თუ ბრიტანურ ტაბლოიდ „დეილი მეილს“ დავუჯერებთ, საქართველო მზადაა, 6 ერში გაწევრიანებისთვის ნებისმიერი საფასური გადაიხადოს.
„გვსურს, საქართველოში ჯონ ფიჰანი ან ექვსი ერის ნებისმიერი სხვა ორგანიზატორი დავპატიჟოთ. დახედონ ჩვენს ინფრასტრუქტურას და გვითხრან, რამდენის გადახდაა საჭირო ტურნირზე მოსახვედრად. 10 მილიონი დოლარი? ამ თანხასაც გავწვდებით!“ - ეს „ბორჯღალოსანთა“ დამრიგებლის, მილტონ ჰეიგის სიტყვები ყოფილა.
„მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული თამაშია. მაგრამ არც საქართველოა ძალიან შორს. მხოლოდ შანსს ვითხოვთ. თუკი სამ წელიწადში პროგრესი არ გვექნა და მატჩებს 40 და მეტი ქულის სხვაობით წავაგებთ, მაშინ პირველები თავადვე ვიტყვით, რომ ამ დონეს ვერ ვქაჩავთ“, - დასძენს ქართველთა ახალზელანდიელი დამრიგებელი.
„დეილი მეილის“ მტიცებით, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ექვს ერში საქართველოს ნაკრების დაშვება ფინანსურად უზრუნვეყოს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვალერი დუგლაძე
ეკლესიების წილში ჯდომა ძნელია, თავისი მჭამელებიც ბევრი ყავს DDDDDDDD
ზოგადად ოლიგარქის კისერზე ჯდომას თუ ვერ გრძნობ ცუდია. კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ თქვენნაირი სქელტყავიანებიც იგრძნობენ მაგას ადრე თუ გვიან, 1 დოლარი რო 4 ლარი ეღირება და პურის ფასი 2 ლარს აარტყავს. სხვა რაღაცეებზე აღარაფერს ვიტყვი...
აი ეგრეა საქმე. წურბელებივით გვაზიან, სისხლს გვწოვენ. თან პერიოდულად ეკლესიებს ააშენებენ ან შეაკეთებენ, იქ საკონცერტო დარბაზს ააგებენ, იქ სპორტსმენებს დაეხმარებიან და ვიდგეთ ბედნიერები და ტაში ვუკრათ ხო ? აგერ ზოგიერთი ძეგლის დადგმასაც პირდება DDDDDDDD
მისმინე მეგობარო, თუ ჩემზე გულისხმობ, გიპასუხებ:
ნამდვილად არავის მეხოტბე არ ვარ და არცერთი პარტიის მოტრფიალე. შესაბამისად, მაგ ადამიანიც არავინ არაა ჩემი მაგრამ შენგან განსხვავებით მე ვიცი კარგის დაფასება
რაც შეეხება ჩემს სიტყვებს ძეგლის შესახებ, ვაღიარებ რომ ალბათ ზედმეტი მომივიდა. თუმცა, როგორც სარაგბო წრეებთან დაახლოებულმა, მე კარგად ვიცი რაც მაგ კაცმა ქართული რაგბისთვის (და შესაბამისად, ამ კუთხით საქართველოსთვის) გააკეთა და ამიტომ ემოციურ ფონზე ვთქვი
ღიმილები იმიტომაც მივაყოლე მაგ წინადადებას, რომ მძაფრი რეაგირება არ მოგეხდინა.
ვიხუმრე ჯიგარო, ვიხუმრე.
თუმცა შენგან განსხვავებით, სულაც არ მგონია რომ ივანაშვილი ზოგადად კარგს გვიკეთებს, ამიტომაც დიდად არ ვიხიბლები მისი პერიოდული ფულის ფრიალით.
სხვა გზა არა აქვთ, დღეს იქნება თუ ხვალ, დაგვნებდება 6 ერი.
მგონი ყველაზე კარგი გამოსავალი ცალკე ტურნირის შექმნაა ჩვენ იაპონი აფიჯი ტონგა სამოა ამერიკა კანადა და ან რუმინეთი ან ურუგვაი ამ რვა გუნდმა 2 წლიანი ჩემპიონატები უნდა ჩაატაროს ან მიმოსვლით შინ და გარეთ ითამაშონ და ადრე იყო ლაპარაკი რომ ძალიანაა ეს ქვეყნები ერთმანეთს დაშორებული და ვერ გამოვა ამდენი ამ სიშორეზე გადაფრენებიო მაგრამ ამ პრობლემასაც მოევლება მაგალითად წრიულად ტურები ჩატარდეს სიტყვაზე ჯერ 4 გუნდი თბილისში 4 რუმინეთში მერე ფიჯი-ტონგაზე მერე იაპონია სამოაში მერე კანადა ამერიკაში და ასე მოევლება მანძილის პრობლემასაც !ეს წინადადება უნდა შესთავაზოს ჩვენმა ფედერაციამ იმ ქვეყნებს და დარწმუნებული ვარ მოეწონებათ ! ისინიც ჩვენ დღეში არიან და ძლიერ გუნდებთან უნდათ თამაში
ამ ეტაპზე კაი იქნება ეს გუნდები მაგრამ სამომავლოდ აქედან ჩვენ რეალურ კონკურენტად იაპონია მესახება კუნძულელები ვფიქრობ სულ დაახლოებით თანაბარ დონეზე იქნებიან არც დაბლა და არც ძალიან მაღლა ტალანტი კიაქვთ უხვად მაგრამ ორგანიზებულობა და ფინანსები ნაკლებად
იდეა მშვენიერია, მაგრამ ჩემი აზრით ამ დონის ქვეყნებისთვის შეუძლებელია ეგეთი ტურნირის ორგანიზება. მანძილსაც გააჩნია ჯიგარო, აქ მართლაც წარმოუდგენელი მანძილებია, ფაქტიურედ მთელ მსოფლიოს მოიცავს.
ვერ გაქაჩავენ დარწმუნებული ვარ.
ხოდა მაგხელა მანძილები რომაა ამიტომაც ტურებად უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ქვეყანაში და აღარ იქნება საჭირო წამდაუწუმ გადაფრენები და თუ ფიჯი-ტონგა-სამოა ვერ შეძლებენ ორგანიზებას მდიდარ ქვეყნებში ჩატარდეს იმათ მაგივრად მაგალითად ამერიკა კანადა-იაპომიაში
მილტონა უმაგრესი კაცია ამდენს ბევრი ქართველი არ გააკეთებს რასაც ეს აკეთებს ქართული რაგბისთვის ! ეს კაცი სამუდამოდ უნდა დავტოვოთ ქართულ რაგბში !
ზოგადად არ ვემხრობი ჩრდილოვანი ადამიანების მიერ გაწეულ ამგვარ სიკეთეებს. ყველა ოლიგარქის ბუნება ერთნაირია, ერთს რომ მოგცემს, ათს წაიღებს. ნაღდად არ მჯერა, რომ ეგ კაცი, რომელსაც ყველა და ყველაფერი ჯიბეში უდევს ამ ქვეყანაში, კეთილი ფერიაა.
თუმცა, თუ ქართული რაგბი ახალ ასპარეზზე გაიყვანა თავისი ფინანსებით, მე პირადად დიდ მადლობას ვეტყვი. თუ მართლაც ფულშია საქმე, ყველამ ყველანაირი ღონე უნდა იხმაროს რომ ბორჯღალოსნები სულ სხვა დონეზე გავიდნენ. ცოდვაა უკვე ეს გუნდი ამ ერთა თასზე რა. ამდენი ახალბედა გამოსცადა ჰეიგმა, თითქოს უნდა გაჭირვებოდათ და მიუხედავად ამისა, მაინც ქვას ქვაზე არ ტოვებენ. ერთადერთი იმისთვის თუ გამოიყენებენ, რომ მაინც ოფიციალური ტურნირია, ბრძოლებია და ხელდახელ თამაშს დაამუღამებენ, მაგრამ დაბალი დონის გამო არც ამათთან დამუღამებული ხელით თამაში გვარგებს დიდად.
მოკლედ, ახალი ასპარეზი გვჭირდება. სხვა საშველი არაა.
არაა სარწმუნო და საიმედო ეს ყველაფერი, მაგრამ იმედით ცოცხლობს კაცი,... წყლის წვეთი უწყვეტ რეჟიმში ქვას ხვრიტავს, ფული კიდე ჯოჯოხეთს ანათებს არა თუ 6 ერის მამებს, ასე რომ იქნებ და...
იმ დედაფეთქებულებმა გასაგებად თქვეს რომ არავითარი შანსი არაა არც გაფართოების და არც 6 ერის ბოლო გუნდთან პლეი ოფისო და ვერ გავიგე რაღატო ვამტვრევთ იმ ცხრა კლიტულს ? ჯობია ცალკე ტურნირი შევქმნათ კუნძულელებთან იაპონიასთან და ამერიკა-კანადასთან !!
ბიძო კი გადაიხდის მაგ ფულს მაგრამ ის ნაბო....6 ერის მამები მაინც არ დაგვიშვებენ და შეეშვიიიიიიიით @@
ბარაქალა ბიძო შენ, თუ მართლა იზამ ამას და მაშინ სიცოცხლეშივე ძეგლის დადგმას დაიმსახურებ
რატო არ იზამს ის 100 მილიონი ხო აჩუქა რაგბს და ხო თქვა კიდევ ამდენს დავამატებ თუ საჭირო გახდებაო !
არაა იტყვიან რაგბისტების მოსასყიდად აჩუქა ხმები რო მისცენო DDD
მართლა თუ გააკეთებს მაგას ბიძინა დიდად შეეწევა ქვეყანას.. ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა ეკუთვნის ამ კაცს !
მართლა რომ გააკეთოს, განა დაილია ჩვენს ქვეყანაში ბოღმა ადამიანები?! ეგრევე ატეხავენ ერთ ამბავს, ეს 10 მილიონი მშიერ ხალხს რატომ არ მისცაო ...
არაა იტყვიან რაგბისტების მოსასყიდად აჩუქა ხმები რო მისცენო DDD
ბორჯღალოსნების სტადიონის და 10 სავარჯიშო მოედნის აშენების შემდეგ...
რა პრობლემაა
:რაიმესიცილაკი:
დეილი მეილიც?
მიდი ბიძოოო მიაწექი ბოლომდე
მიდი ბიძოოო მიაწექი ბოლომდე
სერიოზული განაცხადია, მარა მთავარ არ შევრცხვეთ, უნდა მოვინდომოთ.
stripslashes((strlen('http://rugger.info/news/12314')>0?'http://rugger.info/news/12314':'http://rugger.info/news/12314'))
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი ექვსი ერის გაფართოებასთან დაკავშირებით.