თბილისში "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე ჩელენჯ ქაფის 2014/15 წლების სეზონის შესარჩევი ეტაპის განმეორებითი მატჩი თბილისის "კავკასიელებსა" და იტალიურ "როვიგოს" შორის მიმდინარეობს. პირველი ტაიმის შემდეგ ქართველები 7:15 მარცხდებიან.
იტალიელებმა პირველ ნახევარში ორი ლელოს დადება მოახერხეს, ხოლო ქართველთაგან ლელოს ავტორი ბაჩანა გოგიშვილი გახლავთ, გარდასახვა კი ზუსტად ბექა წიკლაურმა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ "კავკასიელები" იტალიაში "როვიგოსთან" 18:22 დამარცხდნენ და ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად "მიხეილ მესხზე" მეტოქე ხუთქულიანი სხვაობით უნდა დაამარცხონ.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია