ბორჯღალოსნები

19:23 | 1.02.2017 | ნანახია 5361 - ჯერ

ახალი კვართი, ახალი ფერი

2017 წლის 1 თებერვლიდან "ბორჯღალოსნებს", "უმცროს ბორჯღალოსნებს", 7-კაცასა და 7-ქალას რაგბის სამყაროში ყველაზე გამორჩეული, სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი "ქენთებრი" (Canterbury) შემოსავს.

დღეს, ახალი კვართის პრეზენტაციის ღონისძიებაზე, ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს რაგბის კავშირსა და "ქენთებრის" შორის. ახალი კვართები "ორჯღალოსნებმა" მამუკა გორგოძემ და დავით კაჭარავამ წარმოადგინეს.

"ბორჯღალოსნების" ახალი კვართი "ქენთებრის" უახლესი ტექნოლოგიითაა დამზადებული. კვართზე გამოსახულია ქართული რაგბის სიმბოლო - ბორჯღალი, მწარმოებლისა და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორის, "თიბისი ბანკის" სამარკო ნიშნები. კვართის ზურგზე ტრადიციულად გამოსახულია ვაზი.

"ქენთებრის" სტრატეგიული პარტნიორების მენეჯერმა დომინიკ მაკართიმ განაცხადა: "ჩვენი ბრენდი ძველთაგანვე ოვალურ ბურთთანაა ასოცირებული. ამდენად, ჩვენთვის დიდი პატივია რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ძალასთან დამეგობრება. იმედია, უკეთესი აღჭურვილობა ქართული რაგბის წინსვლას შეუწყობს ხელს“.

ღვინო ჩვენი ფერია!

რაგბის სამყაროში, კონკრეტული გუნდის იდენტიფიცირებისას, კვართის ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, საქართველოს რაგბის კავშირმა და "ქენთებრიმ" ვიმუშავეთ იმაზე, რომ შეგვექმნა სხვა ქვეყნებისგან საქართველოს განმასხვავებელი ისეთი ფერი, რომელიც იქნებოდა ქვეყნის ტრადიციებთან ახლოს. შედეგად, შეიქმნა სრულიად განსხვავებული და ახალი - "ღვინის ფერი".

"საქართველოს რაგბის კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული რაგბის იდენტობის განმსაზღვრელ კომპონენტებს. ასეთ ელემენტებად უკვე დამკვიდრდა ბორჯღალი და ვაზის ლერწი. რაც შეეხება ფერებს, ჩვენი ნაკრები აქამდე ასპარეზობდა შინდისფერი, წითელი, შავი და თეთრი კვართებით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფერი ორგანულად იქნება აღქმული ქომაგების მიერ და მომავალში ღვინისფერი ასოცირებული გახდება ახალ წარმატებებთან", - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ მეორე, ალტერნატიულ ფორმად ბრუნდება თეთრი კვართი.

ახალი ფორმით "ბორჯღალოსნები" პირველად 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" სტარტზე, 11 თებერვალს, ბელგიაში ითამაშებენ.

ქართული რაგბის პირველი ოფიციალური ონლაინ-მაღაზია

დღევანდელ ღონისძიებაზე მოეწყო რაგბის კავშირის პირველი, ოფიციალური ონლაინ-მაღაზიის პრეზენტაციაც. გულშემატკივრები ახალი კვართების, საქომაგო და ყოველდღიური აქსესუარების შეძენას ნებისმიერ დროს, ონლაინ რეჟიმში შეძლებენ, ვებ-გვერდზე www.rugbystore.ge

ინტერნეტ-მაღაზია ჩვენი გენერალური სპონსორის, "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით შეიქმნა. ზემოთ აღნიშნული აქსესუარების გარდა, მაღაზიაში ქომაგები ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ ექსკლუზიურ, "სარაგბო" კოლექციასაც შეიძენენ, მათ შორის მაისურებს, მორაგბეთა ავტოგრაფებიან ბურთებს და სხვა.

"ძალიან ღირსშესანიშნავი დღეაა. დღეს გაიმართა "ბორჯღალოსნების" ახალი კვართის, ასევე რაგბის პირველი ონლაინ-მაღაზიის პრეზენტაცია.

რაგბის ონლაინ-მაღაზია რაგბის კავშირთან პარტნიორობით შეიქმნა და ის პირველი ონლაინ-მაღაზიაა, რომელიც მთლიანად რაგბს ეთმობა. აქ ყველასთვის მოიძებნება საინტერესო პროდუქცია, მათ შორის, ყველაზე პატარებისთვისაც. იქნება ექსკლუზიური კოლექციებიც, რომლებსაც სპეციალურად რაგბის ონლაინ-მაღაზიისთვის შექმნიან ქართველი დიზაინერები.

"თიბისი ბანკი" დაახლოებით ერთი წელია, რაც რაგბის კავშირთან თანამშრომლობს, და მოხარულები ვართ, რომ ეს პარტნიორობა ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება გახდა. რაგბი ჩვენი თამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრობის შედეგად, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ საზოგადოებას", - განაცხადა "თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა

რაგბის საგულშემატკივრო აქსესუარების შეძენა ონლაინ-მაღაზიაში დღეიდან უკვე შესაძლებელია.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:21 | 03.02.2017
jonathan (2)

რა კვართი ხალხო. ყველაფერში რელიგიას რატომ თხრით და ტენით ფეხით. მოვეშვათ ამ ბაბულიკურ "აუჰ ჩვენი თავდადებული ვაჟკაცების" ძახილს და ცივი გონებით და რკინისებრი დისციპლინით თამაში დავისახოთ მიზნად. სწორედ მაგის ხარჯზე გვიგებს იაპონია და არა იმის ძახილით რომ სამურაების შთამომავლები და ვაჟკაცები არიან. ჩვენზე ნაკლები ისტორია ნაღდად არ აქვთ. რამდენსაც ამ კვართებს, დიდგორებს და უფლის მადლებს ვჭყიპინებთ, მაგდენს მართლა რომ ვმუშაობდეთ, ზელანდიის დონის ნაკრები გვეყოლებოდა.

ღვინის ფერი ნამდვილად კარგად ჟღერს და სწორი მიმართულებაა. უბრალოდ ნუ გადავაქცევთ ამ ხალხს მესიის მახვილებად და წმინდანებად. ყველაზე მთავარი ბევრი შრომაა და თუ რამეს მიაღწიეს და კიდევ მიაღწევენ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პრინციპით იმოქმედეს და იმოქმედებენ. სხვა ყველაფერი განვითარების დამაბრკოლებელი გარემოებაა. რელიგია კიდევ პირადულია.

15:02 | 03.02.2017
BEERTRANCE (1073)

კვართი და რელიგია რა შუაშია?

იქნება იგიც თქვა ამ პურს და რელიგიას რატო ტენით ყველგანო.

14:42 | 03.02.2017
geogoli (367)

მე როგორც ვიცი "კვართი" ნიშნავს სამოსელს ანუ ტანსაცმელს და უბრალოდ დღეს თანამედროვე ქართულში აღარ ვიყენებთ. რაგბის კავშირი ცდილობს თანამედროვე სასაუბრო ენაში დააბრუნოს ძველი ქართული სიტყვები. სულ ესაა

10:32 | 03.02.2017
ukleba (77)

გიგა რუსეთზე ალბათ მე არ ვიქნები თბილისში და რომც ვიყო არ დავდივარ ხოლმე რუსეთთან თამაშები არ მიყვარს-მიზეზი მარტივია, რეგბის გულშემატკივრობის მეტი იქ ყველაფერია ამიტომ ამ თამაშს ლუდის კათხით მირჩევნია ხოლმე ვუყურო. მაღაზიას რაც შეეხება, მზიურის ტერიტორიაზე ახალი კორპუსი რომაა აი მანდ არის რაგბის კავშირის ლოგო და რა დაწესებულებაა ვერ გეტყვი, მე მგონი ეგ იქნება

11:09 | 03.02.2017
BEERTRANCE (1073)

ღრუსეთთან თამაშის მაყურებელზე გეთანხმები, მაგიტო მანდ თუ ვინმესთან ერთად ვარ (რაგბის ჭეშმარიტ ქომაგს) კი წავალ და მარტო ნამდვილად არა.

10:36 | 03.02.2017
BEERTRANCE (1073)

მინაწერი ჰქონდა ადრე რო მანდ უნდა გადმოვიდეს რაგბის კავშირი.

21:56 | 02.02.2017
maxo_65 (458)

შევჭამთ ყველას ჩვენი ღვინისფორმით...

21:53 | 02.02.2017
maxo_65 (458)

მეც მომწონს ახალი ფორმა, ღვინისფერი ჩვენია... შავი ფორმა არის ზელანდიელების, ჩვენია ღვინისფერი ფორმა..

15:11 | 02.02.2017
ანდროიდი (50)

ფერების აღქმა ადამიანის განწყობაზე უფრო მეტყველებს ვიდრე ფერზე თვითონ. მე მომწონს და ყოველთვის რაღაც ჩვენებურთან მაკავშირებს, შინდისფერი თუ ღვინისფერი. სადა და ვაჟკაცურია თითქოს. აი ბრინჯააოსფერი ლოგო-წვრილმანი კი არ უხდება ჩემის აზრით. ვაზი მაინც უნდა გამოერჩიათ სხვათუ არაფერი. ღმერთმა ხელი მოუმართოს მთელ რაგბის თემს და ამ წვრილმანს არ ვიდარდებ.

აი მაღაზიამ კი გატეხა. უცხოეთსი ვერ ვუკვეთავ, ასეთი მომსახურება არ აქვთ. არადა სუფთა მარკეტინგულად აუცილებელი იყო. ჯერ ერთი, რომ ევროპაში მეტი გვაქ შემოსავალი და აქ უფრო გაყიდი ძვირიან საქონელს, ამას თან ერთვის თამაშის და ნაკრების პოპულარიზაცია როგორც საკუთარ (უცხოეთში მყოფ თანამემამულეში) ისევე უცხოში. უზარმაზარ ლოგოს რო ადებ მაისურზე ბანკი, თავმოყვარეობაც შესაბამისი უნდა გქონდეს. ლოგო უზარმაზარი - გაწეული სამუშაო მინიმალური. ონლაინმაღაზია აღარ იციან როგორ კეთდება? "ძიშოვი ბანკი" ყოფილა ეგ ჩვენი ბანკი...

15:43 | 02.02.2017
BEERTRANCE (1073)

მაგაზე იმედი უნდა იქონიო რო ქენთბერი დაამატებს თავის ასორტიმენტში.

14:00 | 02.02.2017
BEERTRANCE (1073)

ფერზე შეჯერება მართლა ვერ მოხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მართლა რეფერენდუმი ჰო არ უნდა იყოს? არ მიყვარს მე წითელი და შინდისფერი, მარა გინდა თუ არა ჩემს ან ვინმეს კაპრიზზე ჰო არ უნდა იყოს წარამარა ფერის ცვლა.

ბრენდ ფერი უნდა დადგინდეს და დარჩეს თუნდაც ეგ შინდისფერი. მთავარია ძირითადი ელფერი დარჩეს უცვლელი და ასოცირდეს ჩვენთან.

13:50 | 02.02.2017
otia-83 (13)

მე ფერიც მომეწონა და ოქროსფერი გაფორმებაც, მაგრამ თეთრ ფორმაზე ოქროსფერი არ ჩანს და ვარჩევდი გაფორმება ღვინისფერში ყოფილიყო. კიდევ "დეკოლტე" არ მომწონს 2-3 სანტიმეტრით აწიონ მაღლა და უკვე კარგი იქნება.

მთავარია ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ რომელიმე ფერზე (მე ეს მომწონს და მინდა) და ვაქციოთ ის ჩვენს სავიზიტო ბარათად-ბრენდად, როგორც ყველა ნაკრებს აქვს. გვქონდეს ძირითადი ფერი უცვლელი და სათადარიგო ფორმის ფერი შევცვალოთ, არაა პრობლემა. კარგი იქნება თუ მწარმოებელ ფირმაზეც უფრო დიდი ხნით შევჩერდებით, თორემ ეს გაუთავებელი ცვლა არა არის ლამაზი.

ფასი მართლაც ძვირია ჩვენი რეალობისთვის, მაგრამ ყველა ორიგინალი სარაგბო მაისური 80-100$ ფარგლებში ღირს. უბრალოდ კარგი იქნება თუ იგივე დიზაინის საგულშემატკივრო მაისურებსაც დაბეჭდავენ, თუნდაც სხვა ნაჭრისგან და მისაღები ფასი ექნება, ქართველი საშუალო ფენის მომხმარებლისთვის ( 30-50 ლარი).

მე ის პოლოებიც ძალიან მომეწონა გორგოძეს და კაჭარავას, რომ ეცვათ პრეზენტაციაზე. იმედია მაგასაც დადებენ ონლაინ მაღაზიაში და ეგეც 350 ლარი არ ეღირება.

რაც შეეხება მაღაზიას, კარგია რომ გაკეთდა ონლაინ მაღაზია, მაგრამ აუცილებელია ჰქონდეთ ზომის განმარტებითი პარამეტრები: X -რა პარამეტრების ადამიანისთვისაა განსაზღვრული, მხრების სიგანე რამდენი აქვს, მკერდის გარ-შემოწერილობა, მკლავის სიგრძე, მაისურის სიგრძე ბოლოდან კისრამდე და ა.შ. ამის გარეშე ონლან მაღაზიაში ტანსაცმლის ყიდვა ყოველთვის სარისკოა. მითუმეტეს როცა ნივთი 250 ლარი ღირს.

13:56 | 02.02.2017
BEERTRANCE (1073)

ზომის პარამეტრები დევს რაიმე ნივთს რო აირჩევ ზომას გვერდზე წითელ ფინზე რო თეთრი i წერია, აი მაგას დააჭირე და გაგიშლის ზომების განმარტებას.

პოლოები მაისურებზე ბევრად ძვირი ღირს ხოლმე. მარა იმედია 200 ლარამდე არ ავა.

13:35 | 02.02.2017
BEERTRANCE (1073)

მთავრი მაინც არის ის 1-ელაც იქნას შეჯერება და არ მოხდეს წარამარა ცვლა. იმ შავ-წითელ მაიკაში 200 ლარი რო მივეცი2 წელიწადში ჩAმოვწერო? მითუმეტეს კარგ ფორმაშია ისევ.

შეიძლება მცირე დეტალები ცვალო მარა ფერი და ძირითადი ელფერი იყოს 1 და იგივე.

კვართს ვიყიდი 2019 წელს მსოფლიოს წინ. მით უმეტეს რომ ის შავწითელი კვართი სწორედ ტონგასთან თამაშზე გლოსტერში ჩავიცვი პირველად (საბრძოლო ნათლობა მოვუწყვე) და ლურჯ კვართს მაისში ახალგაზრდულ მსოფლიოზე ჩAვიცმევ პირველად. მაინც განსაკუთრებული რამეა ჩემთვის პირველად რო ვიცმევ რაიმე ახალ სპორტულ ფორმას

13:22 | 02.02.2017
Torres9 (48)

ვიპოვე თეთრიც,მოკლედ კმაყოფილი ვარ მაგრამ არ მომწონს:
1.ფასი რომელიც ძაააალიან ძვირია და მე ალბათ ვერ(არ)ასდროს არ გადავიხდი ფორმაში 250 ლარს რაც არ უნდა პატრიოტი ვიყო საკუთარი ქვეყნის))
2.ბანკის ლოგო რომელმაც დაარღვია ყველანაირი სიმეტრია და ლამის მთელი მაისური მოიცვა...

13:37 | 02.02.2017
BEERTRANCE (1073)

სავარაუდოდ იაფი რეფლიქები გამოვა მოგვიანებით. ლოგოზე გეთანხმები, ნამეტანია მაინც.

ვითიბიან ლოგოს შავწითელზე მაგიტო არ ვყიდულობდი, დავუცადე მსოფლიო თასისთვის გამოსულ ვერსიას ულოგოიანი რო ყოფილიყო.

13:16 | 02.02.2017
Torres9 (48)

მსოფლიოზე რო ვიყავით შავი ფერის ფორმებით აი ეგ რო არ დატოვეს ეგ მეწყინა ყველაზე მეტად,ძალიან მაგარი ფორმა იყო.მეორე ახალი ფორმა მაინტერესებს თეთრი ფერის და ვერ ვნახე ვერსად

12:05 | 02.02.2017
test (124)

კსტაწი, იმ შავ-წითელი ფორმის გამო ბევრი გვაღადავებდა ,, სარასენსის '' ფორმები აცვიათო. და მართლა რაღაც კლუბის ფორმას გავდა, მე პირადად მომწონდა ის ფორმა მაგრამ ახალი მირჩევნია უფრო გულითაა გაკეთებული და ის მომწონს რომ არც ერთი დეტალი ტყუილად არაა შეტანილი. ერთი რაც არ მომწონს საყელოა, მაგრამ არც წინა მაისურის საყელო არ მომწონდა გა საერთოდ რაგბის მაისურებზე ამ ბოლო დროს საყელოები გაქრა მემგონი))))))))

11:53 | 02.02.2017
ukleba (77)

ამ წამს შევიძინე მაისური. კაპიშონიანი. ფორმა საკმაოდ ძვირია და სამწუხაროდ ჯერ ჯერობით ვერ ვყიდულობ. რაც შეეხება ფორმის ფერს-ზოგადად ქართული საზოგადოება ძალიან რთულად ეგებება სიახლეებს, თუმცა მე მომწონს. მომწონს იმიტომაც, რო შავი ძალიან ნეგატიურია. კი შეიძლება ვიღაცას შავი ზოგადად ფერი მოსწონს (ეს კი საქართველოში ბევრს მოსწონს), მარა ეს მაინც ლამაზია. ორიგინალურია და იმედია ეს ფორმა ჩვენი გუნდის სავიზიტო ბარათი გახდება და დიდი ხნით აღარ შეიცვლება ფორმა, თორემ უკვე მართლა ზედმეტია ეს ხშირი ხშირი ფორმის ფერის ცვლა. მარკეტინგულად კი ბატონო შეიცვლება რაღაც დეტალები ფორმაზე და ეს აუცილებელიც არის მარა ფორმის მთლიანად ცვლა-უბრალოდ არ ვართ ჩვენ ჯერ მზად რომ ასე ხშირ ხშირად 250-ლარი ვიხადოთ ფორმაში-იმედია კავშირი ამას გაითვალისწინებს. და კიდევ ერთი-თუ იქნება შესაძლებელია მაღაზიაში რაიმე შიდა განვადების გაკეთება-(მაინც საქართველოა), ალბათ ხალხი უფრო მეტ მაისურს შეიძენს. ასე 250 ლარს ალბათ გადაიხდის მაქსიმუმ 100 კაცი მთელი ქვეყნის მასშტაბით

13:10 | 02.02.2017
BEERTRANCE (1073)

19 -ში არ ვიქნები სამწუხაროდ საქართველოში თან რამე წესიერი public wifi იმედი მაქვს რო ვნახო საერთოდ მაგ თამაში.

ღრუსეთთან თამაშზე წავიდეთ ერთად

13:09 | 02.02.2017
BEERTRANCE (1073)

მაღაზია სად აქვთ ვახო? მე მაინც ონლაინ ვერ ვიყიდი თუ ვერ მოვიზომე.

12:06 | 02.02.2017
xvistani (1)

გეთანხმები. იქნებ საიტზევე ანი მაღაზიის საიტზე თბს-რაიმე განვადება გააკეთოს და უფრო მარტივი იქნება შეძენა

11:33 | 02.02.2017
LA.paata (38)

მთავარია ბიჭებს მოეწონოთ და კომფორტულად იგრძნონ თავი, მე პირადად მომეწონა ლამაზი ფორმა!

11:18 | 02.02.2017
meleksa (132)

თუ არ იცოდით გეთქვათ და მე გაჩვენებდით როგორი ფერი აქვს ქართულ ღვინოს!

ფერზე მეტად საყელო არ მომწონს ამ ფორმის.

ყველაზე მეტად მაინც წითელი, თეთრი ჯვრებით დამშვენებული მაისური მომწონს.

10:59 | 02.02.2017
BEERTRANCE (1073)

პირველ რიგში მთავარია ნაკრებმა მოიგოს და ფერს მნიშვნელობა არ აქვს. ახლა მაგის ნამდვილად არ მჯერა რო ფერი წყვიტავს მოგება წაგებას.

ახლა სურათზე ეგ ფერი არ მხიბლავს, მარა ვნახოთ მართლა თამაშზე.

არ მომწონს უფრო სხვა რამ, რაღაც მგონი ხშირად ხდება ფორმების გამოცვლა. იმ შავწითელ ფორმაში 200 ლარი გადავიხადე სპეციალურად ფორმის იმ ვარიანტში მსოფლიოზე რო გვეცვა იმიტო რო ეგრე ვიფიქრე ლოგოები არ შეიცვალოს თქო. ის ფორმა კარგ დღეშია და ახლა ამაში ახლავე 250 ლარს ჯერ ვერ გადავიხდი დავუცდი მსოფლიო რო მოახლოვდება და იქ ჩAსაცმელი კვართის ასლს ვიყიდი.

ასევე მაშინ ლურჯი ფორმა რატო გვაქვს ახალგაზრდულისთვის? ცალკე ლურჯის ყიდვა და ცალკე ამის? ის ლურჯი ფორმა თან საჩუქრად მერგო (მადლობა ჩემი ცოლის ებრაელ უფროსს საჩუქრად მიიღო და აშკარად შენ გამოიყენებ ნაყოფიერადო )

ონლაინ მაღაზია ნამდვიალდ კარგია. სვიტრები და მაისურები მისაღებ ფასებშია. იმედია აქსესუარებს გაამრავალფეროვნებენ კიდე.

11:54 | 02.02.2017
ukleba (77)

რუსთავში ერთად ხო არ წავიდეთ გიგუშ

10:25 | 02.02.2017
zurageorgevich (45)

ახალ ფორმებზე აზრთა სხვადასხვაობაა... მე მაგრად მომეწონა შინდისფერიც და თეთრიც, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს აცვიათ Canterbury მაგალითად ინგლისი, Springboks, ირლანდია, იაპონია, შოტლანდია თანაც მათი ქვეყნის ეროვნულ ფერებშია ფორმები გადაწყვეტილი, ჩვენ შემთხვევაშიც დიზაინერმა დროშის ფერები გამოიყენა (შინდისფერი ჩვენ დროშაზე არააო ეგეთ სალდაცკი პრიჩინებს არ ვართ ) რა შუაში იყო შავი ფერი??? თუმცა ძაან ლამაზი იყო შავი under armour, მე კიდე ის ფაქტი არ მომწონდა ეროვნულ ფერებს (შინდისფერი და თეთრი რომელიც ადრე გვქონდა) შავი რო ვამჯობინეთ იმ მიზეზით, რომ ლამაზია და ზოგი იმასაც ახსენებდა ზელანდიასაც შავი აცვიაო და ჩვენცო... მე ვფიქრობ მოედანზე ბეეეეეეევრად უფრო ლამაზი გამოჩნდება თამაშის დროს, თუმცა არც ეს დროა შორს 11-ში ბელგიას ვეთამაშებით და შევხედოთ და ვნახოთ კრიტიკოსებმაც კარგად დააკვირდით იქნებ აზრი შეგეცვალოთ და ეგეც გაგვაგებინეთ თუ შეგეცვალათ აზრი... მოკლედ ძააააან მაგარი ფორმააა... ძააან მაგარია რომ დაბრუნდა თეთრი და შინდისფერი... ახალი ფორმა ახალი ფერი და იმედია თამაშის ახალ სტილსაც შემოგვთავაზებენ... წამატებები კაია ცვლილებები

15:34 | 02.02.2017
dinamo222 (692)

კი მაგრამ როდის იყო ის სიმახინჯე ის შინდისფერი-თეთრი დროშა საქართველოსთვის ეროვნული ან ისტორიული ? ეგ დროშა სოციალ დემოკრატების (ლენინის ნასხლეტი მენშევიკების) დროშა იყო და ვინ იყვნენ ის სოციალ დემოკრატები ყველამ კარგად იცის --მოღალატეები და არაფრის მაქნისები ლამის მთელი საქართველო რომ გადაულოცეს თურქებს სომხებს და სხვა მეზობლებს !ზელანდიაზე მე იმიტომ კი არ ვთქვი რადგან მათ აცვიათ ჩვენც მივბაძოთ მეთქი უბრალოდ ჩვენი მუდმივი ფორმა იქნებოდა შავ-წითელი იმიტომ რომ მარტო ზელანდიელების ფორმა გავდა ჩვენსას და წამდაუწუმ არ მოგვიწევდა შეცვლა

10:02 | 03.02.2017
zurageorgevich (45)

ზელანდიაზე შენ რა თქვი მე მაგაზე ყურადღება არ გამიმახვილებია, ზოგადად მუსირებს ის მოსაზრება, რომ ზელანდიასავით ჩვენც შავი ფერი გვქონდესო (თითქოს სარაგბო სამყაროში ჩვენ და ზელანდია ვდომინირებდეთ) და კიდევ, ჩვენ ფორმას კიარ გავდა ზელანდიის ფორმა, ჩვენი ფორმა გავდა ზელანდიისას და მიზეზი, რომ შავი მარტო ზელანდიას აცვია და ჩვენ და არ მოგვიწევდა ფორმის ხშირი ცვლა, ჩემითვის მიუღებელია ეგ მოსაზრება და მართალი გითხრა ფორმის ცვლა მაინც მოგვიწევდა. წითელი ფორმით ბევრჯერ გვითამაშია არაშავ ფორმიანებთან... ერთადერთი ისაა, რომ შავი ანდერ არმური მართლაც ლამაზი ფორმაა და ზემოთაც ის ავღნიშნე, რომ ეროვნულ ფერებს (ჩვენი დროშის ფერებს) შავი რომ ვამჯობინეთ მხოლოდ იმიტომ რომ ლამაზია... მართალი გითხრა არანაკლებ ლამაზი შინდისფერი და მემგონი კიდე უფრო უკეთესი თეთრი და ეროვნული ფერები მირჩევნია ლამაზ შავს... ყველა სპორტში მათ შორის რაგბშიც ფორმები აცვიათ ნაციონალურ ფერებზე დაყრდნობით. სოციალ დემოკრატებს ლენინებს მოღალატეებს და ასე შემდეგ რაც შეეხება ეს ფორმატი არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ გიპასუხო და არც სურვილი მაქ მაინცდამაინც... მთავარია მოვიგოთ და განვვითარდეთ და ხელით თამაში ვისწავლოთ და ასე შემდეგ... არა მეგობარო?

10:08 | 03.02.2017
zurageorgevich (45)

აზრის გამოხატვის უფლება ყველა გვაქვს ოღნდ ეს ავტომატურად აპრიორში იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი აზრი უდრის სიმართლეს

10:14 | 02.02.2017
geogoli (367)

პირდაპირ ვიტყვი რო ჩვენი ახალი ფორმა არ მომწონს, გინდ ღვინისფერი ეძახე და გინდ შინდისფერი, რაღაცნაირი უშნო ფერია - არახალისიანი და მოჟამული. კარგია ინტერნეტ მაღაზია, ფორმის ფასი კი ძვირია, მაგრამ სხვა ატრიბუტიკა ხელმისაწვდომ ფასებშია.
მთვარაია ნაკრებმა წარმატებულად განაგრძოს წინსვლა და ფორმას შევგუებით.
მე მაინც ახალგაზრდულს რაც ეცვა მსოფლიოზე ის უფრო მომწონდა.

03:55 | 02.02.2017
dinamo222 (692)

რაღაცა ამ ბოლო დროს ძალიან უბერავენ ჩვენი სპორტის ფუნქციონერები @ ჯერ იყო და ჩვენი ოლიმპიელები მონღოლურ-თურქმენულ ფორმებში გამოაწყვეს ახლა ეს რაღაცა ღვინისფერი მოიგონეს @ ამ სისულელეებს ჯობია უფრო მეტი ყურადღება მოედნებს და ბაზებს მიაქციონ @ (მარტო რაგბს არ ეხება)

03:43 | 02.02.2017
dinamo222 (692)

ეს რაღაა რა დროს ღვინო და საცივია ? მე შავ-წითელი ფორმა უფრო მომწონდა დიზაინიც უკეთესი იყო და თანაც შავი ფორმა ზელანდიელების გარდა არავის არ აცვია და პრაქტიკულად არცერთ თამაშზე არ მოგვიწევდა შეცვლა იმ ტრადიციული ფორმის თუ შევცვლიდით ისიც 4 წელიწადში ერთხელ ზელანდია თუ დაგვეჯახებოდა ან ჯგუდში ან ღმერთმა ქნას პლეი ოფში !მეეჭვება რომ ზელანდიელებმა სპარინგებით თავი გაგვიყადრონ (ყოველ შემთხვევაში უახლოესი 10 წელი მაინც) და მერე ისევ ღმერთის იმედად იქნება ისე წავიწიოთ წინ რომ იმათმაც იკადრონ ჩვენთან სპარინგები !

22:48 | 01.02.2017
test (124)

მშვენიერი უნიფორმაა, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, რაგბი ღირებუკებებისა და ტრადიციებისაგან შედგება, მთავარი კი ისაა, რომ არც ერთი დეტალი უნიფორმაში(კვართში) ტყუილად არაა შეტანილი. და ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ქართულ ტერმინოლოგიებ აქტიურად ამკვიდრებენ და ამ
ყველაფერს ჯანსაღი ფორმით ახერხებენ.

22:15 | 01.02.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ძალიან მაინტერესებს რუსებთან და რუმინელებთან რა შემადგენლობით ითამაშებს ჩვენი ნაკრები. რუმინელები აპირებენ უძლიერესი შემადგენლობით თამაშს მთელ გათამაშებაში, ალბათ რევანშიც წყურიათ. ძაან ძნელი თამაში გველის რუმინეთში.
Румыния сыграет на чемпионате Европы сильнейшим составом
0?'>http://rugger.info/european-championship/news/11668':'>http://rugger.info/european-championship/news/11668'))

03:47 | 02.02.2017
dinamo222 (692)

რუსეთთან არ ვიცი და რუმინეთთან აუცილებლად ძირითადი გუნდით გავალთ და საერთოდ რადგან შესარჩევის გარეშე მოვხვდით მომავალ მსოფლიოზე ერთა თასის დაკიდება მაინც არ შეიძლება შემთხვევით ერთი თამაშიც რომ წავაგოთ ჩვენზე ბევრად უკან მყოფ გუნდებთან ბოლო წლებში წვალებით დაგროვილი მთელი რეიტინგი წყალში ჩაგვეყრება !

20:05 | 01.02.2017
valeri8848 (31)

კვართი არა იხვის ტოლმა. კვართები და ღვინოები ვერაFერს უშველით თუ ბურთის სწრაფად და სწორად გადატანა არ ისწავლეს ფლანგებზე, ხელით თამაშში საერთოდ აზრზე არ არიან ისევ ძველებურად ჯაჯგურით და თავპირის მტვრევით უნდათ ფონ გასვლა

21:59 | 01.02.2017
federer (17) (469)

ეგ ყველაფერი თავისით არ მოდის მეგობარო და საჭიროა დიდ გუნდებთან სპარინგი და ხელით თამაშსაც უფრო მეტად ვისწავლით

19:52 | 01.02.2017
federer (17) (469)

არ მომწონს ეს ფორმაა, აშკარად დძველი უფრო კარგი იყოო

03:49 | 02.02.2017
dinamo222 (692)

არც მეარ მომწონს ძველი ნამდვილად ჯობდა ბოლო მსოფლიოზე ძალიან კარგი ფორმა ეცვათ ჩვენებს

19:52 | 01.02.2017
federer (17) (469)

მაგრამ შედეგი იყოს და ფორმას ვინ დარდობს

0.097573