ბორჯღალოსნები

17:58 | 9.02.2017 | ნანახია 4471 - ჯერ

6 ერი - საქართველო ისევ გარედან უნდა აკვირდებოდეს ტურნირს?

გასულ უქმეებზე 2017 წლის ექვსი ერი დაიწყო, ხოლო ამ შაბათ-კვირას “რაგბი ევროპის ჩემპიონატი” იწყება.

სანაკრებო თამაშების განახლებასთან ერთად, კვლავ აქტუალური გახდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირის ფორმატის ცვლილების საკითხი და თემას "ბიბისი" (BBC) სპეციალური სტატიით გამოეხმაურა. გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

ვუსთერი მორიგი მატჩისთვის ემზადება. გუნდის ინგლისელ, ახალ ზელანდიელ, სამხრეთ აფრიკელ და კუნძულელ მორაგბეთა შორის არის ჯაბა ბრეგვაძე, ქართველი მორაგბე - კვაჭი, რომელსაც 40 სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი, ხოლო საკლუბო დონეზე ვუსტერამდე ისეთ ცნობილ ევროპულ კლუბში თამაშობდა, როგორიც ტულაზაა. მაგრამ მისი სარაგბო ცხოვრება თბილისში დაიწყო და ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს რაგბი საქართველოსთვის.

“ქართველები ტრადიციულად ძლიერები და ღონიერები ვართ. სამწუხაროდ არა ერთი ომი გადაგვიტანია. რაგბიც ხომ ომივითაა - ვიღაცის წინააღმდეგ იბრძვი. შეიძლება შენი მეგობარი იყოს, მაგრამ 80 წუთის განმავლობაში ის შენი მეტოქეა” ამბობს ბრეგვაძე.

“მეტოქეს უნდა ავნო, მაგრამ არ უნდა დაჯარიმდე, ბოლოს და ბოლოს წესები ხომ არსებობს (იცინის). ალბათ შერკინება და მოლების აგორებაც იმიტომ გვიადვილდება, რომ ძლიერები ვართ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გულით, ძალიან დიდი გულით ვთამაშობთ, თუმცა ყველამ ბრწყინვალედ ვიცით, რომ მსოფლიოში საუკეთესო სარაგბო უნარებით არ გამოვირჩევით.”

ქართველები ამ ხასიათსა და ჯანს ალბათ ლელო ბურთს უნდა უმადლოდნენ - ქართულ-ხალხურ თამაშს, რომლის სახელწოდებიდანაც მოდის საქართველოს ნაკრების თიკუნი (ბორჯღალოსნებს ინგლისურად - The Lelos ეწოდებათ). ფაქტია, ქართულ რაგბს უნიკალური ისტორია აქვს.

თუმცა წარსული და ისტორია არაფერშუაშია, პრობლემა აქ მომავალშია. როგორ უნდა განავითარონ ქართველებმა ის უნარები, რომლებიც აკლიათ?

ფაქტია, საქართველო ერთა თასისთვის (ჩვენში ცნობილია, როგორც 6 ერი ‘ბ’) გადაიზარდა - ის გუნდმა ბოლოს ზედიზედ 6-ჯერ მოიგო. ბოლო მსოფლიო თასზე მათ ორი მატჩი მოიგეს და ახალ ზელანდიასთან შეუპოვრად ითამაშეს. წლევანდელი 6 ერის დაწყების წინ, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე იყო, ანუ იტალიაზე ერთი ადგილით ზემოთ.

6 ერიდან გავარდნა/ასვლის პერსპექტივის საკითხი ტურნირის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ფიიანმა გამორიცხა. ეს ქართველებმა კარგად იციან და 6 ერში თამაშის მტკიცე სურვილის მიუხედავად, სხვა იდეაც აქვთ:

"ბიბისი სპორტს" საქართველოს რაგბის კავშირის ოპერაციული მიმართულების ხელმძღვანელმა ბაჩო ხურციძემ განუცხადა, რომ კარგი იქნება თუ 6 ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს (რომელიც ბოლო პერიოდში მუდამ საქართველოა) შორის ‘ბონუს მატჩი’ მოეწყოს.

ქართველების შემოთავაზებით შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე უნდა გაიმართოს და ის არ იქნება გავარდნის პლეიოფი. მათი აზრით, ეს იქნება “მატჩი, რომელიც უზომოდ დიდ ინტერესს გამოიწვევს.”

ჩვენც ზუსტად ეს შევთავაზეთ ჯონ ფიიანს, რაზეც მან განაცხადა -

“დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ეს შესაძლებლობა უნდა შევაფასოთ ჩვენი ტურნირის მთლიანობის, ინტერესების გათვალისწინებით. არ ვართ ვალდებულნი მაინც და მაინც იმაზე ვიფიქროთ, რაც საქართველოსთვის იქნება კარგი.

“არ მინდა ცუდად გამიგოთ. მე ვზრუნავ იმაზე, რომ ექვსი ერის მონაწილე ქვეყნებმა ტურნირის პრესტიჟი დაიცვან, მსგავსი თამაშის გამართვამ კი, შესაძლოა ათასნაირი აზრი და მსჯელობა ააგოროს, რაც მეეჭვება პოზიტიური იყოს.”

იტალია 6 ერს 2000 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ტურნირზე ბოლო ადგილი 11-ჯერ დაიკავა, წელს კი ტურნირის პირველივე მატჩში რომში უელსმა დაამარცხა.

ერთეულ მატჩებში იტალიელებს ინგლისის გარდა 6 ერის ყველა მონაწილე გუნდისთვის უძლევიათ და ბატონი ფიიანის თვალსაზრისით, იტალიელთა სტატუსის მიმართ მხარდაჭერა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ გარკვეულ იმედგაცრუებასაც ჰქონდა ადგილი.

“განიცადა იტალიამ ისეთი პროგრესი, როგორსაც ვისურვებდით?! ალბათ არა” აცხადებს ფიიანი.

“მაგრამ რეალურად ეს ადვილი არაა. ამის მიზეზი ისიცაა, რომ სხვა გუნდებიც გაძლიერდნენ. ისე კი არ იყო, თითქოს სხვა გუნდები ადგილზე იდგნენ და იტალია ვერაფრით ვითარდებოდა. იტალია განვითარდა და პროგრესირებს.

“დაეწევიან სხვების პროგრესს? რა თქმა უნდა. ისინი სწორ გზას ადგანან და ამ საქმეში ახალი მწვრთნელი, ქონორ ოშეი დაეხმარებათ”

წელს საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ჯაბა ბრეგვაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში რაგბის მიმართ ინტერესმა საგრძნობლად იმატა.

მაგალითად მატჩებზე რუსეთის წინააღმდეგ, რომლებსაც სპორტულის გარდა უზარმაზარი პოლიტიკური და კულტურული დატვირთვა აქვს, თბილისში 50 ათასიანი სტადიონი ივსება, მაგრამ ბრეგვაძე იმასაც გვეუბნება, რომ ნაკრების ნებისმიერ თამაშზე ათობით ათასი ქომაგი დადის.

“უქმეებზე ხალხი ჩვენს თამაშებზე დადის და ყოველი გამარჯვებით უდიდეს პოზიტივს ვუქმნით ” ამბობს ბრეგვაძე.

“მნიშვნელობა არა აქვს ნაკრები 40, 20 თუ 5 ქულით მოიგებს. ქომაგები ამ დროს გუნდით ამაყობენ და ამიტომაც მიმაჩნია, რომ რაგბს მთელი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”

2016 წლის ნოემბერში საქართველოს შოტლანდიამ დიდი ანგარიშით სძლია ქილმარნოქში. მიუხედავად ამისა, ბრეგვაძეს მიაჩნია, რომ მსგავსი მატჩები ბევრად მეტი უნდა იყოს.

“კარგი იქნებოდა 6 ერში თამაშის შესაძლებლობა მოგვცემოდა, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია ჩვენზე უკეთეს გუნდებთან უფრო ხშირად ვითამაშოთ - თუ გაზრდა გინდა, შენზე ბევრად ძლიერ მეტოქეებს ხშირად უნდა ეთამაშო”

საქართველოს რაგბის კავშირის თქმით, თუ ექვს ერზე საქართველოს დაშვების საკითხის გადაწყვეტა გაურკვეველი ვადით გადაიდო, ისინი ეცდებიან ფრანშიზის ჩამოყალიბებას და სხვა ტურნირებში მონაწილეობას.

ჩამოქვეითების პერსპექტივა სიმძაფრეს მატებს ნებისმიერ ტურნირს; სწორედ დაქვეითების თავიდან აცილებას ცდილობს ასე გამეტებით ვუსტერი ავივა პრემიერშიპის მიმდინარე სეზონში.

ექვსმა ერმა ეს შესაძლებლობა გამორიცხა. გარკვეული დროით. მაგრამ თუ ბორჯღალოსნები გამარჯვებებს გააგრძელებენ, თუ მათ საშინაო მატჩებზე დასწრება ასეთივე ინტენსიური იქნება, თუ ინგლისური და ფრანგული კლუბები გააგრძელებენ ქართველი მორაგბეების მიწვევას, მაშინ ექვსმა ერმა ფორმატი რომც არ შეცვალოს, საქართველო კვლავინდებურად ამ მდგომარეობაში იქნება.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:17 | 10.02.2017
qomagi (248)

ბიუროკრატი ბრიტანელების დედაც... ვიდრე საქართველო ფინანსურად საინტერესო არ გახდება მათთვის, 6 ერში შესვლაზე ოცნებაც არ ღირს. ფინანსურად საინტერესო კი ჩვენი ღარიბი ქვეყანა კიდევ კარგა ხანი არ იქნება საინტერესო. ამიტომ, სჯობს სამხრეთელებს მივეძალოთ და იქნებ იქ შეგვიქმნან ფრანშიზა ან თუნდაც 10 წლის შემდეგ დაგვამატონ 4 ერს. ჩემი აზრით სამხრეთული ლაღი რაგბი უფრო ჯდება ჩვენს ხასიათში და იქ უფრო დიდი პროგრესი გვექნება.
მანძილის სიშორის გამო კი შეიძლება 4 ერის ერთ-ერთი ქვეყანა ავირჩიოთ და იქ გავმართოთ ყველა თამაში დასაწყისისთვის, აი როგორც კუნძულებზე შარშან ივნისში.

10:52 | 10.02.2017
buratino (480)

"არ ვართ ვალდებულნი მაინც და მაინც იმაზე ვიფიქროთ, რაც საქართველოსთვის იქნება კარგი".
.
ჯონ ფიენი ხარ თუ ჯონ ფინთი, შენი გამძღარი ევროპელი დედას სტენა მთელმა საქართველომ

10:09 | 10.02.2017
BEERTRANCE (1073)

კიდე კაი არგენტინა არ გავს ამათ და გვეთამაშება ხოლმე.

18:37 | 10.02.2017
ogafa (407)

აბა

21:02 | 09.02.2017
არჩილ სოხუმელი (484)

Прямая трансляция матча первого тура чемпионата Европы между сборными Бельгии и Грузии.
Начало 11 февраля в 16:00 по Киеву, 17:00 по Москве, 18:00 по Тбилиси.
0?'>http://rugger.info/news/12080':'>http://rugger.info/news/12080'))

19:40 | 09.02.2017
LA.paata (38)

“განიცადა იტალიამ ისეთი პროგრესი, როგორსაც ვისურვებდით?! ალბათ არა” აცხადებს ფიიანი........ არ ვართ ვალდებულნი მაინც და მაინც იმაზე ვიფიქროთ, რაც საქართველოსთვის იქნება კარგი. ვერ გავიგე იტალიის პროგრესზე თუ წუხილია და ფიქრი, რატომ ბორჯღალოსნების რა იქნება კარგი ის არ გაინტერესებს. თუ რაგბის უჯახია და რაგბის განვითარება გაინტერესებს შე Y..ლ.Eო.

18:14 | 10.02.2017
dinamo222 (692)

იტალიაზე კი არ წუხს ეგ ს ი რ ი ფულზე და მოგებაზე წუხს მაგას რაგბი და საერთოდ სპორტი სულ ჰკიდია

18:47 | 09.02.2017
dinamo222 (692)

შეეშვით რაა ამ 6 ერზე ოცნებას @ გაიგეთ რომ იქ არავინ მიგვიღებს ზელანდიაც რომ დავამარცხოოთ მაინც ! ევროკავშირის და ნატოს ზღაპრების არ იყოს !@@@

0.089398