შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდის კაპიტანისა და ძირითადი 9 ნომრის, გრეიგ ლეიდლოუს დაკარგვით დიდი დარტყმა მიიღო.
მან საფრანგეთთან 16:22 წაგებული მატჩის მსვლელობისას ტერფი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქმნა. კლუბში, „გლოსტერში“ ჩატარებულმა სკანირებამ ცხადყო, რომ ლეიდლოუს მყესები აქვს დაზიანებული და ექვსი ერის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე მოედანს ვერ დაუბრუნდება.
ამის შესახებ შოტლანდიის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია:
„დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ლეიდლოუ მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. მიმდინარე კვირის ბოლოს მას სპეციალისტი გასინჯავს, რათა მკურნალობის საუკეთესო კურსი განისაზღვროს“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია