საფრანგეთი პრო დ2

15:12 | 15.02.2017 | ნანახია 2809 - ჯერ

ახალი 2-წლიანი კონტრაქტები თეთრაშვილსა და ყუფარაძეს

23 წლის გიორგი თეთრაშვილი დღესდღეობით საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იმყოფება და გერმანიასთან მატჩისთვის ემზადება. ამასობაში კი, ფრანგულ პრესაში მასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია გავრცელდა: ქართველმა ბურჯმა თავის ამჟამინდელ კლუბთან, საფრანგეთის პრო დ2-ში მოასპარეზე „აჟენთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საქმე ისაა, რომ გიორგის კლუბთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებდა და ცნობილი იყო, რომ ტოპ 14-ში აღზევებისთვის მებრძოლ „აჟენში“ დასარჩენად თავი უნდა გამოეჩინა. მორაგბე წუხდა კიდეც, რომ ისე არ ენდობიან, როგორც მას სურს.

ჰოდა, ბოლო მატჩებში თეთრაშვილს კლუბშიც ენდნენ, სოლიდური სათამაშო დრო გამოუყვეს, რაც მან ჩინებულად გამოიყენა, დამაჯერებლად ითამაშა და არათუ „აჟენთან“ ორწლიანი კონტრაქტი, არამედ „ბორჯღალოსნებში“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის გამოძახებაც დაიმსახურა, სადაც ბელგიასთან უკვე ითამაშა და თავი არც იქ შეურცხვენია. ასე რომ, გიორგი თეთრაშვილი 2019 წლის ზაფხულამდე „აჟენის“ ღირსებას დაიცავს. როგორც „აჟენის“ ოფოციალურ საიტი წერს, „ჩვენი კლუბის სასწავლო ცენტრში აღზრდილმა ბურჯმა, ვინც ახლახან საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს, „აჟენთან“ ერთობლივი თავგადასავლის 2 წლით გახანგრძლივება გაგადაწყვიტა“.

ასევე ორწლიანი კონტრაქტი ელიზბარ ყუფარაძესაც გაუფორმეს. 32 წლის ქართველ ბურჯს ზაფხულში ეწურებოდა „დაქსთან“ მოქმედი 2-წლიანი კონტრაქტი და კლუბმა ვეტერანთან ახალი, ასევე 2-წლიანი ხელშეკრულების დადება გადაწყვიტა. კონტრაქტი გუშინ გაფორმდა და ელიზბარი პრო დ2-ში დარჩენისთვის მებრძოლ „დაქსში“ 2019 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:17 | 15.02.2017
buratino (480)

წარმატებები გიორგის და ელიზბარს. ისე კი, რა გვყავს ასეთი ეს ჩვენი ბურჯები, ფრანგული კლუბებისგან რომ ამხელა მოთხოვნაა! ეჰ ნეტავ უკანახაზელებშიც იმრავლოს ასეთმა ტენდენციამ

16:29 | 15.02.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

1.518056