შაბათს, 17:00 საათზე თბილისში დაგეგმილი თბილისის “კავკასიელების” და იტალიური “როვიგოს” მატჩამდე ერთი დღით ადრე, კავკასიელების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდის სამატჩო რაზმი დაასახელა.
სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი აქვს აიელ გიორგი აფციაურს, ასევე აიელ გიორგი ფრუიძეს კი მარქაფაში ვიხილავთ. ხვალინდელ შეხვედრას 9 ნომერზე “ბორჯღალოსანი” გიორგი ბეგაძე დაიწყებს.
აღნიშნული მატჩის მნიშვნელობაზე ყველას კარგად მოეხსენება. მისი მოგების შემთხვევაში, რაგბის ისტორიაში პირველად, ქართული გუნდი ევროპულ საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს.
ბილეთების გაყიდვა დღეს დილის 11 საათიდან მესხის სტადიონის სალაროებიდან დაიწყო. ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს. თამაშის მოსაგებად ჩვენ ბიჭებს სავსე ტრიბუნების მხარდაჭერა დასჭირდებათ! სრულიად ქართული რაგბის ქომაგებს მოგიწოდებთ შეიძინოთ მატჩის ბილეთები და ერთი საათით ადრე გავავსოთ სტადიონი, რათა მინდორზე შესვლისას გუნდებს სავსე ტრიბუნები დავახვედროთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია