საფრანგეთი ტოპ-14

12:10 | 14.02.2017 | ნანახია 9210 - ჯერ

ბექა გიგაშვილის დიდი ნახტომი - ფედერალ 1-დან ტოპ 14-ში

ქართველმა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა, რომელიც რაგბს სულ რაღაც 5 წელია თამაშობს, ტოპ 14-ის „გრენობლთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მორაგბემ, რომელსაც სამ დღეში 25 წელი შეუსრულდება, რაგბის თამაში საკმაოდ გვიან, 20 წლის ასაკში დაიწყო. მან იმჟამად საქართველოს პირველი ლიგის გუნდში, ქუთაისის „ბაგრატში“ 6 თვე გაატარა და რუსეთში, მოსკოვის „სპარტაკში“ წავიდა, სადაც ერთი სრული სეზონი ჩაატარა და 17 მატჩში ერთი ლელო გაიტანა.

2014-2015 წლებში გიგაშვილი საქართველოში იყო - უმაღლესი ლიგის „ბათუმის“ შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა მალევე გეზი კვლავ უცხოეთისკენ აიღო და ამჯერად დასავლეთში, საფრანგეთში გაემგზავრა. მან ფედერალ 1-ის „შომბერისთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და პირველივე სეზონში გუნდის ლიდერად იქცა.

2015-2016 წლების სეზონში ბექამ „შომბერის“ მაისურით 25 თამაში ჩაატარა, 18 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 2 ლელო დადო. მიმდინარე სეზონში მან 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ყოველ ჯერზე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ამჯერადაც ორი ლელო მიითვალა. „შომბერიში“ მისი თანაგუნდელები ბექა ბიწაძე და ვაჟა კაპანაძე არიან.

გიგაშვილის დიდი პროგრესი და წარმატებული თამაში ფრანგულ ელიტურ კლუბებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და ახლახან მან 2-წლიანი კონტრაქტი ტოპ 14-ის „გრენობლთან“ გააფორმა. ქართველი ბურჯი ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება და იქ 2019 წლამდე დარჩება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:25 | 14.02.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

17:59 | 14.02.2017
Kala94 (151)

რა საინტერესოა 20 წლის ასაკში დაიწყო თამაში და 5 წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ლიგაში მოხვდე.. ამას ქვია შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და შენი საქმის სიყვარული.. აგერ მაგალითი სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელთათვის 17-18 წლის ასაკში გრანდებში რომ ხვდებიან და მერე რუსეთის და ყაზახეთის ჭ კლასის გუნდებით რომ ასრულებენ.. ბევრი წარმატებები შენ ბექა !

11:54 | 15.02.2017
meleksa (132)

ეგენი ტალანტები არიან

22:49 | 15.02.2017
Kala94 (151)

ჰოო ზუსტად

17:19 | 14.02.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

16:36 | 14.02.2017
dinamo222 (692)

ბურჯები და თავდამსხმელები ბევრი გვყავს (ზედმეტად ბევრიც) კარგი იქნებოდა მცველები და ფლანგის მოთამაშეებიც რომ გამოჩდნენ

15:49 | 14.02.2017
meleksa (132)

მშვენიერია

15:44 | 14.02.2017
krasni (587)

მივულოცოთ და წარმატებები ვუსურვოთ.

13:36 | 14.02.2017
tokageo (45)

stripslashes((strlen('http://www.theroar.com.au/2017/02/14/will-six-nations-ever-invite-georgia-old-boys-club/')>0?'http://www.theroar.com.au/2017/02/14/will-six-nations-ever-invite-georgia-old-boys-club/':'http://www.theroar.com.au/2017/02/14/will-six-nations-ever-invite-georgia-old-boys-club/'))

მაგარი სტატია და საინტერესო კომენტარები საქართველოზე, ამჯერად ავსტრალიური the roar ყველაზე მასშტაბური სპორტული ადგილობრივი გამოცემა წერს ჩვენზე

0.151484