სიახლეები

16:28 | 3.02.2017 | ნანახია 2156 - ჯერ

„20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებული იქნება“

იანვრის ბოლოს საქართველოს „მსოფლიო რაგბის“ დელეგაცია ეწვია, რომლის მიზანსაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩვენი ქვეყნის მზადების ინსპექტირება წარმოადგენდა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში „მსოფლიო რაგბის“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ის სტადიონები, სადაც თამაშები გაიმართება, ასევე მოინახულეს არსებული და მშენებარე სავარჯიშო მოედნები და გაეცნენ მზადების მიმდინარეობას. ვიზიტის ბოლოს სტუმრები საქართველოს სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს შეხვდნენ.

„საქართველოს რაგბის კაბვშირთან ერთად მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილ ზეიმად იქცეს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ხეჩიკაშვილმა.

„საქართველოს რაგბის კავშირი ბრწყინვალედ მუშაობს და რთულ სამუშაო პროცესს კარგად უმკლავდება. დარწმუნებული ვართ, რომ სამინისტროს თანადგომით საქართველოში წარმატებული ტურნირი ჩატარდება“, - ამბობს „მსოფლიო რაგბის“ წარმომადგენელი, ტურნირის დირექტორი საიმონ კიბლი.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მეორე რანგის ტურნირია მსოფლიო თასის შემდეგ და მას 2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობს, ისინი სამ ჯგუფში არიან განაწილებულebი. 31 მაისს, 4 ივნისსa და 8 ივნისს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება, 13 და 18 ივნისს კი, შესაბამისად, ნახევარფინალური და ფინალური ეტაპებია, რომელთაც თბილისი უმასპინძლებს.

მსგავსი დონისა და მასშტაბის ტურნირისთვის საქართველოს არასდროს უმასპინძლია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:16 | 04.02.2017
krasni (587)

ყველაფერს გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან, ეს იქნება ერთგვარი გამოცდა ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებლად კარგად უნდა გავართვათ თავი. ბიჭები კი უეჭველი გააუმჯობესებენ ინგლისურ შედეგს.

01:53 | 04.02.2017
პანტელეიმონი (1218)

ძალიან ბევრი გვაქვს მოსასწრები და როგორც ყოველთვის გვიან დავიწყეთ რეალური მუშაობა.

20:02 | 03.02.2017
buratino (480)

მეც მინდა იმედი გამოვთქვა რომ კარგი ორგანიზება იქნება, მაგარი ქომაგობა და ჩვენთვის სასურველი შედეგი

17:35 | 03.02.2017
BEERTRANCE (1073)

იმედია ნამდვილად ორგანიზაციული მხრივ ხარვეზები არ იქნება და საქართველოს შედეგებითაც გავიხარებთ.

0.081035