ეროვნული ნაკრები

12:16 | 9.02.2017 | ნანახია 2755 - ჯერ

კანადა „ბორჯღალოსნებს“ კალგარიში უმასპინძლებს

კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოსა და რუმინეთთან საზაფხულო ტესტ-მატჩებს პროვინცია ალბერტაში გამართავს.

მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-18 პოზიციაზე მყოფი ჩრდილოამერიკელები „ბორჯღალოსნებს“ (#12) 10 ივნისს „კალგარი რაგბი პარკზე“ უმასპინძლებენ, ხოლო „მუხის ფოთლებს“ (#16) – 17 ივნისს ედმონტონის „ელერსლაი რაგბი პარკზე“.

კანადელები ამ ტესტებს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სამზადისად განიხილავენ: ივნისის ბოლოს გუნდს აშშ-ის ნაკრებთან (#16) ორმატჩიანი დაპირისპირება ელით და სწორედ ამ შეხვედრებში გაირკვევა, თუ რომელი ჩრდილოამერიკული ნაკრები პირდაპირ გავა 2019 მსოფლიო თასზე და რომელს მოუწევს ამ უფლების მოსაპოვებლად უფრო გრძელი და რთული გზის გავლა.

„ორივე მეტოქე ფიზიკურად ძალზე შთამბეჭდავია. სერიოზული ბრძოლა გარანტირებულია“, - თქვა კანადის ნაკრების მწვრთნელმა მარკ ენსკომბმა, - „ეს ტესტები ჩვენთვის შესანიშნავი გამოწვევა იქნება ამერიკელებთან ორმატჩიან დაპირისპირებამდე“.

„კალგარი რაგბი პარკი“ კანადელთათვის იღბლიანი არენაა: გასულ ზაფხულში აქ რუსეთს უმასპინძლეს და 46:21 დაამარცხეს. სტადიონის ტრიბუნებზე მაყურებელთა მცირე რაოდენობა ეტევა - 2400. ბილეთების გაყიდვა 15 თებერვალს დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086943