ძმები ვუნიპოლების და ენტონი უოთსონის აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ისინი ექვსი ერის მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ. ამის შესახებ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა Sky Sports-თან ისაუბრა:
„მარკო ძირითად ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა, მომავალ უქმეებზე „სარასენსის“ შემადგენლობაში ითამაშოს. თუ ეს მოხდა, მას იტალიასთან სათამაშოდ დავუძახებთ. ალბათობა იმისა, რომ 26 თებერვალს (იტალიასთან მატჩის დღე) უოტსონი მოედანზე გავიდეს, 95%-ია. ენტონის აღდგენითი პროცესი დასასრულს უახლოვდება და სულ მალე სათამაშოდ მზად იქნება. ბილის დაბრუნებას არ ვიჩქარებთ. შესაძლოა, მან ირლანდიის წინააღმდეგ (18 მარტი) ითამაშოს. კარგი იქნება, თუ დუბლინისთვის ასეთ გაძლიერებას მივიღებთ, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია“, - ამბობს ედი ჯონსი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხო, იტალიასთან იქნებ ითამაშონ, ისე ვერ მოუგებთ.