წლის პირველ მატჩამდე 48 საათით ადრე მილთონ ჰეიგმა დაასახელა 23-კაცა რაზმი, რომელიც 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" სტარტზე - შაბათს, 11 თებერვალს, საქართველოს დროით 18 საათზე, ბრიუსელში, "მომცრო ეიზელზე" ბელგიის "შავეშმაკებს" უნდა ეთამაშოს.
ქართველთა ზელანდიელი თავკაცი სეზონის საწყის ორ მატჩში ახალბედებს უპირებს გამოცდას. აქედან გამომდინარე, ნოემბრის ტესტებთან შედარებით გუნდი გადახალისდა. რაზმში მრავლად არიან ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოზრდილი და დაოსტატებული ბიჭები, მაგრამ ყველაფერში ზომიერების დაცვა რომაა საჭირო, ჰეიგი ზომიერად რისკავს - ოთხივე უკეპო თადარიგში უწერია
ჩვენი ძლიერი მხარე შერკინება რომაა, სიახლეთა უმეტესობაც ამ რგოლს შეეხო. რვა ფორვარდიდან მხოლოდ სამი ჩაითვლება გამოცდილად და მათგან ერთადერთი - გიორგინემსაძე - ვეტერანად. პირველი ხაზის ჯამური ნამსახურობა მხოლოდ 8 კეპია, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ საფრანგეთში გამოწრთობილი ქართველი ბიჭები მეტოქეს რამეს დაუთმობენ
ხაზში, შერკინებისგან განსახვავებით, შვიდიდან ხუთი რჩეული “ძველი გვარდიის” წევრია, კაპიტანი კია მათში ყველაზე უმცროსი, 24 წლის მერაბ ‘ბუკა’ შარიქაძე. მე-60 კეპს მიითვლის გარემარბი სანდრო თოდუა, ხოლო თუ ოთხივე უკეპო მოთამაშე ჩაება ბრძოლაში, ამით ბორჯღალოსანთა ამქრის წევრთა რაოდენობა 245 გახდება
შანსი ახალბედებისთვის
შაბათის რკენა ეროვნული ნაკრებისთვის 196-ეა. ბორჯღალოსანთა საერთო ბალანსია 118 მოგება - 70 წაგება * 7 ფრე (ქულათა სხვაობა +918, ლელოთა სხვაობა +168). საქართველო "რაგბი ევროპა | ერთა თასის" 9-გზის ჩემპიონია და ამ შეჯიბრში ქულათა 87.6 პროცენტი მოუგროვებია, ბელგიას კი აქამდე ორჯერ შევხვედრივართ და ორჯერვე მოგვიგია - ჯამში 52:13
ნაკრები ბრიუსელში ტულუზაში (საფრანგეთი) გამართული შეკრებიდან ჩავიდა. მილთონ ჰეიგი ტრადიციულად კმაყოფილი დარჩა მზადებით და გვითხრა:
"შეკრებამ წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა. ვივარჯიშეთ გეგმის თანახმად, შევათამაშეთ რგოლები. ბიჭებმა ბევრი იშრომეს; გუნდში მწვავე, მაგრამ ჯანსაღი კონკურენციაა. ეიზელზე რამდენიმე ახალგაზრდას გამოვცდით - ამ ბიჭებმა ეს დაიმსახურეს. ბელგიასთან თამაში მათთვის ჩინებული შანსი იქნება, რათა დაგვანახონ, რისი შნო აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ ახალბედები საუკეთესოდ წარმოაჩენენ უნარებს. ამით კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით მიზანთა მიზანს - 2019 წელს, იაპონიაში, მსოფლიო თასზე წაყვანის კანდიდატთა წრეს გავიფართოვებთ"
საქართველოს ბორჯღალოსნები
"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი 2017 * I რაუნდი - ბელგია
შაბ 11/02 * ბრიუსელი, მომცრო ეიზელი * 18.00 საქ
ყველა ბორჯღალოსანი და ტესტი 1989-2016
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 98 | 14ლ 132გ 141ჯ 3ა [766 ქ] 4სბ |
14 | გიორგი ფრუიძე | ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10] | 1994 | 11 | ლ |
13 | გიორგი კოშაძე | რუსთავის ხარები [საქ Iლ] | 1996 | 1 | : |
12 | მერაბ შარიქაძე^კაპ | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 47 | 8ლ [1 კაპ] |
11 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 59 | 7ლ 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 48 | 7ლ 4გ [43 ქ] |
9 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 51 | 2სბ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | გიორგი თეთრაშვილი | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 4 | : |
2 | ბადრი ალხაზაშვილი | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1995 | 2 | : |
3 | გიორგი მელიქიძე | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 2 | : |
4 | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ პრემ] | 1984 | 65 | 12ლ 4სბ |
5 | ნოდარ ჭეიშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1990 | 4 | : |
6 | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 25 | 5ლ სბ |
7 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 33 | 6ლ სბ |
8 | ბექა გორგაძე | მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2] | 1996 | 7 | ლ სბ |
მარქაფა [თადარიგი] | |||||
23 | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1989 | 25 | 4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ] |
22 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 73 | 4ლ 38გ 25ჯ 3ა [180 ქ] 2სბ |
21 | ვაჟა ხუციშვილი | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1993 | 22 | : |
16 | გიორგი ჭყოიძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1991 | 0 | : |
17 | თორნიკე მატარაძე | ლიონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 0 | : |
18 | სოსო ბეკოშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 0 | : |
19 | ოთარ გიორგაძე | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 2 | ლ |
20 | გიორგი ცუცქირიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 0 | : |
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გერმანიამ რუმინეთი დაამარცხა... არ იქნებიან ხელწამოსაკრავი გუნდები გერმანია და ბელგია...
მეკოს გარდა იგივე ითქმის დანარჩენ ბექებზე. ხმალაძე მაგალითად. ძალიან საინტერესო და დროული ექსპერიმენტია. კარგად იყენებენ სიტუაციას მწვრთნელები.
ხმალაძე რატოა ექსპერიმენტი ? )
მეკო შეუცვლელია ჩვენ პირობებში. მითუმეტეს როდესაც სრულიად გამოუცდელი წინა ხაზი უნდა დაიხვეწოს. უკანა ხაზი სწორედაც გამოცდილი დაღვინებული მოთამაშეებით გაწევს ლიდერობას, და თავის მხრივ ახალ გამოცდილებას მიიღებს, რომელიც მერე ახალ ბექებს გადაელოცება თავის დროზე. პირველად ვნახავთ მგონი, უკანა ხაზს ასეთ საპასუხისმგებლო ამპლუაში და მეკო საუკეთესოა ამ როლში.
15 ნომერზე არავის გამოცდა არ გვჭირდება ვითომ? თუ 38 წლის მეკო უნდა ვათამაშოთ ისევ იაპონიაში? მგონი ყიასაშვილი არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი, შანსს იმსახურებს მინიმუმ და თან გვჭირდება კიდეც ვინმე ამ პოზიციაზე.
ყიასაშვილს ქონდა ადრე შანსი და მაინც და მაინც კარგად ვერ გამოიყენა, ვეთანხმები ბურატინოს ყიასაშვილზე. აკადემიის მათიაშვილი ყავდა ეხლა თბილისში შეკრებაზე. და შეიელება შემდეგ ახალგაზრდულის მერე მოდებაძეს მისცეს შანსი თუ განაგრძო მომატება.
15 ნომერი მართლაც პრობლემურია და დროზე უნდა მიეხედოს ამ საკითხს. რაც შეეხება ყიასაშვილს, ამ ბიჭის თამაში ცოცხლად არაერთხელ ვნახე და ამ ეტაპზე ის მზად არაა ნაკრებისთვის (ფიზიკურად სუსტია და დატყმებსაც ბევრს აფუჭებს)
აბა ჩვენო ვაჟკაცებო, თქვენ იცით! სცენაზეა ახალი თაობა
აბა თქვენ იცით. ჩასაფრებულებს საბაბი არ მიცეთ და მშვიდად მოიგეთ.
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !
Прямая трансляция матча первого тура чемпионата Европы между сборными Бельгии и Грузии.
Начало 11 февраля в 16:00 по Киеву, 17:00 по Москве, 18:00 по Тбилиси.
0?'>http://rugger.info/news/12080':'>http://rugger.info/news/12080'))