რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2017 წლის გათამაშების დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. ჩემპიონატის პირველ ტურში "ბორჯღალოსნები" ბელგიას ბრიუსელში 11 თებერვალს ეწვევიან.
გაფართოებულში ერთი ცვლილებით
დღეს "ბორჯღალოსნები" წლის პირველი შეკრების გასამართად ტულუზაში გაემგზავრნენ. ჰეიგმა 26 იანვარს დაასახელა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა (პირველი ორი მატჩისთვის), რომელშიც 31 მორაგბეს უხმო.
გამოძახებულთაგან ნახევარზე მეტი ქართულ კლუბებს წარმოადგენს. 16 მორაგბე დიდი 10-ის და ერთიც პირველი ლიგის გუნდიდანაა. რაზმში ერთი ცვლილებაა: "სტად ფრანსეს" ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ მიკროტრავმა მიიღო და მის ადგილს "აჟენის" ბურჯი გიორგი თეთრაშვილი დაიკავებს.
ფრანგულ შეკრებაზე "ბორჯღალოსნები" 9 თებერვლამდე დარჩებიან, რის შემდეგაც გეზს ბრიუსელისკენ აიღებენ და ბელგიას 11 თებერვალს, თბილისის დროით 18 საათზე შეერკინებიან.
"ბორჯღალოსნები" სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდებიან და გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე განაგრძობენ მზადებას. ეს თამაში 19 თებერვალს რუსთავში გაიმართება და 15 საათზე დაიწყება.
საქართველოს ბორჯღალოსნები
2017 წლის "რაგბი ევროპა" - ბელგია (11/02) და გერმანია (19/02)
ყველა ბორჯღალოსანი და ტესტი 1989-2016
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 98 | 14ლ 132გ 141ჯ 3ა [766 ქ] 4სბ |
15 | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1989 | 25 | 4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ] |
გ | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 59 | 7ლ 2სბ |
გ | გიორგი ფრუიძე | ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10] | 1994 | 11 | ლ |
გ | ანზორ სიჭინავა | აკადემია [საქ დ 10] | 1995 | 1 | სბ |
შ | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 96 | 20ლ [4 კაპ] 2სბ |
შ | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 47 | 8ლ [1 კაპ] |
შ | გიორგი კოშაძე | რუსთავის ხარები [საქ Iლ] | 1996 | 1 | : |
შ | ბადრი ლიპარტელიანი | არმაზი [საქ დ 10] | 1995 | 0 | : |
10 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 73 | 4ლ 38გ 25ჯ 3ა [180 ქ] 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 48 | 7ლ 4გ [43 ქ] |
10 | რევაზ ჯინჭველაშვილი | ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10] | 1995 | 2 | : |
9 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 51 | 2სბ |
9 | ვაჟა ხუციშვილი | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1993 | 22 | : |
9 | გელა აფრასიძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1998 | 0 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | გიორგი თეთრაშვილი | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 4 | : |
1 | თორნიკე მატარაძე | ლიონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 0 | : |
2 | ბადრი ალხაზაშვილი | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1995 | 2 | : |
2 | გიორგი ჭყოიძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1991 | 0 | : |
3 | გიორგი მელიქიძე | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 2 | : |
3 | სოსო ბეკოშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 0 | : |
3 | ლაშა ტაბიძე | ბორდო [სფრ ტოპ 14] | 1997 | 0 | : |
2ხ | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ პრემ] | 1984 | 65 | 12ლ 4სბ |
2ხ | ნოდარ ჭეიშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1990 | 4 | : |
3ხ | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 33 | 6ლ სბ |
3ხ | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 25 | 5ლ სბ |
3ხ | საბა შუბითიძე | აკადემია [საქ დ 10] | 1994 | 7 | : |
3ხ | ბექა გორგაძე | მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2] | 1996 | 7 | ლ სბ |
3ხ | ოთარ გიორგაძე | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 2 | ლ |
3ხ | გიორგი მჭედლიშვილი | გორის ჯიქი [საქ დ 10] | 1993 | 0 | : |
3ხ | გიორგი ცუცქირიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 0 | : |
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბელგიის მორაგბეების ნაწილი საფრანგეთის დივიზიონებში თამაშობს, თან პირველი თამაში ტრადიციულად გვიჭირს, მაგრამ 15-20ქულიან მოგებას მაინც ველი, ახალგაზრდები სხვა მოტივაციით გავლენ, მახსოვს 2014 წელს ბელგიასთან ძალიან გავიჭირდა, მამუკას რომ არ შეეფუცხუნებია ბიჭები, შეიძლება მთლად კარგად არ დამთავრებულიყო ის თამაში
ჟვანიაზე ძალიან დამწყდა გული, მომწონს ზურას თამაშის მანერა.
წარმატებები ნაკრებს და ჩვენს ახალგაზრდა ბიჭებს. და მაინც ასე ვიტყოდი: ფრთხილად! ნამეტნავად ბევრი ახალბედა გვყავს პირველი გუნდისთვის და ჰეიგმა ისე არ ჰქმნას რომ "გაიჩალიჩოს"... ვფიქრობ, აქ უკვე გუნდის შტაბმა უნდა იმუშაოს, რათა დებიუტანტმა მოთამაშეებმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახონ და ნაკრების სტილს მოერგონ. ამასთან, ჩემი აზრით, სასტარტო შემადგენლობაზედმეტად არ უნდა "გადავტვირთოთ" ახალგაზრდებით, არამედ მერე უნდა შემოვიყვანოთ. მოკლედ, ჩემზე უკეთ იცით რა უნდა ჰქნათ
მთლად შეუთამაშებელი არ იქნებიან რამდენიმე გამოცდილი მოთამაშის გარდა 21 წლამდე ნაკრებია ლამის რომლებიც წლებია ერთად თამაშობენ მთავარია ახალგაზრდები ფაიქოლოგიურად მზად იყვნენ და ერთიუხტი თუ დავიჭირეთ მერე 30-40 ქულა მინიმუმ
უკვე ძალიან უინტერესო გახდა ეს ტურნირი ჩვენთვის და მითუმეტეს ბელგიასთან თამაშზე რაღა უნდა ვთქვათ.
70%-ი არ არის ამ შემადგენლობიდან ჩვენი ძირითადი ნაკრების წევრი, მაგრამ ბელგიას 20-30 ქულით მაინც უნდა მოვუგოთ
ნამდვილად არ არის ისეთი მარტივი თამაში რო "20-30 ქულით მაინც" მოვიგოთ. ბორჯღალოსნების ეს ნაკრები შეუთამაშებელი გუნდია, გამოუცდელი, მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი. ამიტომ რთული გამოსაცონობი იქნება ამ თამაშის შედეგი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, პრემიალურიდან დაწყებული წაგებით დამთავრებული. მე ალბათ მაინც ესე 10 ქულით მოგებას ველი.
მთავარია ალმაცერობა არ დავიწყოთ. ამ შემადგენლობითაც მშვიდად უნდა მოვიგოთ.
6 ერის პირველ ტურზე სტატიის დადებას არ აპირებენ ნეტა? თუ რადგან 6 ერში არ გვიღებენ, ჩვენ აბაროტს ვუღებთ?
ნაკრებში გამოცდილი აღარავინ დაგვრჩა პირველ ხაზში, მაგრამ მჯერა თეთრაშვილიც კარგად წარმოაჩენს თავს. ნეტა რეპორტაჟი თუ იქნება ბელგიიდან?
იმედია ახალგზრდების გამოცდილებთან შერწყმით მელიტონა წელსაც მოგვაგებინებს რაგბი ევროპას.
ვინ უნდა შეგვიშალოს ხელი?
2-3 შემადგენლობითაც მოვუგებთ რუმინეთის გარდა ნებისმიერს