ერთა თასი

15:34 | 10.02.2017 | ნანახია 5627 - ჯერ

საქართველოს ცენტურიონი ეყოლება

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატის დამდეგ სეზონში ქართულ რაგბს ღირსშესანიშნავი ეტაპი დაუდგა: სულ მალე "ბორჯღალოსნებს" 28-წლიან ისტორიაში პირველი ცენტურიონი - 100 კეპის მქონე მორაგბე ეყოლებათ.

"რაგბი ევროპის" პირველი თამაში თუ საღ-სალამათად ჩაამთავრა, 19 თებერვალს, საქართველო - გერმანიის მატჩზე, "ბორჯღალოსნების" ყველა დროის საუკეთესო მექულე, 15 ნომერი მერაბ კვირიკაშვილი ქართველთაგან პირველი მოიხვეჭს მე-100 სანაკრებო კეპს.

33 წლის მეკომ უკვე 98 ტესტში ირაგბა და გუნდს 766 ქულა მოუტანა. მისი დებიუტი 2003 წელს შედგა, მას აქეთ კი "ლელოს" (ახლა ეწოდება "ლელო-სარასენს") აღზრდილმა ოთხ მსოფლიო თასზე ითამაშა (2003, 2007, 2011, 2015).

ნაკრებში ნამსახურობით მეკოს ოდნავ ჩამორჩებიან შუამარბი დავით კაჭარავა და მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე, რომლებსაც ამჟამად 96 და 94 კეპი აქვთ.

„ძალიან მიხარია მეკოს ამბავი. ბოლო ხანს მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ისინი დაძლია. ქვეყნის პირველი ცენტურიონის წოდება განსაკუთრებულია, ამას მეკოს ვერავინ წაართმევს“, - თქვა მილთონ ჰეიგმა.

„წელიწად-ნახევრის წინ სამივეს ვესაუბრე, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ამ დიადი მიზნის მისაღწევად. აშკარაა, რომ ასაკი ემატებათ და ფორმის შესანარჩუნებლად უწინდელზე მეტი შრომა უწევთ. ჩვენც მეტად გვმართებს მათზე ზრუნვა, მაგრამ ფაქტია, რომ სამივემ ძალიან კარგ შედეგს მიაღწია“.

სხარტი 9 ნომრები

კვირიკაშვილი აგრძელებს ქართული რაგბის აღმასვლისათვის ბრძოლას და ორ წელიწადში იაპონიაში, კარიერის მეხუთე მსოფლიო თასზეც აპირებს თამაშს, ჰეიგი კი ამასობაში ახალგაზრდებზეც ზრუნავს და რამდენიმე ახალბედას “რაგბი ევროპის" ჩემპიონატის დამდეგ ორ სეზონში უპირებს გამოცდას.

ვინაიდან საქართველომ იაპონიის საგზური ჯერ კიდევ ინგლისში დაიბევა ჯგუფში მესამე ადგლის დაკავებით, ჰეიგს შესაძლებლობა აქვს, ნელ-ნელა იმუშაოს ისეთი გუნდის შესაქმნელად, რომელსაც 2019 წელს პლეი-ოფში გასვლა შეეძლება.

"ბორჯღალოსნებს" გამორჩეულად უმართლებთ 9 ნომრებში: ამ პოზიციაზე მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეს, ვასილ ლობჟანიძეს ალბათ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ჯერჯერობით უკეპო, 18 წლის გელა აფრასიძე. ჰეიგი ამ ბიჭს ისე აქებს, რომ მეტი აღარ შეიძლება.

“აფრასიძე ქართულ რეალობაში ყველაზე შემტევი ჰავბექია. იგი ისე არასტანდარტული პიროვნებაა, რომ ახალ ზელანდიაშიც კი ივარგებდა. ცოტა ხნის წინ ზე-რაგბის ზელანდიურ ფრანჩაიზებს - “ბლუზსა” და “ჰარიქეინზს” ვეწვიე საწვრთნელ პროცესზე დასაკვირვებლად და ორივეს ვესაუბრე გელას ზელანდიაში სტაჟირებაზე“, - გაგვიმხილა მილტონმა.

“გელას და ვასოს 10 ნომრად შეუძლიათ თამაში, მაგრამ, ჩემი აზრით, სჯობს ორივე ცხრაზე დავტოვოთ. დროთა განმავლობაში ეს ორი ბიჭი ერთმანეთს ფიცხელ კონკურენციას გაუწევს. საინტერესოა, ბოლოს რომელი აჯობებს. რაც მთავარია, ორივეს რაგბი სისხლში აქვს გამჯდარი“.

მიზანი - მსოფლიო თასი

აფრასიძე ერთერთია იმ 8 უკეპო მორაგბეში, ვისაც მილტონ ჰეიგი "რაგბი ევროპაზე" უპირებს გამოცდას. გელასთან ერთად ამ სიაში მოიაზრება კლერმონელი მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე, რომელმაც ნაკრებში "მსოფლიო რაგბის თბილისის თასზე" ითამაშა. "ოთიასა" და მის ტოლ, კიდევ რამდენიმე ჭაბუკს ეძლევათ შანსი, კიდევ ერთხელ გამოიჩინონ თავი საერთაშორისო ასპარეზზე.

“2016 წელს შემადგენლობაში ბევრი არაფერი შემიცვლია, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო შარშანწინ, ინგლისში მიღწეული შედეგის გამყარება“, - აგვიხსნა ჰეიგმა. - “წელს კი მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ სხვა მოთამაშეებს, სხვადასხვა პოზიციაზე რეზერვის უზრუნველყოფას. ჯერაც ხომ სამი წელი გვაქვს ნაკრების სამუშაო რეჟიმთან ახალბედების ადაპტაციისთვის.

“ჩვენი მთავარი მიზანია “რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მეათედაც (!) მოგება. პარალელურად თუ მოვახერხებთ და რეზერვსაც გავზრდით, კარგი იქნება. ახალბედა მორაგბეებს სწორედ ეს ვუთხარით: თუ ახლა გამოიჩენთ თავს, შეიძლება სამ წელიწადში მსოფლიო თასზე მოხვდეთ“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:37 | 11.02.2017
არჩილ სოხუმელი (484)

გერმანიამ რუმინეთი დაამარცხა... არ იქნებიან ხელწამოსაკრავი გუნდები გერმანია და ბელგია...
0?'>http://rugger.info/news/12130':'>http://rugger.info/news/12130'))
Первая сенсация чемпионата Европы
11 февраля состоялось противостояние первого раунда первенства Старого Света между сборными Германии и Румынии.

Германия (20) 41:38 (24) Румыния

18:03 | 11.02.2017
dinamo222 (692)

გერმანელებმა მუხები დაჩეხეს ! DDD

17:44 | 11.02.2017
dinamo222 (692)

ხალხოო იტალია ირლანდია რატო არ იწყება ვინმემ იციით ?17-25 ზე წერია დასაწყისი

15:26 | 11.02.2017
DataN24 (215)

საზმაუზე იქნებაო პირდაპირი

12:57 | 11.02.2017
test (124)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=DTg4OZu5YAM&t=451s')>0?'https://www.youtube.com/watch?v=DTg4OZu5YAM&t=451s':'https://www.youtube.com/watch?v=DTg4OZu5YAM&t=451s'))

19:07 | 10.02.2017
geogoli (367)

არადა ჰეიგი როცა მოვიდა მახსოვს 9 ნომერს ერთ-ერთ პრობლემატურ პოზიციად განვიხილავდით გულსემატკივრები და ვინმეს ნატურელიზაციასაც ვემხრობოდით...

18:26 | 10.02.2017
DataN24 (215)

აფრასიძე მართლაც ძალიან პერსპექტიული ბიჭია და მრავალფეროვანი არსენალი აქვს ჯერ კიდევ U18 მსოფლიოზე საოცრად თამაშობდა ფეხით ხაზის გაჭრაც შეუძლია ცუდია რომ გელაც და ვასკაც 9 ნომერზე თამაშობენ თუ ასე განაგრძეს განვითარება 2019 წლისთვის ორივე ტოპ კლასის მორაგბე იქნება და ალბათ რომელმე 10 ზე ითამაშებს თუ რეზიმ ვერ გამოანათა მანამდე

19:15 | 10.02.2017
dinamo222 (692)

რეზიც მაგარია U20 ზეც ძალიან მაგრა ითამაშა ინგლისელი კომენტატორებმაც მაგრა აქეს და ძალიან მაგარი ფულბეკი-ფულჰაივი იზრდებაო !

22:46 | 10.02.2017
DataN24 (215)

ტექნიკაც აქვს და ფეხიც თამაშიც მაგრამ ფიზიკურად არის ძალიან სუსტი იმედია მოიმატებს

17:43 | 11.02.2017
dinamo222 (692)

სუსტი კი არა ერთ მომენტში კანადელი მთასავით 4 ნომერი ისე შებოჭა და ამოატრიალა ჰაერში მაგარ ბურჯსაც შეშურდებოდა და ამაზე ცალკე გაგიჟდნენ ინგლისელი კომენტატორები სულ უნიკუმი უძახეს DD

18:12 | 10.02.2017
dinamo222 (692)

აფრასიძის რამოდენიმე თამაშს ვუყურე და მართლა ძალიან მაგარი 9 ნომერი იზრდება ! ასეთი ბიჭები 10-11-12-13-14-15 ნომრებშიც რომ გამოჩდნენ 2-3 წელიწადში მართლა ტოპ ნაკრები გვეყოლებოდა !!

0.08139