ერთა თასი

19:06 | 18.02.2017 | ნანახია 5561 - ჯერ

საქართველო - გერმანია: წინასამატჩო პრესკონფერენცია

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოსა და გერმანიას შორის გასამართი მატჩის წინ გუნდები რუსთავს ეწვივნენ და ტრადიციული, კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

ვარჯიშებს შორის გერმანიის ნაკრების სამხრეთაფრიკელმა მთავარმა მწვრთნელმა კობუს პოტხიტერმა, "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

კობუს პოტხიტერი (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „გასულ კვირაში მოგებული თამაში უკვე წარსულია და ის გასულ კვირაში დარჩა. ახლა საქართველოსთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები და მხოლოდ მომავალ მეტოქეზე ვფიქრობთ. ჩვენთვის დიდი პატივია ისეთი დონის გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც საქართველოა.

რუმინეთთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 8 მოთამაშე შევცვალეთ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენციის და შეცვლების სიღრმეების გაზრდა. გარდა ამისა, გერმანიის 7-კაცა ნაკრები ჰონკონგის ტურნირისთვის ემზადება, გუნდი სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე გაემგზავრა და ბიჭების ნაწილი მათ დავუთმეთ. სამაგიეროდ, შანსი სხვებმა მიიღეს და საქრთველოზე უკეთეს მეტოქესთან მათ ვერსად გამოვცდიდით“.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ხვალინდელი მატჩის ანგარიშზე დღეს არ ვფიქრობთ. ჩვენთვის უფრო საინტერესო თამაშის ხარისხი და მისი მიმდინარეობაა. ყველას კარგად აქვს გათავისებული, რომ მატჩი საფინალო სასტვენამდე გრძელდება და პროცესი სწორედ ბოლო წუთამდე უნდა გაგრძელდეს.

ბელგიაში ნაჩვენები თამაშის ხარისხი სასურველისგან შორს იყო და ამაში უდიდესი წვლილი ამინდს მიუძღვის. თამაშის დროსაც თოვდა, მოედანი ტალახის დიდ გროვად იქცა და იქ ყველაფრის ჩვენება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

კვირას სულ სხვა თამაშს ველი. მეტოქე ძლიერი გუნდია. გერმანელებს ნოემბერში ძალიან კარგი, წარმატებული კამპანია ჰქონდათ ურუგვაისთან და ბრაზილიასთან, ერთი კვირის წინ კი, რუმინეთი დაამარცხეს“.

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „რუსთავში ჩატარებული ბოლო თამაში სამწუხარო შედეგით დასრულდა. პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გულშემატკივარს ვპირდები, რომ თითოეული ჩვენგანი ბოლო წუთამდე თავდადებით იბრძოლებს და 100 კი არა, 120%-ით დაიხარჯება. რამდენიმე მორაგბეს სანაკრებო დებიუტი ბელგიაში ჰქონდა, რამდენიმეს გერმანიასთან ექნება. თუ არ ხარ დებიუტანტი, ეს ამაღლებული გრძნობა არასდროს დაგეუფლება. ეს შეგრძნება ყველა მორაგბეს სიცოცხლის ბოლომდე გაყვება. დებიუტანტები ძალიან მაგარი, ძლიერი ბიჭები არიან და ეს ბელგიასთან მატჩმაც დაგვანახა. ვფიქრობ, ამ კუთხით პრობლემები არც გერმანიასთან გვექნება“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ფოტო


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:06 | 19.02.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ყველას გილოცავთ გამარჯვებას! კარგი თაობა მოდის. გფარავდეთ უფალი ყველას, ყვალა ქართველს და სრულიად საქართველოს!
Грузия поставила Германию на место
Главная сенсация стартового тура чемпионата Европы-2017 была смята регбистами «Борджгалоснеби» в заключительной встрече 2-го раунда.

Подопечные Милтона Хейга выглядели сильнее во всех компонентах. «Лелос» полностью контролировали ход матча и исправно нагнетали обстановку около зачётки соперника. В отличие от встречи с Румынией, в этот раз немецкие нападающие не показали ничего, вчистую проиграв дуэль.

Сборная Грузии восемь раз приземляла мяч в зачётном поле противника. Дублями отличились центр Гиорги Кошадзе, «восьмёрка» Бека Горгадзе и фланкер Гиорги Тхилаишвили. Мераб Квирикашвили, проводивший сотую игру в регбийке национальной команды, забил четыре реализации. Ещё одну конверсию точно испонли Малагурадзе.

Немцы несколько разы опасно атаковали, но до заноса дело не дошло. Гости довольствовались двумя забитыми штрафными.

«Лелос» без особых проблем разгромили сборную Германии полурезервным составом, не пропустив за две последние игры ни одной попытки.

Грузия (21) 50:6 (6) Германия
Попытки: Кошадзе (3, 29), Пруидзе (17), Тхилаишвили (47, 68), Горгадзе (56, 64), Шарикадзе (80) – нет;
Реализации: Квирикашвили (4, 18, 30, 69), Малагурадзе (80) – нет;
Штрафные: нет – Паркинсон (8, 28);
Жёлтые карточки: Матарадзе (71) – нет.
0?'>http://rugger.info/news/12306':'>http://rugger.info/news/12306'))

16:57 | 19.02.2017
miriani (151)

გილოცავთ ყველას ლამაზად მოგებას უპირველეს ყოვლისა.... და ორმაგად სასიხარულოა ჩVენი ახალგაზრდების ულამაზესი თამაში.... 19-ში მსოფლიოზე ნაკრები უნდა გვყავდეეეეს.... დედა მოუაააააააა....

16:01 | 19.02.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ესპანეთი - რუსეთი 18 - 25
0?'>http://rugger.info/news/page2/12293':'>http://rugger.info/news/page2/12293'))
0?'>http://rugger.info/news/page2/12298':'>http://rugger.info/news/page2/12298')) ვიდეო/მიმოხილვა
0?'>http://rugger.info/news/12301':'>http://rugger.info/news/12301')) ვიდეო/მთელი თამაში
---------------------------------------------------------
რუმინეთი - ესპანეთი 13 - 3
0?'>http://rugger.info/news/page2/12291':'>http://rugger.info/news/page2/12291'))
0?'>http://rugger.info/news/page2/12299':'>http://rugger.info/news/page2/12299')) ვიდეო/მიმოხილვა
----------------------------------------------------------
პორტუგალია - ესპანეთი 35 - 10
0?'>http://rugger.info/news/page2/12292':'>http://rugger.info/news/page2/12292'))
0?'>http://rugger.info/news/12303':'>http://rugger.info/news/12303')) ვიდეო/მთელი თამაში

15:38 | 19.02.2017
david meskhi (30)

სხვა თამასჰები როგორ დამთავრდა ხო არიცის ვინმემ. გუშინდელი თამაშები

15:54 | 19.02.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ესპანეთი - რუსეთი 18 - 25 ბოლო წუთებზე 18 - 18 იყო. ბოლოს გაიტანეს რუსებმა ლელო და თამაში 25 - 18 მოიგეს.
რუმინეთი - ესპანეთი 13 - 3
ორივე თამაში შეიძლებოდა ფრედ დამთვრებულიყო . თუმცა თამაშით რუმინეთი და რუსეთი ჯობდნენ მეტოქეებს - ესპანეთსა და ბელგიას.

09:43 | 19.02.2017
sokhumsky (36)

ლელო, ლელო, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!

წინ გამარჯვებებისაგან.

ნაკრების კვართით თამაში ყველასათვის დიდი პატივია, ასე რომ ასაკმა დიდი გავლენა არ უნდა მოახდინოს მოთამაშეებზე. პირიქით, დიდი მოტივაციაა რომ თავი კარგად წარმოაჩინონ.

21:06 | 18.02.2017
dinamo222 (692)

იციან ნემცებმა რო მაინც წააგებენ და ამიტომ დაასვენეს 8 მოთამაშე DD

19:40 | 18.02.2017
david meskhi (30)

მე ვფიქრობ (მიუხედავად სხვისი აზრია და მათ შორის ბატონი მელიტონის) რომ საქართველოს სიყვარული და პატრიოტიზმი მარტო დაბადების ადგილით არ იზომება. ჩემთვის მილტონ ჰეიგი საქართველოს პატრიოტი და ერთგული მოქალაქეა, მიუხედავად საპასპორტო მონაცემებისა. ნებისმიერ სარაგბო სტატიიდან და სარაგბო კულუარებიდან გამომდინარე ბატონი მილტონი ბევრ საქართველოს მოქალაქეზე მეტს აკეთებს და გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა მილტონ ჰეიგს.

16:59 | 19.02.2017
miriani (151)

ვინააა მილტონ ჰეიგი?..... მაი კაი ხანია ძამა მელიტონა ჰეიგიძედ გადავნათლეთ ჩვენ )))))))))))))

20:53 | 18.02.2017
პანტელეიმონი (1218)

100% -ით გეთანხმები მეგობარო.

19:25 | 18.02.2017
ogafa (407)

რათქმა უნდა წარმატებები

0.080878