ერთა თასი

22:15 | 19.02.2017 | ნანახია 7832 - ჯერ

ახალგაზრდული ლელოთაცვენა და ცენტურიონი მეკო

„ევროპის რაგბის“ 2017 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე გერმანიის ნაკრები ბელგიელებთან ერთად ტურნირის აუტსაიდერად მიიჩნეოდა. მაგრამ პირველ ტურში ალემანთა (ეს უფრო პირობითად, რადგანაც გერმანიის ნაკრების წევრთა უმრავლესობას ნატურალიზებული უცხოელები შეადგენენ) გუნდმა წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა - თვით რუმინეთი დაამარცხა. ჰოდა, აი, იმ სენსაციური თამაშის (41:38) შემდეგ მთელი სარაგბო თემი თავის გულშემატკივრებიანად მათ უკვე სულ სხვა თვალით უყურებდა - აქაოდა, გერმამელებმა თუ მოინდომეს, ყველაფერს შეწვდებიან, რაგბში დიდძალი ფული ჩაიდო, ნაკრები მაღალ დონეზე ათამაშდა და საქართველო ფრთხილად იყოსო.

ჰოდა, საქართველო ფრთხილად იყო საწყისი 3 წუთი, მე-3 წუთზე კი „ბორჯღალოსანთა“ ნორჩმა მგეზავმა რევაზ ჯინჭველაშვილმა ბურთი ფეხით ერთობ დაბალი ტრაექტორიით გერმანელთა 22-ისკენ გადაკიდა, მას გიორგი კოშაძე აედევნა, ორი მეურვის წინააღმდეგობას გაექცა, მშობლიური სტადიონის გაზონმაც არ უღალატა და მისგან ასხლეტილი ბურთი რუსთაველ ჭაბუკს პირდაპირ ხელებში მიუვიდა - 5:0, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა იოლად შეასრულა, რადგან კარის პირისპირ ურტყამდა.

მეკო ვახსენეთ და მისალოცად აქვს საქმე ჩვენს ვეტერან ფულბეკს - მსოფლიო რაგბის ისტორიაში 44-ე ცენტურიონი გახდა, ანუ 44-ე კაცია, ვინც ეროვნული ნაკრების კვართი მეასედ მოირგო. აგერ, პლანეტაზე ცენტურიონების მეხუთე ათეული ივსება, თუმცა მეკო პირველი „ბორჯღალოსანია“, ვინც ეს პატივი დაიმსახურა. შემდეგი დავით კაჭარავაა - ისიც უახლოვდება სანუკვარ ნიშნულს. თუმცა, თამაშს დავუბრუნდეთ...

გერმანელები ოდნავ გააქტიურდნენ და ქართველები დაჯარიმდნენ, სტუმრებმა კარში დარტყმა გადაწყვიტეს და ანგარიში 7:3 გახდა. მე-18 წუთზე გიორგი ფრუიძემ გაიბრწყინა და ლამაზი ლელო დადო, მეკომ კვლავ უნაკლოდ გარდასახა - 14:3. ხოლო 30-ეზე კოშაძემ მატჩისა და თავისი ჯერჯერობით ხანმოკლე სანაკრებო კარიერის მე-3 ლელო გაიტანა, რომელიც კვირიკაშვილმა ურთულესი პოზიციიდან ვირტუოზულად გარდასახა. ორიოდე წუთით ადრე გერმანელებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმა და გატანა მოასწრეს, ამდენად ტაიმი 21:6 დასრულდა.

ეს რაც შეეხებოდა ტაიმის ანგარიშს და ჰაილაითებს. ზოგადად კი თამაში ძალზე არეულად მიმდინარეობდა, იმიტომ რომ ორივე მხარე ძალიან ხშირად ცდებოდა. ბურთი წინ როგორც გერმანელებს უვარდებოდათ, ისე ქართველებს. გერმანელთა ერთი ვითომ შეტევის განმუხტვისას ჯერ მეკომ დაუშვა უხეში შეცდომა, მერე სანდრო თოდუამ, მერე ვიღაცას გადაკიდებული ბურთი წუნით დაიჭირა და წინ გადააგდო, მერე კიდევ იგივე ქნა სხვა მორაგბემ... ალალად და რბილად ითქვას, კარგი საყურებელი ტაიმი არ ყოფილა. ჩოგბურთში არის ტერმინი „უნებლიე შეცდომა“, თანაც ჩოგბურთი უკონტაქტო თამაშია. მაგრამ როცა რაგბის მატჩში ბურთი იკარგება არა ორთაბრძოლაში, არა მწვავე სიტუაციაში, როცა გუნდის ბედი წყდება, არამედ აბსოლუტურად უწყინარ და მშვიდ ვითარებაში, ამის ახსნა რთულია. არადა ასეთი უნებლიე შეცდომების რაოდენობა არნახულად დიდი იყო.

ჰოდა, მილტონ ჰეიგმა შესვენებისას ეტყობა მოძებნა საჭირო სიტყვები, მოახერხა ბიჭების სათამაშოდ განწყობა და მეორე ნახევარში უკვე მობილიზებული და კონცენტრირებული გუნდი ვიხილეთ. 29 უპასუხო ქულა ყველაფრის დასტურია. მეკოსაც რომ ეყოჩაღა, 35 ქულას დავითვლიდით, მაგრამ ჩვენს ბომბარდირს სამი გარდასახვისას ქვემოქართლულმა ქარმა უმუხთლა.

მეორე ტაიმში კოკი თხილაიშვილმა და ბექა გორგაძემ 2-2 უბრწყინვალესი ლელო მიითვალეს, ხოლო კაპიტნის, მერაბ შარიქაძის სპრინტერული გაქცევა ქართველთა მე-8 ლელოთი დაგვირგვინდა, შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ კი გარდასახვით საბოლოო წერტილი დასვა - 50:6 ცხრილში ბონუსით.

სამწუხაროდ, ახალგაზრდები დაგვიშავდნენ: გელა აფრასიძემ მხოლოდ 6 წუთი გაატარა მოედანზე და ხისტი ბოჭვის მერე ექიმებმა თამაშის გაგრძელების ნება აღარ დართეს და მოედნიდან ლამის ძალით გაიყვანეს; ბადრი ალხაზაშვილმა ჯერ კიდევ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, მორიგი შერკინების შემდეგ გაზონიდან წამოდგომაც ვერ შეძლო და სტიუარდებმა საკაცით გაიყვანეს; მის ნაცვლად თამაშში ჩართულმა მეორე კვაჭმა გიორგი ჭყოიძემაც მალევე მიიღო ტრავმა, შესვენების შემდეგ მაინც გამოჩნდა მინდორზე, მაგრამ გადაადგილება ისე უჭირდა, რომ ჰეიგმა მის ნაცვლად თამაშში გიორგი თეთრაშვილი ჩართო. ეს უკანასკნელი ბურჯია, მაგრამ მეორე ნომრად თამაში საკმაოდ კარგად შეძლებია, ხოლო აუტებს ჭყოიძის გასვლის შემდეგ თხილაიშვილი აწვდიდა და უნდა ითქვას, შესაშური ოსტატობითაც...

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გერმანელებმა - მწვრთნელმაც და კაპიტანმაც - აღნიშნეს, რომ „იმ რუმინეთისა და ამ საქართველოს შედარება უხერხულია, იქ მოვიგეთ და აქ საერთოდ ვერაფერი ვქენითო“. კიდევ, კაპიტანმა შონ არმსტრონგმა გაიკვირვა, გერმანულ რაგბიში დიდძალი ფული თუ ჩაიდო, მე ის ფული არ მინახავს და ყოველივე ჭორიაო. ესეც მორიგი მითის მსხვრევა...

რაც შეეხება ქართულ მხარეს, შარიქაძემ დასწრე ჟურნალისტები დაამშვიდა, სამივე ტრავმირებული კარგადაა, ყოველ შემთხვევაში, უპრობლემოდ გადაადგილდებიან და სხვებთან ერთად ზეიმობენო. ხოლო ჰეიგმა აღნიშნა, რომ მომდევნო მატჩებზე შემადგენლობის სელექციის სტრატეგიას მოგვიანებით ჩამოაყალიბებს. „უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი“, - თქვა ქართველთა ზელანდიელმა დამრიგებელმა. მან განსაკუთრებით აღნიშნა თორნიკე მატარაძის თამაში, რომელმაც შერკინების პირველ ხაზში 71 წუთი მართლაც დამაჯერებლად ჩაატარა, ვიდრე რეფერი შუბური ბოჭვისთვის გააძევებდა. ჰეიგმა გორგაძეც შეაქო - ბექა უკვე სამი წელია ნაკრებშია და მატჩიდან მატჩამდე სტაბილურად უმატებსო. კოშაძემაც შთამბეჭდავად ითამაშაო, დასძინა მილტონმა.

ამასობაში, შაბათს ბელგიელებმა შინ რუსებთან 18:25 წააგეს, ხოლო რუმინეთმა ბუქარესტში ესპანეთს 13:3 აჯობა.

საქართველო - გერმანია 50:6 (21:6)

საქართველო: კვირიკაშვილი, ფრუიძე, კოშაძე, შარიქაძე, თოდუა, ჯინჭველაშვილი, ბეგაძე, მატარაძე, ალხაზაშვილი, ბეკოშვილი, ნემსაძე, ჭეიშვილი, ლომიძე, თხილაიშვილი, გორგაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ჭყოიძე, თეთრაშვილი, ტაბიძე, მჭედლიშვილი, შუბითიძე, აფრასიძე, ხმალაძე, მალაღურაძე

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

8 ლელო: კოშაძე (2), ფრუიძე, თხილაიშვილი (2), გორგაძე (2), შარიქაძე

5 გარდასახვა: კვირიკაშვილი (4), მალაღურაძე

გერმანია: აუნალა, პეინი, კუცია, მერფი, ლედინგემი, პარკინსონი, არმსტრონგი, ნოშტადტი, ბარბერი, ფიუხზელი, მაი, მარკსი, ბერენდტი, ფერეირა, ვოლენკემპერი

შეცვლაზე შევიდნენ: გარნერი, შრიოდერი, დიკინსონი, ვან ნიკერკი, ელსი, შტინდერა, დოკო

მწვრთნელი: იაკობუს პოტხიტერი

2 ჯარიმა: პარკინსონი

ბელგია - რუსეთი 18:25

რუმინეთი - ესპანეთი 13:3

+:-

$

საქართველო

2

0

0

81:12

10

2

რუმინეთი

1

0

1

51:44

5

1

ესპანეთი

1

0

1

19:19

4

0

გერმანია

1

0

1

47:88

4

0

რუსეთი

1

0

1

31:34

4

0

ბელგია

0

0

2

24:56

1

1


კომენტარები (25)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:08 | 20.02.2017
qomagi (248)

სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას!!! დიდი მადლობა ჩვენს სასახელო ნაკრებს, ჩვენს მომავალ თაობას, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სულ მალე ქართულ რაგბის სხვა სიმაღლეზე აიყვანენ!!! მერე რა, რომ მეტოქე გერმანია იყო, მერე რა რომ თუნდაც 10 ძირითადის მორაგბე დაასვენეს და თავი არ შეგვაკლეს, ნებისმიერ შემთხვევაში რაგბში ასეთი ანგარიშით მოგება სასიხარულოა და უმოტივაციობის გამო ასეთი წაგება სამარცხვინო (ეს გერმანელებმა იდარდონ).
მთავარია, რომ ახალგაზრდებმა დააჭაშნიკეს ეროვნულ ნაკრებში თამაში და ლელოები, დააჭაშნიკეს მოგების გემო და რაც მთავარია, გამარჯვებულის ფსიქოლოგია უყალიბდებათ. გერმანიის მიერ რუმინეთის ძლევის შემდეგ, ნამდვილად შიშნარევი დაძაბულობით ველოდებოდი ამ თამაშს, თუმცა, ბიჭებმა თავიდანვე ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს. მელიტონამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალია და იცის რასაც აკეთებს. 2019 წლის მსოფლიოსთვის ნამდვილად გაცილებით ძლიერი გუნდი გვეყოლება ყველა პოზიციაზე მეტნაკლები სიღრმით, მთავარია, რომ ბიჭებმა პროგრესი გააგრძელონ და ტრავმები არიდოთ ღმერთმა.
ძველ გვარდიაზე ახალი რა უნდა ვთქვა და ახალგაზრდებიდან გორგაძე და ლომიძე აშკარა ლიდეებად ჩამოყალიბდნენ, ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს შერკინების ხაზში, სასიამოვნოდ გამაოცა კოშაძემ, ფრუიძეც ძალიან მომეწონა.
მოკლედ, იხარეთ და გაგვახარეთ ლომებო!!!

18:21 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)

არჩილ სოხუმელი _ს

(ვინც შარშან ითამაშა)
15 მირიან მოდებაძე (აია) - 1997
14/11 დავით მესხი (არმია) - 1997
14/11 ლადო მიმინოშვილი (ბათუმი) - 1997
13/12 გიორგი კვესელაძე (იუნკერები) - 1997
10 დავით მოძღვრიშვილი (აკადემია) - 1997
9 გელა აფრასიძე (ლელო) – 1998
6/7/8 ილია სპანდერაშვილი (არმია) - 1997
3 ლაშა ტაბიძე (ბორდო) - 1997

(ვისაც ასაკით შეიძლება მოუწიოთ - უკვე ლეგიონრები)
ლა როშელი - ჯემალ შათირიშვილი - ბურჯი # 1 - 1998
ლიონი - გურამ პაპიძე - ბურჯი - 1997
ლიონი - ლუკა იურინი - ცენტრი/ფრთა - 1997
მონპელიე - გიორგი გოგოლაძე - ცენტრი/ფრთა - 1997
მონპელიე - უშანგი ჭეიშვილი - ბურჯი # 1 - 1997

16:43 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)

ჰოდა, მილტონ ჰეიგმა შესვენებისას ეტყობა მოძებნა საჭირო სიტყვები, მოახერხა ბიჭების სათამაშოდ განწყობა და მეორე ნახევარში უკვე მობილიზებული და კონცენტრირებული გუნდი ვიხილეთ. 29 უპასუხო ქულა ყველაფრის დასტურია.

ვითომ ასეა ეს თუ?

თუ კლასით სუსტი გუნდი მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ტყდებას ამაბვია...
პ.ს.
მატარაძეს რა უთხრა ნეტა თავით ჩაარჭე ის ნემენცი, ბაბუაშენის მტრის შვილთაშვილიო?
:ღიმილუკა:

15:45 | 20.02.2017
buratino (480)

მართლაც მაგარი ახალგაზრდობა მოდის და ახლა უკვე გაბედულად ვიტყვი რომ ამ შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ და მოვიგოთ ესპანეთ-რუსეთთანაც (რუმინეთთან მაინც მოვერიდებოდი ამდენი ახალი სახის დაყენებას, მით უმეტეს გასვლაზე გვაქვს თამაში და მაინც რუმინეთია).
ახლა რაც შეეხება თამაშის ჩემეულ გარჩევას.
რა მომეწონა - ხელით თამაში და თამაშის გაშლა. აშკარაა, რომ ახალგაზრდა თაობა გაცილებით უკეთ ფლობს და ასრულებს ამ კომპონენტს. ასევე მისასალმებელია ფეხით გადაკიდებების თამამი მცდელობები ჩვენი ახალგაზრდებისგან.
რა არ მომეწონა - ჰაერში აწეულ ბურთებზე გარჯა. შოტლანდიასთან მკაფიოდ გამოჩნდა რომ ამ კომპონენტში ბევრი სამუშაო გვაქვს და იმედია, მილტონი ვარჯიშებზე ამას დახვეწავს.

15:38 | 20.02.2017
buratino (480)

თავდაპირველად, ვასრულებ ჩემს პირობას და მუხლმოყრით ვიხდი ბოდიშს ჰეიგის და უწინარესად ჩვენი ახალგაზრდა ბიჭების წინაშე, რომელთა შემადგენლობაში სიმრავლის გამო ეჭვს/შიშს გამოვთქვამდი. სულ ასე ვაჟკაცურად გეთამაშოთ და გაგვეხარებინეთ, ჩვენო ლომკაცებო! მრავალჟამიერ!

17:25 | 20.02.2017
geogoli (367)

ეს ის მომენტია როცა ბოდიშის მოხდა სასიამოვნოა

14:51 | 20.02.2017
არჩილ სოხუმელი (484)


Аватар
romanista87 • 14 минут назад
И Грузия станет первой в истории спорта сборной тире франшизой

14:52 | 20.02.2017
არჩილ სოხუმელი (484)

Аватар
romanista87 • 14 минут назад
И Грузия станет первой в истории спорта сборной тире франшизой

14:48 | 20.02.2017
არჩილ სოხუმელი (484)

Natalija Žogole • час назад
Италия – третья по силе экономике страна Европы (c) оппс ! это кого он из тройки выкинул? Германию? Францию? или Великобританию?))
• Ответить•Поделиться ›
Аватар
Amateur_IK Natalija Žogole • 4 минуты назад
Надо предполагать, что ирландец Conor O'Shea вообще не знает о существовании Германии. Наверно ниже первой десятки мирового рейтинга World Rugby вообще никогда не заглядывал. Теперь, после назначения на пост гл. тренера Италии ему приходиться опускать глаза до 14-ой позиции... Но и там он немцев не обнаружил. :-)
0?'>http://rugger.info/news/12314':'>http://rugger.info/news/12314'))

14:47 | 20.02.2017
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('http://rugger.info/news/12308')>0?'http://rugger.info/news/12308':'http://rugger.info/news/12308'))
Rugby Europe официально попросит Кубок Шести Наций «открыть двери»
9 марта глава Союза регби Европы Октавиан Морариу оформит официальное прошение о введении квалификационного матча между чемпионом Старого Света и аутсайдером КШН.
Мориару не имеет никакой власти или влияния в Кубке Шести Наций. Rugby Europe – организация существующая отдельно от международного турнира. Документ будет носить рекомендательный характер и скорее станет просьбой предоставить шанс другим командам пробиться в Кубок.
Ранее президент Кубка Шести Наций Джон Фихан сообщал, что никаких изменений в турнире раньше 2022 года не предвидятся.
-----------------------------------------------------------------------------------------
0?'>http://rugger.info/news/12314':'>http://rugger.info/news/12314'))
Италия за расширение Кубка Шести Наций
Главный тренер «Адзурри» Конор О’Ши считает, что главному турниру Европы пора открыть двери.
«Сначала был Кубок Четырёх Наций, затем пяти и шести. Нужно продолжать расширяться, а не сокращать количество участников. Италия – третья по силе экономике страна Европы и, думаю, вопрос о нашем исключении неуместен. Регби должно развиваться и расти. Для этого любой вопрос нужно обсуждать сообща и принимать решения учитывая пожелания каждого», - подытожил новозеландский специалист.
Глава Rugby Europe Октавиан Морариу в марте попросит Кубок Шести Наций открыть двери.
-----------------------------------------------------------------------------------------
0?'>http://rugger.info/news/12318':'>http://rugger.info/news/12318'))
Грузия готова заплатить за попадание в Кубок Шести Наций
Наставник «Борджгалоснеби» Милтон Хейг призывает организаторов КШН включить в турнир грузинскую команду.
«Хотим пригласить Джона Фихана или любого другого организатора Кубка Шести Наций в Грузию. Пусть посмотрят на инфраструктуру и скажут сколько нужно заплатить за попадание в турнир. 10 миллионов долларов? Даже такую сумму найдём».
«В мире только две страны, где регби – национальная игра: Новая Зеландия и Уэльс. Но Грузия уже не так далеко позади. Просто дайте нам шанс. Если в течение трёх лет не будет прогресса, и мы проиграем матчи в 40 и более очков, первые скажем, что не тянем этот уровень», - резюмировал в интервью Daily Mail Хейг.
Экс-премьер Грузии и один из богатейших людей планеты Бидзина Иванишвили (состояние 4,5 миллиарда долларов) готов финансово поспособствовать вступлению Грузии в КШН.
-----------------------------------------------------------------------------------------
მგონი ყინული ლღვება. უფრო მეტი ლაპარაკი იქნება საქართველოს 6 ერში მიღებაზე, მთავარია ტესტ მატჩები ელიტის გუნდებთან ისე არ ჩავაგდოთ, როგორც შოტლანდიასთან მოხდა. თუმცა მგონია, რომ შოტლანდიასთან არ ვგავდით ძაან სუსტ გუნდს - ორ ლელოს სუსტი გუნდები ვერ დებენ.
P.S.: აი კომენტარები რომლებიც დაგაინტერესებთ:
kommarkos • 5 часов назад
регби европа " друзя у вас харошие глаза........" ответ к6н "через лет 20-30 генацвале", если серёзна мы пока не готови к к6н не спортивна и по остолним критерем. а доичландам ишо далико до руминии и грузиии! в год один раз и мытла стриляет. простите за орфографию не магу граматичиски по русски писат школу прогуливал!

disqus_A8rF2LCTI6 • 15 часов назад
Енисею и Яру надо пару раз по зубам дать Бенетону и Зебре в Челлендж: будет серьезный добавочный аргумент. Тем самым, для Грузии - красноярские команды на сегодня, некий мол - для попытки положительного решения. Давид нам в помощь! )
• Ответить•Поделиться ›
Аватар
Amateur_IK disqus_A8rF2LCTI6 • 15 часов назад
Хорошая шутка.
romanista87 • 16 часов назад
Было бы неплохо) Италия бы феерила в Чемпионате Европы что а Грузию бомбили бы в КШН))
• Ответить•Поделиться ›
Аватар
Amateur_IK romanista87 • 15 часов назад
Да все они бяки. Лишают вас возможности насладиться зрелищем как 5 команд К6Н бомбят Грузию. :-)
• Ответить•Поделиться ›
Аватар
romanista87 Amateur_IK • 15 часов назад
Ни в коем случае не хотел обидеть болельщиков сборной Грузии. Сам за них болею в матчах с их участием (кроме тех случаев, если они сыграют с Шотландией и НЗ), как за сборную соседней страны)
Но вот побед Италии хотя бы над сборными из ЧЕ действительно хотелось бы увидеть
Mike Philips • 16 часов назад
Оно им не надо и точка. Ничего не изменится пока им не предложат что-то действительно стоящее. Остается работать и всё. В том числе и до того самого 2019 года.
• Ответить•Поделиться ›
Аватар
Amateur_IK • 18 часов назад
Ну если Морариу не лень писать официальные прошения, то пусть будет официальный запрос. Но руководству 6Н глубоко наплевать и на этот запрос, и на Rugby Europe, и на Морариу, и на Сванидзе с Нижарадзе, и на Копьева-Лосаберидзе вместе с Еленой Артамоновой...
• Ответить•Поделиться ›
Аватар
Emil Eli • 18 часов назад
Отрадно, но маловероятно...
• Ответить•Поделиться ›
Аватар
Гогиг Emil Eli • 14 часов назад
Согласен. Однако, что если Германия выйдет на уровень хотя бы Руминии? Вот ей точно не смогут отказать и это станет предпосылкой реформированя кубка 6 наций.
0?'>http://rugger.info/news/12308':'>http://rugger.info/news/12308'))
------------------------------
romanista87 • 7 минут назад
И Грузия станет первой в истории спорта сборной тире франшизой

14:20 | 20.02.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ძლიერი მორაგბეები მოდიან რაც ძაან მახარებს. 2019 წლისათვის ახალგაზრდები საუკეთესო ფორმაში იქნებიან და შეიძლება ელიტის გუნდიც დავამარცხოთ, ამის იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. ძაან მაინტერესებს 2017 წლის U20 ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებიდან ვინც წინა ჩემპიონატი ითამაშა იმათგან ვინ შეძლებს თამაშს? ვიცი ლობჟანიძე და გორგაძე ასაკის გამო ვერ ითამაშებენ.

17:03 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)

stripslashes((strlen('https://forum.ge/?showtopic=34871720&view=findpost&p=49722712')>0?'https://forum.ge/?showtopic=34871720&view=findpost&p=49722712':'https://forum.ge/?showtopic=34871720&view=findpost&p=49722712'))

17:01 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)

stripslashes((strlen('http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5727&callerModID=17364&Title=%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%20%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20|%20%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94')>0?'http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5727&callerModID=17364&Title=%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%20%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20|%20%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94':'http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5727&callerModID=17364&Title=%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%20%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20|%20%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94'))

15:25 | 20.02.2017
buratino (480)

ერთი ვიცი რომ აფრასიძე ნაღდად ითამაშებს, ასევე ალბათ მატარაძე და კიდევ 3-4

18:14 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)

აფრასიძემ - უნდა ჩაანაცვლოს ლობჟანიძე
მატარაძემ - მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასეიშვილი, ვასილ კაკოვინი, ზურაბ ჟვანია - რომ ითამაშოს
კიდევ 3-4
... საინტერესოა

კოშაძემ - კაჭარავა? შესაძლებელია
ტაბიძე-მელიქიძემ - ჩილაჩავა, ფეიქრიშვილი - რა გითხრა
ცუცქირიძემ - თხილაიშვილი, სუთიაშვილი, კოლელიშვილი? რა გითხრა
ჯინჭველაშვილმა - ხმალაძე / მალაღურაძე? )))
ფრუიძე/სიჭინავა - მჭედლიძე? ერთერთი იმედია დაიკავებს ადგილს ფრთაზე (უფრო ასაკში შესული თოდუას [32 წ.] ნაცვლად)
ალხაზაშვილი - ბრეგვაძე/მამუკაშვილს?

5-6 მაინც მებევრა

20:50 | 20.02.2017
DataN24 (215)

2019 წლამდე ყველა გაქაჩავენ პრაქტიკულად ახლა ვინც გვაყვს და მერე გამოჩნდება შავი და თეთრი და ვის შეუძლია ღირსეული ჩანაცვლება მეკო ვიღამ უნდა ჩაანაცვლოს თორე იმედია მოდებაძე შეეცდება

11:57 | 20.02.2017
DataN24 (215)

ყველა რომ ცალცალკე შევაფასოთ პირველი ხაზი გვეყოლება ვარსკვლავური იმდენი მორაგბეა და ისეთი დონის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მეორე ხაზში მიქაუტაძე გვყავს ტოპ კლასის ნორმალური დონის ნემსაძე ასევე ჭეიშვილსაც აქ შანსი თუ დაიხვეწა უფრო ასევე გორგოძე რომელიც უკვე ასაკში შევა და სისწრაფეს რომ დაკარგავს მეორე ხაზში უფრო პროდუქტიული იქნება ალბათ თანაც მესამე ხაზში ლომიძე, კოლელიშვილი, გორგაძე, ბიწაძე, გიორგაძე, თხილაიშვილი, სუთიაშვილი, ცუცქირიძე დიდი არჩევანი გვექნება, 9 ნომერზე ორი უმაღლესი დონის მოთამაშის პერსპექტივა გვაქვს, 10 რეზიმ უნდა მოუმატოს პოტენციალი კი აქვს ასევე ხმალაძე, მალაღურაძე რომელიც 10 ზეც შეუძლია თამაში და 12 ზეც, 11,14 ნომრებზე სიჭინავა, თოდუა, აფციაური,მჭედლიძე, მიმინოშვილი, მესხი ახალგზდების დიდი იმედი მაქვს განსაკუთრებით მიმინოშვილის და სიჭინავას 20 წლამდელებში ორივე ბრჭყინვალე იყო, 12-13 ნომრებზე შარიქაძე მშვენიერია კაჭარავა, კოშაძე, გოგოლაძე რომელიც მონპელიეს ესპუარებშია და წელს 20 წლამდელებშიც უწევს თამაში როგორც მახსოვს, 15 ნომერზე მეკოს სანამ შეეძლება სიარული არ გაუშვებთ არსად სვანიძე პერსპექტიული ბიჭი იყო მაგრამ შემდგომ გაჩერდა და დიდი იმედი არ მაქვს უკვე ახლა მოდებაძის იმედი მაქვს იმედია 20 წლამდელებში გაიბრწყინებს წელს. მოკლედ 2019 წლისთვის პოზიტიურად ვარ განწყობილი და ჯგუფში თუ ცოტა გაგვიმართლა ამ შემადგენლობით რომელიმე ბობოლას(ებს) აუცილებლად გავაგორებთ

12:27 | 21.02.2017
zurageorgevich (45)

ჯინჭველაშვილი მართლაც ძაან ჭკვიანი ბიჭია... კოშაძის პირველ ლელოს სწორედ მისი გადაკიდებული პასით გავიდა, ცოტა ფიზიკურად არის სუსტი ბოჭვებში გაუჭირდება... 12 ზე თამაშობს არმიაში ბექა ურჯუკაშვილი ძაან მაგარი ბიჭია მისთვისაც შეიძლებოდა შანსის მიცემა 10 ნომერზე ეროვნულში თან ფეხსაც კარგად ხმარობს... მეკო უკვე ასაკშია და დამრტყმელი ფაქტიურად არ გვყავს (ნუ მალაღურას შეუძლია)

16:57 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)


იქნებ ნემსო ჯობდეს კოტეს

17:20 | 20.02.2017
DataN24 (215)

ნემსოც მაგარია და დიდი ძალაა მაგრამ კოტეს არამგონია ჯობდეს

18:18 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)

მე ასე ვიტყოდი ნემსო "სიბერეში" უფრო მაგარი გახდა, კოტე(ც) ძალაა, მარგამ ჯერ ის არაა რაც მასზე ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ ავანსი გაიცა
იმედია მოლოდინს გადაააჭარბებს

20:47 | 20.02.2017
DataN24 (215)

გეთანხმები რო ნესმომ სიბერეში მოუმატა თითონაც იძახდა რომ ადრე არ ცხოვრობდა მაინცდამაინც სპორტული გრაფიკით და ახლა მეტად პროფესიონალი გახდა კოტეს მომატების დიდი იმედი მაქვს ასე მგონია შეუძლია მომატება

11:50 | 20.02.2017
krasni (587)

ამათ რომ გიორგაძე, მელიქიძე, მიმინოშვილი, სიჭინავა, მოდებაძე, აფრასიძე და ლობჟანიძე დაემატებათ, აღარაფერს ვამბობ ძველ ლომებზე, ერთი კარგი შეკრება, ორი სპარინგი და გაუშვი მსოფლიოზე.

11:25 | 20.02.2017
maxo_65 (458)

გუდასაწყვეტია თხილაიშვილისთვის რომ არ გამოიძებნა საზღვარგარეთში კარგი გუნდი, ძალიან მომწონს ეს ბიჭი...ამიტომ, კიდევ უფრო რომ განვითარდეს საჭიროა ევროტურნირები ჩვენი გუნდებისთვის..ამის გადადება არაფრით არ შეიძლება..წელსვე უნდა მოხერხდეს ის რომ, ერთმა გუნდმა მაინც მიიღოს მონაწილეობა..

11:09 | 20.02.2017
tomuri (17)

კოშაძე გამოსარჩევია და ახალი სეტყვა მოიტანა, ჩვენ მორაგბეებს სისწრაფეები არ ყოფინდათ და მგონი გამოჩნდა და იმედია კიდსევ სხვა მოყვება

11:02 | 20.02.2017
maxo_65 (458)

ჯინჭველაშვილს ეტყობოდა მაინც ნერვიულობა, მაგრამ დამერწმუნეთ ძალიან მაგარი ბიჭია, ფეხით თამაშობს გადასარევად, თან ძალიან ჭკვიანი მორაგბეა, აფრასიძე ძალიან მომწონს, ისიც ჭკვიანი ბიჭი ჩანს და ლობძანიძეს ძალიან კარგ კონკურენციასაც გაუწევს, გორგაძე კიდევ მსოფლიო დონის მორაგბე გახდება...ვერ დაგეთანხმებით ლომიძეზე, თითქოს ზრდა შეაჩერა, ლომიძეს მონპელიემ გაუფორმა ხელშეკრულება და გაისად მის რიგებში ითამაშებს...აი ალხაზაშვილსთვის ცოტა ადრეა ეროვნული, მიუხედავად დიდი ნიჭისა, მე უფრო ჭყოიძე მომეწონა სტატიკაში..საერთოდ კარგია დიდი კონკურენცია რომ არის ნაკრებში, ამდენი ძალიან კარგი ახალგაზრდა მორაგბე რომ მოდის..დარწმუნებული ვარ 2019-სთვის გაცილებით ძლიერი გუნდი გვეყოლება..

22:12 | 20.02.2017
პანტელეიმონი (1218)

გეთანხმები ალხაზიშვილისა და ჭყოიძის შეფასებაში

11:13 | 20.02.2017
geogoli (367)

ლომიძე თითქოს უფრო ჯანის ხარჯზე გადის და როგორც კი ბურთს იღებს ეგრევე შეტევას იწყებს, ამ ხერხით გერმანიასთან რა თქმა უნდა წინსვლა ექნება, მაგრამ უფრო მაღალი დონის დამცველი თუ შეხვდება არ გაუშვებს. ბურთის ღლეტვასაც უკეთესს მოველი მისგან, არადა ასაკით პატარაც აღარ ეთქმის, დაღვინებული მორაგბეა უკვე. იმას არ ვამბობ რო ცუდია, მინდა საშუალო დონეზე არ გაჩერდეს

11:50 | 20.02.2017
meleksa (132)

მეორე ხაზში რო ითამაშოს მგონი უკეთესი იქნება.

11:20 | 20.02.2017
maxo_65 (458)

შეიძლება ამ კონკრეტულ მომენტში კარგ ფორმაშიც არ იყოს, მაგრამ პოტენციალი დიდი აქვს, ასაკითაც ახალგაზრდაა

10:23 | 20.02.2017
mindia (74)

გუშინდელ თამაშში მომეწონა რომ არ მოგვიკლავს თავი გვეთამაშა ჩვენი თამაში, შერკინებას ვგულისხმობ, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ფრთები და ვეცადეთ გვეთამაშა თანამედროვე რაგბი, რა თქმა უნდა იყო პრობლემები როგორც ყოველთვის, მაგრამ აშკარა პროგრესიც არის, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ ახალგაზრდები გვყავს.

გორგაძესგან მივეჩვიეთ უკვე და აი კოშაძე მართლაც აღმოჩენაა ჩემთვის. იმედია ეს არ იყო დროებითი მოვლენა და ასე და კიდე უკეთესად გააგრძელებს კარიერას, დიდ ათშიც რომ არაა ეგ მთლად შოკი იყო.

კვირიკაშვილი სამუდამოდ დარჩება ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით, მაგრამ ისიც სათქმელია რომ ამდენი თამაში იმაზეც მეტყველებს რომ ძალიან დაბალი კონკურენციაა მის პოზიციაზე რაც გამოსასწორებელია.

გული დამწყდა რომ აფრასიძეს არ მიეცა შანსი, ძალიან მომწონს მისი სტილი.

10:20 | 20.02.2017
geogoli (367)

სხვა შედეგს არც ველოდი, ჩვენ ახალგაზრდული ნაკრებითაც მოვუგებთ გერმანიის ამ ნაკრებს. ლომიძეზე ვერ დაგეთანხმებით, ჩემი აზრით ზრდა შეაჩერა, მისგან მე პირადად უფრო მეტს ველოდი. ოპტიმალური შემადგენლობის შემთხვევაში ალბათ ძირითადში ვერ მოხვდება. არ მომეწონა ჯინჭველაშვილი და თოდუა. თხილაიშვილი ცალკე აღნიშვნის ღირსია, მინიმუმ პრო დ2-ის დონის არის, სიმაღლე არ უწყობს ხელს თორემ ძალიან მაგარი ბიჭია, შეტავაც ეხერხება და დაცვაში ხომ ისედაც ვიცოდით რომ კარგია, აუტების აგდებაც შესაშური ოსტატობით მოახერხა.
ბექა გორგაძე 2019-ში ნაკრების ძირითადი 8 ნომერი იქნება და მალე ალბათ ტოპ 14-საც დააჭაშნიკებს. მას უბრალოდ შეუძლია გორგოძის დონემდე მივიდეს

16:52 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)

Steffon Armitage გსმენია?
Height 1.75 m

10:25 | 20.02.2017
mindia (74)

თოდუა კი ბატონო, მეც ძალიან არ მომეწონა. მაგრამ ჯინჭველაშვილი ეპიზოდურად კარგად გამოიყურებოდა.

10:52 | 20.02.2017
geogoli (367)

აუცილებლად მოსაძებნია ვინმე ფრთაზე, სულ 4 კაცი გვყავს - ფრუიძე, თოდუა, აფციაური და მჭედლიძე. აფციაური აშკარად ვერ ამართლებს ხოლმე და გვრჩება სულ 3 მოთამაშე.
იმედია აქაც შეიქმნება კონკურენცია, თორემ თანამედროვე რაგბი კარგი ფლანგელების გარეშე არ გამოდის

11:04 | 20.02.2017
maxo_65 (458)

ანზორ სიჭინავა იტყვის მალე თავის სიტყვას, ასევე ლადო მიმინოშვილი, ახლანდელი 20-წლამდელთა ნაკრების წევრი, ნიჭიერი ბიჭები არიან..

09:37 | 20.02.2017
tomuri (17)

არა მგოანი ეს მოგება მისლაოცი იყოს, ჩვენი რაგბნისტები კარგუი ბიჭები არიან მაგრამ ამ თამაშში გერამნიამ 10 ძირიტადის მორაგბე დაასვენა, და ჩვენთან ტამაშში ისნი ქუელსბ არ აგრიოვებენ და ამიტომ მოტივაცია არ ქონდათ გერმანელებს

10:26 | 20.02.2017
mindia (74)

მოტივაცია როგორ არ ჰქონდათ კაცო თავის წარმოჩენა და დამკვიდრებისთვის თუნდაც, უბრალოდ კლასი არ ეყოთ საერთოდ.

11:06 | 20.02.2017
tomuri (17)

კი მაგრამ, სათაფარიგოები რომ მაინც ძირითადებზე დაბალი დონის არისნ ეგ ყველამ ვიცი|თ, 10 მორაგბე დაასვენეს როგორც ვიცი, ესე იგი ეს ის ნაკრები არ იყო რუმინეტს რომ მოუგო

12:00 | 20.02.2017
DataN24 (215)

გერმანელთა მწვრთნელმაც აღნიშნა რა შემადგენლობაც არუნდა გვყოლოდა დიდად განსხვავებულ შედეგს ამ გუნდთან ვერ დავდებდითო

15:37 | 20.02.2017
tomuri (17)

რავი აბა, უბრალოდ მაინც უფრო საინტერესო იქნებოდა რა ანგარიშით დამთვარდებოდა რუმინეთის მომგები გერმანიის სასტაVტან თამაში

17:34 | 23.02.2017
BEERTRANCE (1073)

სტატისტიკურად უმნიშვნელო სხვაობა იქნებოდა ამ მატჩთან შედარებით.

16:50 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)

10?
ორი ბექი 7-კაცაში გაუშვა
ორი ფორვარდი დაემტვრა
+ 23 კაცში 2 კაცი შეცვალა

=6

02:52 | 20.02.2017
LA.paata (38)

ყოჩაღ ბიჭებო!! მგონი ყველანი სასიამოვნოთ გაოცებული ვართ ჩვენი ახალგაზდების თამაშით. ალბათ უკეთესი იქნება ახლაგაზდების გასავითარებლად ყველას ასეთი შემადგენლობით ვეთამაშოთ რუმინელების და ღრუსების ჩათვლით. დარწმუნებული ვარ ახლო მომავალში გაცილებით ძლიერი ნაკრები გვეყოლება!!! გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას და კარგ თამაშს.

00:36 | 20.02.2017
meleksa (132)

გილოცავთ! ყოჩაღ ბიჭებს! მშვენიერი ლელოები იყი, ერთიმეორეზე ლამაზები. კოშაძეს იმედია გამოუჩნდება კარგი ევროპული კლუბი. ლომიძემ სულ ასე რომ ითამაშოს როგორც დღეს, ტოპ14-ის გუნდებიც აიყვანდნენ მგონია. გორგაძე კარგი ბიჭია, ერთ-ერთი გამორჩეული იყო დღეს. პირველ ტაიმში თოდუა შეცდა 3ჯერ, დანარჩენი თითქმის იდეალურად იყო რამდენიმე ბურთის დავარდნას თუარ ჩავთვლით.

09:08 | 20.02.2017
DataN24 (215)

ლომიძეს უკვე შეთანხმებული ქონდა თუ არ ვცდებიონპელიესთან კონტრაქტი მომავალი სეზონისთვის

23:43 | 19.02.2017
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

23:31 | 19.02.2017
temuchin (431)

მადლობა ავტორს, როგორც ყოველთვის კარგი სტატიაა! კი ვაკოპირებ ჩემსავე ნააზრევს მაგრამ მინდა აქაც გამოვთქვა აზრი. საერთო ჯამში ბიჭებმა დაგლიჯეს. მგონია რომ წვრილმან შეცდომებს მალე გაასწორებენ. დღეს იყო ბევრი ბურთაობა, საკმაოდ კარგი შერკინება, კარგი დერეფანი, მიყოლა და რაქის დროული გაწმენდა, ინდივიდუალური ოსტატობა. ცოტა მოვიკოჭლეთ დასკვნით ფაზაში პასის მიღება გაცემისას რაც მგონია მალე გასწორდება. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც დაკიდებულ ბურთებზე თამაშია, მაგრამ ამ ბიჭებში ისეთი ცეცხლი დაინთო ამასაც უმალ დაბრდღვნიან. რაც მაფიქრებს ისაა, რომ ჯერ რაგბი ევროპისთვის ისედაც ხომ გადავიზარდეთ და ახლა კიდევ ჩვენთან თამაშში უმოტივაციობის გამო ლამის თავიანთი მეორე ნაკრებები დაგვიყენონ, აი ეს კი ნამდვილად არ წაგვადგება სასიკეთოდ!

16:48 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)

კარგი დერეფანი, მიყოლა და რაქის დროული გაწმენდა,

კარგი მიყოლის რა გითხრა

23:19 | 19.02.2017
Kala94 (151)

ახალგაზრდების მიერ დადგმული სპექტაკლი !

22:44 | 19.02.2017
shotai-olimpi (89)

მშვენიერი მატჩი გამოვიდა, გორგოძე მჯერა რაგბის მომავალი ვარსკვლავი გახდება უბრალოდ ბრწყინვალეა!! კოშაძეს მოუწევს მალე საფრანგეთში წასვლა ვატყობ ბრწყინვალედ ჩაჯდა ნაკრებში! ლომიძის თამაშია გამოსარჩევი, ადრე ცოტა სპორტული აგრესიის ნაკლებობა აჩნდა და დღეს საერთოდ დაგლიჯა, ბოჭვას ბოჭვასე აკეთებდა და მორიგი გიგანტი ხდება ნაკრებში. ნუ თხილაიშვილზე რა ვთქვა, ბრწყინვალე მორაგბეა, ერთი სიამოვნებაა მისი ყურება, ბრწყინვალედ ხედავს მოედანს და ჯანიც მოსდგამს, ასე რომ დღეს კიდევ უფრო მეტად ავივსე იმედი, რაც მთავარია როგორმე უნდა გამოიძებნოს თანხა საკლუბო რაგბის განვითარებისათვის და საერთაშორისო ასპარესზე გასვლა დავიწყოთ და ასეთი მატჩები ერთი ორად მოიმატებს!!

22:45 | 19.02.2017
shotai-olimpi (89)

გორგაძე უნდა დამეწერა

22:41 | 19.02.2017
ogafa (407)

აასე უნდა ვუგებდეთ გერმანიის ნაკრებს ყველაფერში

16:46 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)

კი :დასტურღიმილუკა:

22:25 | 19.02.2017
DataN24 (215)

მშვენიერი თამაში გამოგვივიდა და კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ ამ შემადგენლობას ყველა თამაშის მოგება შეუძლია ამ ტურნირზე, შაეშანდელ გერმანიის თამაშაშ რომ შევადაროთ ხაზის პროგრესი ლელოებში კარგად გამოჩნდა მაშინ ლელოების უმეტესობა მორკინალებმა დადეს დღეს კი დიდი უმრავლესობა, უკანახაზელებმა გორგაძეც პრაქტიკულად უკანახაზელივით გამოიყურებოდა ავღნიშნავთ სხვადასხვა ხარვეზებს და მე მთავარი პრობლემა მოუთმენლობა მგონია ფაზების გადაბმისას ყველას უნდა გაგლიჯოს მეტოქის ხაზი და თუარ გამოსდით შემდეგ ცოტა არიყოს იბნევიან ხანდახან ბუკამაც აღნიშნა კონტაქტის მერე რამე უპირატესობა თუ ვერ მოვიპოვეთ დამნაშავედ ვგრძნობთ თავსო, მშვენივრად ითამაშა პრაქტიკულად ყველამ კოშაძე ბევრად უკეთეს გუნდს იმსახურებს ვიდრე პირველი ლიგის გუნდია და ექნება შანსი ამ თამაშის მერე, ცენტრის პოზიციაზე მონპელიეს ესპუარებში თამაშობს თუარ ვცდები გოგოლაძე 10 ნომერზეც რეზის დიდი იმედი გვაქვს ასევე ხმალაძე და მალაღურაც გვყავს, 11,14,15 ველოდებით ახალგზდებს, აფრასიძეზე ზელანდიაში სტაჟირებაზე მიდის ლაპარაკი და გადასარევი იქნება თუ მოხერხდა ვასკაზე არანაკლები პოტენციალი აქვს თუ მეტიარა 2019 წლისთვის უკანახაზშიც ყველა პოზიციაზე გვეყოლება მინიმუმ 2 მაღალი დონის კანდიდატი მესამე ხაზი იქნება იმდენად ვარსკვავური რომ გორგოძეს მეორე ხაზში ვათამაშებდი მოკლედ პოზიტიურად ვარ განწყობილი სამომავლოდ

0.548072