BBC-ის ცნობით, 2017 წლის ნოემბერში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უელსთან ტესტ-მატჩს გამართავს.
ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, ყოველი წლის ნოემბრის ტესტ-სერიის ფარგლებში ტიერ1-ის რომელიმე გუნდს სტუმრად ვეთამაშებით. 2014 წელს ასეთი ირლანდია იყო, 2016-ში შოტლანდია და ახლა უელსის ჯერია.
BBC-ისვე ცნობით თამაში „მილენიუმზე“ გაიმართება, რომელსაც ამჟამად Principality Stadium-ი ეწოდება. “ბორჯღალოსნებისთვის“ ეს სტადიონი უცხო არაა. 2015 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიასთან კარდიფში გამართულ მატჩს 69 187 მაყურებელი დაესწრო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიზაა უსაშველოდ ძვირი და საწვალებელი. მარა იქნებ მოვიცალო
შესანიშნავი! ყველაზე მეტად ამჟამინდელ უელსთან მაინტერესებდა შეხვედრა. ძალიან საინტერესო თამაში გველის. იტალიასთან თამაშს ნაღდად ჯობია ეს. იტალიამ ჯერ დაიმსახუროს ჩვენთან თამაში :-)
ამჟამინდელი უელსი - ნოემბრამდე 9 თვეა
მშვენიერი ამბავია, ნეტავ ნოემბერში სხვა რომელ გუნდებთან გვექნება კიდევ ტესტები. პირველი დონის გუნდებთან ამ ნოემბერს სავარაუდოდ აღარ შეგვახვედრებენ. იმედია ფიჯი ჩამოვა თბილისში და გვექნება შანსი გადავასწროთ რეიტინგში.
2018-ში სავარაუდოდ საფრანგეთს შეგვახვედრებენ.
იტალია გაგვირბის...
ძალიან კარგი ამბავია მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: ექვსი ერის ისეთ გუნდებთან გვათამაშებენ ტესტებს (თანაც მათ მოედანზე), სადაც ჩვენი შანსები ნულის ტოლია და მხოლოდ იმაზე გვიწევს ფიქრი რომ დიდი ანგარიშით არ წავაგოთ. ამით კიდევ ერთ მიზეზს იძენენ, რათა ნიშნი მოგვიგონ, აქაოდა ჯერ შორს ხართ ჩვენამდეო. არადა, ნუთუ იტალიას ერთხელ მაინც არ უნდა შეგვახვედრონ, თუნდაც მის სტადიონზე (რომში ან სხვა ქალაქში)?! იქნებ "მსოფლიო რაგბი"-ს უფროსობამ აიძულოს ეს ოხერი იტალიელები რომ ტესტ-მატჩში მაინც გამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ, რადგან ეს ხომ არაა ექვსი ერის ეგიდით, არამედ ნოემბრის ტესტებია სადაც "მსოფლიო რაგბი" უდგენს კალენდარს ყველა გუნდს და გარკვეული ბერკეტებიც გააჩნია
ასეთი ტემპით, წელიწადში ერთხელ გამოგვიზოგებენ როცა ვინ იქნება კარგ ფორმაში, შოტლანდიის არ იყოს და 10-12 წელში იქნებ იტალიამაც მოუმატოს და მერე გვათამაშებენ.
ან კიდევ, ჩვენმა რაგბის კავშირმა ყველანაირი ბერკეტი ააამოქმედოს რათა რომელიმე 1-ლი დონის გუნდი თბილისში ჩამოვიდეს. ბოლოსდაბოლოს ხომ გვყავს უკვე რაგბის მსოფლიოს მმართველ ორგანოშI ბ-ნი გია ნიჟარაძე, ჰოდა იქნებ დაითანხმოს "მსოფლიო რაგბი"-ს შეფები ამაზე
6 ერის შეფობა იგივე ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი, საფრანგეთია...
მშვენიერი ტესტია. რა მოხდება ერთხელ ვინმე გრანდი გვეწვიოს, გასაგებია რომ აქაც ჯერ კიდევ მოგვიგებენ მარა ნახონ დინამოზე 50 000 კაცის თანდასწრებით ჩვენი აღტკინებული "ბორჯღალოსნები" რა წინააღმდეგობას გაუწევენ.
იაპონიას და ამერიკას სტუმრობენ, ჩვენთან ჯერ ვერ ბედავენ, მაგრამ ესეც კარგია. ნოემბრის კიდევ ორი შეხვედრიდან ერთში მაინც, იქნებ როგორმე ზედა ეშელონიდან ვისტუმროთ ვინმე.
ეშინიათ, ვერ ბედავენ
:facesplam:
კარგი ამბავია, მაგრამ ერთხელ ჩვენთანაც რომ ჩამოვიდნენ ხომ შეიძლება..
ჩვენთანაც რომ ჩამოვიდნენ ხომ შეიძლება..
ჩვენთანაც რომ ჩამოვიდნენ ხომ შეიძლება..
ჩვენთანაც რომ ჩამოვიდნენ ხომ შეიძლება..
ჩვენთან რომ ჩამოვიდნენ და რომ მოუგოთ