იტალიის ნაკრების ირლანდიელი მწვრთნელი კონორ ოში ამბობს, რომ მისი გუნდი წლეულს ექვსი ერიდან დაქვეითების უპირველესი კანდიდატის სტატუსს ჩამოიშორებს.
ბოლო წლებში ექვსი ერის ფორმატის ცვლილებაზე ბევრს საუბრობენ. ექსპერტულ წრეებში განიხილება როგორც ტურნირის 7, ან 8 ერამდე გაზრდის, ასევე 6-ერსა და ერთა თასს შორის ასვლა-ჩასვლის სისტემის დანერგვის შესაძლებლობა. ამ ყველაფრის საფუძველი „ბორჯღალოსნების“ სათამაშო დონის ამაღლებასთან ერთად, იტალიელთა უსუსური თამაშია - 2000 წლიდან დღემდე მათ 11-ჯერ დაისაკუთრეს ბოლოადგილოსნისთვის განკუთვნილი „ხის კოვზი“.
ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ბოლო წლებში იტალიელები ხშირად მარცხდებოდნენ დიდი სხვაობით და 2016 წლის ექვს ერზე უელსთან, რომელსაც 5 თებერვალს მასპინძლობენ, 14:67 შერცხვნენ. მაგრამ ამის შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელად ირლანდიელი ოში დაინიშნა და ნოემბერში იტალიამ ტესტ-მატჩში სამხრეთ აფრიკას სძლია.
„იტალიამ დაიმსახურა ექვს ერში თამაშის უფლება და ჩვენ ამას დავამტკიცებთ. თუ ოდესმე მართლაც დანერგავენ ასვლა-გავარდნის სისტემას, არავინ იცის, ვინ იქნება მაგ დროს ბოლო ადგილზე. ექვსი ერის ფორმატის შეცვლაზე საუბრებს ბოლო უნდა მოვუღოთ და თუ სისტემას მივყვებით, ამას მოვახერხებთ. ისე უნდა ვითამაშოთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრისას იტალიასთან მოხვედრის სურვილი არავის ჰქონდეს“, - ამბობს ოში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბა რა გინდათ რომ თქვას ? მოდით ქართველებო დაიკავეთ ჩვენი ადგილიო ? DD
და თუ წილისყრისას იტალია რეიტინგის მიხედვით არ იქნა თორმეტ გუნდში, ე.ი. მესამე კალათაში ვერ იქნება. მე მგონი შანსი შეიძლება გვექნეს მსოფლიოზე რომ შევხვდეთ და აი მაშინ "აბანოში გამოჩნდება არსენ შენი ვაჟკაცობა"
არაუშავს ნახევარფინალში შევხვდებით DD
მსოფლიოზე ჯგუფში მესამეზე გავიდა. 8-ეულში ვერ შევა. და მესამე კალათშI იქნება.
ლოგინის ქვეშ როა შემძვრალი ქმარი და ცოლი ცოცხით ხელში რო უძახის გამოდი მაქედანო და ქმარი რო იბრიქება. მე ვარ კაცი და მინდა გამოძვრები ლოგინიდან მინდა არაო, ისე არიან ეგენი DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
იქეთ რუმინელები ტრაბახობენ ისეთი მომავალი გვეზრდებაო აქეთ ესენი არადა რუმინეთის ახალგაზრდული საერთოდ პორტუგალიელ და ესპანელ თანატოლებს ვერ უგებს და გამანადგურებელი ანგარიშით მარცხდება ჩვენთან ასევე იტალიასაც რომელ ასაკობრივ ნაკრებსაც შევხვდით ყველგან მოუგეთ და ამიტომ U18 ტურნირი სადაც საქართველოა აქაო და არ არის ჩვენი საკადრისიო და გაიკრიფნენ 6 ერის ქვეყნები ვაი და საქართველო გვიგებსო, აუცილებლად უნდა გამოვნახოტ რამე ალტერნატივა 6 ერის ამ ეტაპზე რომ განვითარდეთ ისე რომ აქეთ შემოგვთავაზონ ტესტები შემდგომ, ოკეანეთი, იაპონია პრო 12 ამ ვარიენტებიდან რამე თუ გამოვიდა კარგი იქნება
შე ბიძია გეტყობა ტყემალზე ზიხარ და ბალს ჭამ! მაგ ბრტყელი სიტყვების სროლას, თუ ბიჭი ხარ, სჯობს დათანხმდე ჩვენთან ტესტის გამართვას (თუნდაც მანდ, იტალიაში) და მერე ვნახოთ ვინ რისი მაქნისია
ამგენმა სამხრეთ აფრიკა კი არა, ახ.ზელანდია რომ დაამარცხონ, ჩვენთან შეხვედრის შიში (2003-ის მერე) მოკლავთ. თავისი ნებით არ შეგვხვდებიან და ისევ წილისყრის იმედზე უნდა ვიყვეთ 2019-ისთვის.
ვერც მანდ შევხვდებით რადგან ალბათ მსოფლიოს წილისყრისთვის ორთავე ნაკრები 3-ე კალათაში იქნება
ეჰ ნეტა შეგხვდეთ 2019 წლის თასზე და მერე კი შეგიმცირებთ ამ ოპტიმიზმს
აბა რა
ვერ მოახერხებთ