სხვა

12:30 | 16.02.2017 | ნანახია 3960 - ჯერ

ორი რუსული კლუბი ჩელენჯ ქაფზე?

მაშინ, როდესაც საქართველოს უსახსრობის გამო მესამე დონის ევროტურნირში ერთი გუნდიც ვერ გაჰყავს, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ 2017/2018 წლების ჩელენჯ ქაფზე ერთბაშად ორმა რუსულმა კლუბმა ითამაშოს.

ევროტურნირების ორგანიზატორმა EPCR-მა ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის წყვილები დაამტკიცა. დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის „ენისეის“ მეტოქედ იტალიური „მოლიანო“, ხოლო ლაშა მალაღურაძის, ვალერი ცნობილაძისა და მიხეილ წიკლაურის „კრასნი იარს“ რუმინული „ტიმიშოარა-სარასენსი“ ერგო. პირველი თამაშები პირველ აპრილს გაიმართება და „ენისეი“ იტალიაში ითამაშებს, ხოლო „კრასნი იარი“ მასპინძელი იქნება. განმეორებითი შეხვედრები 22 აპრილსაა ჩანიშნული.

ზემოთნახსენები პლეი ოფების გამარჯვებულები 2017/2018 წლების ჩელენჯ ქაფის გათამაშებაში ჩაერთვებიან და დიდია შანსი იმისა, რომ წარმატებას ორივე გუნდმა მიაღწიოს. მესამე დონის ევროტურნირის ფინალი 13 მაისს ედინბურგში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია ეყოლება თუ არა რუსეთს მესამე გუნდი ევროთასებზე (თუ „ენისეი“ და „კრასნი იარი“ ჩელენჯ ქაფზე აღზევდნენ, შესარჩევ ტურნირში რუსული კლუბის ადგილი თავისუფალი იქნება).


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:02 | 18.02.2017
dinamo222 (692)

არაუშავს ჩვენი ხუთი მოთამაშე კარგ პრაქტიკას მიიღებს DD

19:43 | 17.02.2017
buratino (480)

ეს ყველაფერი ნაწილობრივ იმის ბრალია რომ ჭეშმარიტი ქომაგის ხმა დასუსტდა! ჯერ კიდევ ნიჟარაძის დროს შეხვედრაზე რამდენიმე ჭკვიანური აზრი გამოითქვა. მოგვიანებით, მე ვთქვი რომ რაგბის ფანების მეშვეობითაც იყო შესაძლებელი ევროთასებზე მონაწილეობის თანხის (გარკვეული ნაწილის მაინც) შეგროვება. მაშინ ბევრმა ამ საიტზე დამცინა და ჩემს იდეას "ზღაპრული" უწოდა.
ჰოდა ახლა, სანამ ჯერ დროა მოვუწოდებ რაგბის კავშირს და რაგბის გულანთებულ ქომაგებს: შევიკრიბოთ და ამ პრობლემის უსწრაფეს მოგვარებაზე ვიმსჯელოთ. მერწმუნეთ, შეიძლება რეალური გამოსავლის მოძებნა.

19:47 | 17.02.2017
buratino (480)

გოჩა სვანიძეს მივმართავ:
გაფასებთ მაგრამ თქვენი ფასი კაპიკი იქნება, ხალხის ხმას თუ არ მოუსმენთ! ჭეშმარიტი და სასარგებლო იდეები პირველ რიგში უბრალო ხალხისგან მოდის და არა იმ "გაზულუქებული" ბიზნესმენებისგან ვინც შემოკრებილი გყავთ! შეიწუხეთ თავი და გამონახეთ დრო რაგბის ქომაგებთან შესახვედრად. შედარებისთვის გეტყვით რომ ბ-ნი გია ნიჟარაძე გაცილებით უფრო გახსნილი იყო გულშემატკივართა მასების მიმართ

11:58 | 17.02.2017
zangura (109)

მართლა რო გავაკეთოთ რამე პეტიციასავით არ ჯობია? რაღაცა უნდა ვიღონოთ გულშემატკივრებმა. ესე არაფერი გამოვაა..

15:10 | 17.02.2017
პანტელეიმონი (1218)

ნამდვილად რაღაც გვაქვს მოსაფიქრებელი გულშემატკივარს.

09:34 | 17.02.2017
giorealist (26)

6-ერის ერთი არგუმენტი არის კიდე ის რომ "კლუბი არ გყავთ ევროპაზეო".

09:32 | 17.02.2017
giorealist (26)

ეს ფეხბურთის ჭე-კლასის კლუბები რომ დაბრძნდებიან ზამთარ-ზაფხულ თურქეთში, მაგ ფულით რო რაგბის კლუბი გავუშვათ არა?

23:40 | 16.02.2017
ირაკლი1986 (18)

მოთხოვნა გავაკეთოთ გულშემატკივრებმა და როგორც ნაკრები ერთი კლუბი დავაფინანსოთ და გვყავდეს ჩელენჯზე თორე მარტო ნაკრების წარმატება არაა საკმარისი კლუბიც უნდა შეეხმაროს.საკლუბო დონეზეც უნდა გავიდეთ.

22:44 | 16.02.2017
Kala94 (151)

ე ბიჭო რას აკეთებს ხეჩიკაშვილი გამოსტყუოს მტავრობას 1-2 მილიონი და დააწესოს ნორმალური საპრიზო ფონდი ჩემპიონატში.. 10-15 გამგებლის 1 წლის პრემიაა მეტი არაფერი..

22:19 | 16.02.2017
meleksa (132)

ეეჰ!

19:49 | 16.02.2017
პანტელეიმონი (1218)

დავიღალეთ უკვე ამ თემაზე ლაპარაკით, რა უსაშველო გვჭირს, რომ ერთი გუნდის გაყვანასაც რომ ვერ ვახერხებთ ევროტურნირზე.

16:46 | 16.02.2017
mindia (74)

სვანიძე თავის ერთერთ დანაპირებს არ ასრულებს, ძალიან ცუდი.

ასევე პრობლემურია ის ორმ შვიდკაცაში არ შეიმჩნევა წინსვლები.

16:38 | 16.02.2017
krasni (587)

ძალიან ვაგვიანებთ

23:54 | 16.02.2017
ogafa (407)

აბა რა

14:51 | 16.02.2017
zangura (109)

რაგბის კავშირი გააღვიძეეეთ ..

მართლა გულშემატკივრებმა ავაგროვოთ მემგონი ფული ჯობია. ამათ ყურებით არაფერი გამოვა როგორც სჩანს. სულ 300 ათასია მემგონი საჭირო.

დიდო ბიზნესმენებო ძგნერად გექცეთ ეგ ფულები.

14:19 | 16.02.2017
maxo_65 (458)

რა გახდა ბოლობოლო ასეთი უსაშველო ამ თანხების მოზიდვა, რომ ვერ ვეღირსეთ მონაწილეობას..

13:56 | 16.02.2017
ჯაშიაშვილი (6)

საქართველოს ჩემპიონატის მოგებისთვის უნდა იყოს ჰონორარი, რითაც გუნდი მოახერხებს ევროპაზე გასვლას. რაგბის განვითარების პროექტში რომ ჩაიდოს ეს თანხა კარგი იქნება.

13:50 | 16.02.2017
DataN24 (215)

იქნებ დაწეროთ რა თანხა სჭირდება ზუსტად ჩვენი 1 გუნდის მაინც, ევროთასებზე გაყვანას, იქნებ გულშემატკივრებმა ავაგოროთ რამე ტალღა და მაგალითი მივცეთ ჯიბეგასქელებულ ხალხსაც, ნამეტანი ოპტიმისტური გამონათქვამია მაგრამ მაინც ვცადოთ რამე.

0.087546