეყანას 20-წლამდელთა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა დავაკისრეთ. გვსურს, თამაშის პოპულარობა გავზარდოთ და რაგბის თამაშობდნენ ბევრ ქვეყანაში და არა მხოლოდ ტრადიციულ სარაგბო ქვეყნებში. თუმცა, ექვსი ერის და სანზარის საქმეებში ვერ ჩავერევით“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://rugger.info/news/12404')>0?'http://rugger.info/news/12404':'http://rugger.info/news/12404')) აი ახალი ამბავიც--იტალია დათანხმდა როგორც იქნაა DDD
ერთხელაც იქნება შევანგრევთ იმ კარებს და ნაცების ცოცხივით გავტენით ამას ბურთს 1 ადგილას.
+1
რაც არ უნდა ვიძახოთ, არ უნდათ ფინანსურად ღარიბი საქართველო ამ ტურნირში. მარტო ეროვნული ნაკრები ხომ არ არის რაგბში მთავარი. აუცილებლად მისახედია 7-კაცა ნაკრები, თან იმის გათვალისწინებით, რომ 7 კაცა ოლიმპიური სახეობაა და აუცილებელია საკლუბო დონეზე სხვადასხვა ტურნირებში ჩართვა, იქნება ეს ჩელენჯ ქაფი თუ კელტების ლიგა ან ორივე ერთად. თუ საკლუბო რაგბში არ დავიწყეთ წინსვლა, ლაპარაკი დარჩება ლაპარაკად და მხოლოდ ენებს და გულს მოვიფხანთ. 7 კაცა და საკლუბო რაგბის განვითარება დიდ ბიძგს მისცემს ეროვნული ნაკრების დონის მკვეთრ ამაღლებასაც. ამიტომ, პირველ რიგში ეს არის მისახედი და თუ ბიძინა ბიძია მართლაც მზად არის 10 მლნ გადასახდელად 6 ერში შესასვლელად, ჯერ 1 მლნ მაინც გამოყოს და სხვა გზებითაც მოვიძიოთ რომ 2 კლუბი აუცილებლად ჩავრთოთ სხვადასხვა ტურნირებში.
ამ ეტაპზე ყველაზე კარგი იქნებოდა ალტერნატიული ტურნირის შექმნა შემდეგი ქვეყნების მონაწილეობით: საქართველო, იაპონია, სამოა, ფიჯი, ტონგა, აშშ, კანადა, რუმინეთი. აი, როდესაც ამ ქვეყნებსაც ისევე მარტივად დავამარცხებთ, როგორც დღეს რუსეთს, ესპანეთს და თუნდაც რუმინეთს ვამარცხებთ, შემდეგ მოვითოხვოთ უპირობოდ 6 ერში მიღება ან სანზაარს მივმართოთ 4 ერში მიგვიღოს მე-5 წევრად.
4 ერში მეხუთე წევრობაზე იაპონია აკაკუნეს და ალბათ მალე მიიღებენ კიდეც. სამწუხაროდ ყველა ვითარდება ჩვენს გარდა
ჩემი აზრით ყველაზე პრიორიტეტული არის ქართული კლუბის (აკლუბების) ჩართვა ჩელენჯ ქაფში, რითაც კიდევ უფრო მეტი ინტერესი და ბიძგი მიეცემა ეროვნულ ჩემპიონატს.
რაც შეეხება ქართული ფრანჩიზის შექმნას აქ სუპერ რაგბი არ გამოვა ისევ ტერიტორიული მოსაზრებით და კელტების ლიგა გაცილებით აჯობებს. ტოპ 14-ში თუ მოგვცემენ თამაშის უფლებას ეგ ყველაზე მაგარი იქნება (ამ ეტაპზე პრო დ2-ზეც არ ვიტყოდი უარს)
ალტერნატიული ტურნირის მოწყობა მეორე დონის ქვეყნებისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ყველაფერს ართულებს ძალიან დიდი მანძილი ქვეყნებს შორის. ასე რომ ყოველწლიური ტურნირი გასვლ-სახლშის პრინციპით არ გამოვა. შეიძლება რომელიმე ქვეყანამ აიღოს თავის თავზე ტურნირის ორგანიზება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ბიზნესის კუთხით შეხედავს ყველა ქვეყანა და დიდი ხარჯის გაწევა მოუწევს, რომელიც შეიძლება ვერ ამოიღოს. ამერიკაში დაინტერესდება ვინმე ტონგა-რუმინეთის თამაშით? ან ჩვენთანაც რომ ჩატარდეს არამგონია კომერციულად მომგებიანი იყოს. ტურისტებიც არ ჩამოყვება ბლომად ამ ტურნირს. კუნძულელებიც ვერ გამოდგებიან მასპინძლებად თავისი ტერიტორიიდან და ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე
ვეთანხმები ირაკლი1986-ის, არავითარი 10-15 წელი, იაპონიის მსოფლიოზე ბორჯღალოსნებმა თავის გამოსვლით უნდა მიჩიხონ ეს ფულის ტომრები.
10-15 წელიწადში იმის იმედი აქვსთ, რომ ჩვენ რუმინეთივით დავიჩუტებით და გერმანიას ან სხვა ევროპელს გაქაჩული ექნება მაგ დროს საექვსეროდ???
ეროვნული რაგბის კავშირი თუ ფედერაცია რა ბუზებს ითვლის ჭერში, ვერ გავიგე... ხო ხედავთ, რომ ფეხებზე ჰკიდიხართ, დატრიალდით თქვე ლუარსაბებო და მიაწვდინეთ ხმა ოკეანეთის ქვეყნებს, იაპონიას და ამერიკასკანადას, ჩამოაყალიბეთ ისეთივე 6 გუნდა კომერციული, დახურული ტურნირი როგორიც 6 ერია ან კიდევ ჯანდაბას, აუტსაიდერი ვარდებოდეს ევროპის ერთა ტურნირზე და იქიდან კიდევ ამ შეჯიბრზე ამოდიოდეს გამარჯვებული ამ სახის ტურნირის იდეა არ უნდა შედიოდეს მსოფლიო რაგბის მამების ინტერესში, (რაში აწყობთ ამგვარი მორიგი სახის ტურნირი სადაც გავლენა არ ექნებათ?) ეს სასიკეთოდ წაგვადგება (და ხო კარგი, თუ არადა) მაგრამ არ მოეწონებათ რაგბის მამებს, ამიტომ ჩვენგან ასეთი სვლები თუ შეამჩნიეს, რა ბერკეტებიც გააჩნიათ ბობოლების წინააღმდეგ, ყველას გამოიყენებენ, რათა აგვსვან ამ დედა ******* 6 ერში...
კარგი აზრია ალტერნატიური ტურნირის შექმნა საქართველო,ამერიკა,კანადა,იაპონია,ფიჯი,ტონგა,სამოა და რუმინეთი. 8 გუნდი გამოდის და 2 ჯგუფად რომ გადანაწილდეს მერე ნახევარფინალები და ფინალი. თორემ სხვა ვარიანტში ბევრი თამაში გამოდის და გუნდები არ გამოუშვებენ მორაგბეებს და კალენდარი გაჭირდება
გერმანია თვითონ არ ვარგა ჯერჯერობით, არც მათი კლუბები არ ვარგა რამედ, თორემ მაგ ფულთან ერთად სანაკრებო შედეგებიც რომ ჰქონდეს კარგი, აქამდე უკვე 6 ერის წევრი იქნებოდა...
აქ მარტო ფული არ წყვიტავს ყველაფერს, თორემ გერმანელები ან სხვები უკვე მანდ იქნებოდნენ. აქ სხვა რამეა. ანუ აქ არის შიდა ჩემპიონატის განვითარება, კლუბების ევროტურნირებში მონაწილეობა და წარმატებები. აი მერე აუცილებლად მიგვიღებენ. თორე ეგრე გერმანიამ 200 მილიონი ჩადო განვითარებისთვის და წაუმატებდნენ კიდევ 50 მილიონს და შევიდოდნენ 6 ერში
საინტერესოა როცა ამბობენ რომ ვერ ჩაერევიანო რატომ აქვთ იმის იმედო რომ ბოიკოტს არ გამოუცხადებენ.
მაგალითად მსოფლიო და ევროპის რაგბმა რომ თქვას რომ მსოფლიოს ვერ ითამაშებს ვერცერთი მორაგბე ვინც 6 ერში თამაშობს მერე რას იზამენ. უბრალოდ ასე ვინ დაძაბავს საქართველოს გამო სიტუაციას. მაგრამ აბა იყოს ეს გერმანია ან რუსეთი.
აუ მართლა და მართლა გ.....ეთ უ.ან ეგ თქვენი კომერციული ტურნირი აქეთ შეგვეხვერწებით მომდევნო მსოფლიოს შემდეგ
ჩვენ განვითარება არ უნდა შევაჩეროთ, საგუნდო ევროპას, შვიდკაცას მივხედოთ, შიგა ჩემპიონატს, უფრო მეტი ყურადღება ასაკობრივებს(U20 წელს 10-ის ზევით აიწევს ალბათ), მეტი ტესტი ბობოლებთან, მსოფლიო რაგბის დახმარებით და თვითონ მივლენ ჩიხში ფიჰანი და კამპანია.
ფიჰანი და ჯანდაბა თქვენ..
მორარიუს და სხვა ფუნქციონერებს თუ ასე იკიდებენ 6 ერის ნაბ... მამები მაშინ ამათმაც უნდა დაიკიდონ და საერთოდ გარიცხონ მსოფლიო რაგბიდან და მათ მიერ ჩატარებულ შეჯიბრებებზე აღარ დაუშვან @@
აბა რა დედიმისისა ააქვს ამ ნაბ....ს@@@
სადაც არგენტინას უფინანსებს მსოფლიო რაგბი სუპერ რაგბიში თამაშს, ჩვენ კელტებში თამაში მაინც არ უნდა დაგვიფინანსოს? 4 მილიონი წლიურად არაფერი არ არის მაგათთვის.
ღირსები არიან ეს სიკოები იტალია მეოთხე ადგილზე გავიდეს 2019-ში, ჩვენ ისევ მესამეზე და იქნებ 2023 ში მაინც მოვხვდეთ ერთ ჯგუფში, მერე რაც მოხდება კი იცით, გაეპობათ მაკარონები!
იმედს ვიტოვებ რომ მანამდე დაგვამატებენ მე-7 გუნდად და ამავდროულად პლეი-ოფიც დანიშნონ თუ უნდათ ერთა თასის გამარჯვებული და ბოლო ადგილოსანი.
ინგლისელები არიან ყველაზე ამპარტავანნი და შოვინისტები. საერთოდ რატომ აძლევს მსოფლიო რაგბი ამ ტურნირის შექმნის შესაძლებლობას? მსოფლიო რაგბმა უნდა შექმნას ისეთივე შესარჩევი სისტემა როგორც ფეხბურთშია და ამ წესით უნდა ხდებოდეს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების შედგენა და ჩატარება, ევროპული ბობოლების უარის შემთხვევაში არ მისცენ თამაშის უფლება და ჰქონდეთ მაშინ ეს თავისი 6 ერი და ითამაშონ ვინ უშლით? ,,მსოფლიო რაგბი" უნდა იყოს წამყვანი ამ საკითხში და სამხრეთელებმაც უნდა დაუჭირონ მხარი, არ ეთამაშონ ევროპელებს და ვნახავთ როგორ არ დაგვთანხმდებიან თამაშზე. რაგბის განვითარებისთვის კი აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავუშვათ საზღვარგარეთ რაც შეიძლება მეტი, ასევე საკლუბო რაგბის განვითარება და საერთაშორისო ასპარესზე კლუბების გაყვანა (მინიმუმ ორი) საერთაშორისო თამაშებზე უარის თქმით ძალიან ძვირფასს დროს ვკარგავთ!!!!!
მეც თითქმის იგივე დავწერე ზემოთ მსოფლიო რაგნის მამებს მაგარი ბერკეტები აქთ იმ ფულისტი ღორების საწინააღმდეგოდ მაგრამ რატომღაც არ იყენებენ
ფაქტიურად სტაგნაციისთვის გვწირავენ...
ჩვენ შეგვიძლია ვუმტკიცოთ მათ, რომ ახალი ასპარეზის გარეშე ჩვენი რაგბის განვითარება საგრძნობლად შეფერხდება. თუმცა ისინი იგივე იტალიის მაგალითს მოიყვანენ, რომლებიც 15 წელზე მეტია ექვს ერში არიან და წინ მაინც ვერ მიიწევენ. ორი სუსტის ყოლა კი არ უნდათ ტურნირში, თან ერთი წევრის დამატებით კალენდარიც ირევა.
ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის ორრაუნდიანი პლეიოფი მართლაც კარგი იქნებოდა, მაგრამ გადაფოფრებულები არიან იტალიაზე კრუხივით და რას იზამ ?
2 ტესტი მაინც მოგვცენ წელიწადში ბობოლებთან, დიდ გამოცდილებას მივიღებთ, მალე კი იტალიისგან განსხვავებით, რომელიმეს წამოვიცვამთ ბორჯღალზე, ვინატრებდი ინგლისი ყოფილიყოს და ამ ფიჰანის ბრიტანულად ჩაჯმული სიფათი მანახა მერე...
10-15 წელიო, იცოცხლებ მაგდენს საერთოდ? შე ფულის ღორო.....
ცნობილი სარაგბო ინტერნეტ გამოცემა "პლანეტ რაგბი" ატარებს გამოკითხვას "უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო 6 ერის ტურნირში". შედით ამ ლინკზე:
0?'>http://www.planetrugby.com/news/expert-witness-moody-on-the-six-nations/':'>http://www.planetrugby.com/news/expert-witness-moody-on-the-six-nations/'))
და სტატიის შუაში არის გამოკითხვის ცხრილი. დააჭირეთ: Yes, long overdue. მხარი დავუჭიროთ ქართულ რაგბის ევროპულ მომავალს
ერთი ექვსი ერის დედაც მო@@@ან არ გაგვიხადეს სახვეწარი?! არ გვიღებენ და ნუ გვიღებენ მოს@@@@იათ პატრონი... ქართული რაგბი განვითარების სხვა მეთოდიც არსებობს 1) მსოფლიო რაგბის დახმარებით ჩამოყალიბდეს მეორე დონის ქვეყნების საერთაშორისო ტურნირი (ფიჯი, იაპონია, საქართველო, ტონგა, სამოა, აშშ, კანადა, რუმინეთი) მათგანაც შევძლებთ ბევრის სწავლას და ესეც დიდი ნაბიჯი იქნება 2) სასწრაფოდ უნდა განვავითაროთ 7 კაცა რაგბი (საბედნიეროდ არსებობენ ადამინათა ჯგუფები ვინც ინვესტირებს ქართულ რაგბში და ფინანსები მივმართოდ ამ გზითაც) 3) ნელ ნელა დანარჩენ ევროპაში რაგბის პოპულარიზაცია მიმდინარეობს და აუცილებლად განვითარდებიან გერმანელები ესპანელები ბელგიელები იმედი მაქვს ადრე თუ გვიან რუმინეთიც გაიღვიძებს და რუსეთიც მათთან თმაშებზე არასდროს არ უნდა ვთქვათ უარი (თუმცა ერთი კია ესპანელები ან გერმანელები ჩვენ დონეზე რო იყვნენ უკვე 6 ერში იქნებოდნენ, 6 ერის უსამართლო დედას ვტენე) 4) რაც მთავარია პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოდ და რაც პირდაპირ ჩვენ შნოზეა დამოკიდებული აუცილებლად უნდა განვავითაროთ შიდა ჩემპიონატი და უნდა გავიდეთ სადაც საერთაშორისო ასპარეზზე... სურვილს რო გამოთქვავენ კეთილი ბიძ(ო)იები 10 მილინი ევროს ჩადებაზე ქართულ რაგბში, ზუსტად ამ მიმართულებით გამოვიყენოთ ეს ფინანსები რაც ზემოთ ჩამოვთვალე... მერწმუნეთ ესეც დიდი საქმე იქნება და მსოფლიო ელიტაშიც შევალთ რაზედაც არც თუ ისე ბევრი გვიკლია და იტალიას კიარა 6 ერის სხვა მონაწილეებსაც ძააან მალე გადავირტყავთ ყ-ზე... მოლკედ წარმატებები... შე@@ცი 6 ერს
მეც ზუსტად მასე ვფიქრობ, გავარტყი ფიჰანი 6 ერს, ტესტები დაგვინიშნონ ბოსებმა ბობოლა გუნდებთან და რაც მთავარია საკლუბო რაგბი უნდა განვავითაროთ, ამიტომაა დრო არ უნდა დავკარგოთ და ევროტურნირებში ჩავებათ..მოვა დრო აქეთ შემოგვეხვეწებიან..
"ფიჰანის ასეთმა შეუვალობამ „ევროპის რაგბის“ პრეზიდენტ ოქტავიან მორარიუს მასზე ათქმევინა, ამპარტავანიაო".
.
ამპარტავანი კი არა დ ი დ ი ე ვ რ ო პ ე ლ ი ღ ლ ე ა, მაგის ჯიშ-ჯილაგს ჩასცა მთელმა საქართველომ
ფული გამოინახება ბოლო ბოლო, ხომ უნდა თქვან რა და რამდენია საჭირო? სტადიონი რომ გაივსება ამაზე ორი აზრი არაა. თუ ფეხბურთზე ჩამოდიან შოტლანდიიდან რაგბზე რატომ ვერ ჩამოვლენ. მაგარი ქაქი ვინმეა ეს ინგლისელი ფიჰანი! ასე უნდა ვეხვეწოთ ამ გაზულუქებულებს რომ გვეთამაშონ? მეტი გზა არაა მსოფლიოზე უნდა ვილოცოთ რომ იტალია მოხვდეს ჩვენ ჯგუფში და დავანგრიოთ მაკარონიკები, თანაც ჯგუფიდან გავიდეთ და ეს იქნება კარის შენგრევა ექვს ერში. თუ ამას ვერ გავაკეთებთ ოცნებათ დარჩება, აი მაშინ კი ენა ჩაუვარდება მავანს...
იტალია კი არა ზელანდიაც რომ დავანგრიოთ მაინც არ მიგვიღებენ 6 ერში !!
სამწუხაროდ, 2019 წლის მსოფლიოს წილისყრაზე ჩვენ და იტალია ალბათ 3-ე კალათაში ვიქნებით განთესილი და შესაბამისად ვერ შევხვდებით ერთმანეთს (თუ ორივენი ჩვენ-ჩვენი ჯგუფებიდან არ გავედით და არ დავეჯახეთ პლეიოფში, რისი ალბათობაც მინიმალურია). ერთადერთი ის თუა რეალური რომ იქნებ იტალია ჯგუფში ჩარჩეს და მაშინ მთელი 6 ერის შეფობა გათახსირდება!
მართალია ეგ ვერ ვიფიქრე რომ 3 კალათაში ვიქნებით ორივე რეიტინგის მიხედვით იტალია ჯგუფში რომ ჩარჩება ამას ბევრი თავის მტვრევა არ უნდა, მთავარია ჩვენ გავიდეთ ჯგუფიდან.