ერთა თასი

15:10 | 26.01.2017 | ნანახია 5400 - ჯერ

რაგბი ევროპის ჩემპიონატი: საფუძვლიანად განახლებული

"ბორჯღალოსნები" 2017 წლის "რაგბი ევროპის" ჩემპიონატს საფუძვლიანად განახლებული რაზმით იწყებენ - 11 თებერვალს საქართველოს ნაკრები ბელგიას ეწვევა, ხოლო 19 თებერვალს 15 საათზე, რუსთავის სტადიონზე წლის პირველ საშინაო მატჩში გერმანიას მივიღებთ.

საქართველომ იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა 2015 წელსვე, ბრიტანეთში, უკეთეს 12 გუნდში მოხვედრით დაიბევა.

წელს და გაისად "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ყველა სხვა მონაწილე იაპონიის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, მაგრამ ჩვენთან რკენის შედეგი შესარჩევი ტურნირის ცხრილში არ ეთვლება. ამიტომ, ევროპულ თამაშებს ახალგაზრდების გამოსაცდელად გამოვიყენებთ.

მილთონ ჰეიგი, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი:

“ჩვენ მიზანს, რა თქმა უნდა, ტურნირის მოგება წარმოადგენს, სხვა მხრივ კი გვინდა, რომ სათამაშო პოზიციებზე „სიღრმე“, - კონკურენცია შევქმნათ და ახალგაზრდა მორაგბეებს შანსი მივცეთ.

“წლევანდელ გათამაშებაში უნდა ვცადოთ სტილის განვითარება და თამაშიც უფრო თანმიმდევრული გავხადოთ. ასევე მნიშვნელოვანია შეტევითსა და დაცვით სტილებში სიახლეთა შეტანა”.

რადიკალური გზა

ჰეიგმა შარშან, 11 ტესტში სულ 5 ახალბედა გამოსცადა, 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის (ბელგიის და გერმანიის წინააღმდეგ) კი, 31-კაცა რაზმში, ერთბაშად 8 უკეპო შეიყვანა. თუ ბელგია-გერმანიასთან ყველანი ითამაშებენ, ბორჯღლოსანთა ამქარის წევრთა რიცხვი 249-მდე ავა.

“პირველი ორი მატჩისთვის ახალგაზრდები შევარჩიეთ, რაც მათ კარგ შესაძლებლობას მისცემს, სამწვრთნელო შტაბს უნარები დაანახონ. ვინაიდან ჩვენი მზერა 2019 წლის მსოფლიოს თასისკენაა მიმართული, ცხადია, ეს შანსი სამომავლოდ მათი შერჩევის პროცესის დასაწყისია.

“ამ ბიჭებმა უნდა გაითავისონ, რომ მათ ყოველ ქმედებას თვალს მივადევნებთ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც. საქმისადმი მათ მიდგომასა და პროფესიონალიზმს მიკროსკოპით დავაკვირდებით” -- რაზმში გამოძახებული ახალბედების შესახებ შენიშნა ჰეიგმა.

ახალი სეზონის სტარტზე არ ითამაშებს 2016 წლის ნოემბრის ტესტების 15 მონაწილე, ანუ თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა.

დიახ, მწვრთნელი რისკავს, მაგრამ მის თამამ არჩევანს ზურგს უმაგრებს ისტორია -- ორივე მეტოქეს ბევრად ვჯობივართ:

საქართველო - ბელგია (2013-2014)

2 ტესტი (1 შინ - 1 გარეთ)

2-0 (52:13, ლელოებით 8:1)

საქართველო - გერმანია (1995-2016)

5 ტესტი (3 შინ - 2 გარეთ)

5-0 (252:26, ლელოებით 37:3)

ისიც სათქმელია, რომ ამ, ექსპერიმენტულ რაზმშიც საკმაოდ არიან გამოცდილი ლიდერები: კვირიკაშვილი, კაჭარავა, მალაღურაძე, ხმალაძე, ბეგაძე და ნემსაძე, ახალბედა პირველხაზელები კი, იმედია, წინამორბედთა ჩაყრილ ტრადიციას უპრობლემოდ გააგრძელებენ და მეტოქეს დაჯაბნიან.

ბელგიამდე საფრანგეთში

ბორჯღალოსნები 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველი ორი მატჩისთვის შეკრებას 4 თებერვალს, საფრანგეთში დაიწყებენ. გუნდი ტულუზაში 9 თებერვლამდე დარჩება, მერე გეზს ბრიუსელისკენ აიღებს და ბელგიას 11 თებერვალს, საქართველოს დროით 18 საათზე შეერკინება.

ნაკრები შინ 13 თებერვალს დაბრუნდება და გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მოემზადება. 19 თებერვლის თამაში რუსთავში გაიმართება და 15 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

მორკინალები: ბადრი ალხაზაშვილი ("ტულონი", საფრანგეთი), გიორგი ჭყოიძე ("ლელო-სარასენსი"), თორნიკე მატარაძე ("ლიონი", საფრანგეთი), გიორგი მელიქიძე ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), ლაშა ტაბიძე ("ბორდო", საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), სოსო ბეკოშვილი ("ბრივი", საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე ("ბრისტოლი", ინგლისი), ნოდარ ჭეიშვილი ("ლელო-სარასენსი"), ლაშა ლომიძე ("ბეზიე", საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი ("ბათუმი"), გიორგი მჭედლიშვილი ("ჯიქები"), ბექა გორგაძე ("მონ-დე-მარსანი", საფრანგეთი), საბა შუბითიძე ("აკადემია"), ოთარ გიორგაძე ("კლერმონი", საფრანგეთი), გიორგი ცუცქირიძე ("ბრივი", საფრანგეთი);

უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე ("ყოჩები"), ვაჟა ხუციშვილი ("ლოკომოტივი"), გელა აფრასიძე ("ლელო-სარასენსი"), ლაშა ხმალაძე ("ლელო-სარასენსი"), ლაშა მალაღურაძე ("კრასნი იარი", რუსეთი), რევაზ ჯინჭველაშვილი ("ბაგრატი"), მერაბ შარიქაძე ("ორიაკი", საფრანგეთი), დავით კაჭარავა ("ენისეი", რუსეთი), გიორგი კოშაძე ("ხარები"), ბადრი ლიპარტელიანი ("არმაზი"), გიორგი ფრუიძე ("ბაგრატი"), ალექსანდრე თოდუა ("ლელო-სარასენსი"), ანზორ სიჭინავა ("აკადემია"), მერაბ კვირიკაშვილი ("ლელო-სარასენსი"), ბექა წიკლაური ("ლოკომოტივი").

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:45 | 01.02.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ძალიან მაინტერესებს რუსებთან და რუმინელებთან რა შემადგენლობით ითამაშებს ჩვენი ნაკრები. რუმინელები აპირებენ უძლიერესი შემადგენლობით თამაშს მთელ გათამაშებაში, ალბათ რევანშიც წყურიათ. ძაან ძნელი თამაში გველის რუმინეთში.
Румыния сыграет на чемпионате Европы сильнейшим составом
0?'>http://rugger.info/european-championship/news/11668':'>http://rugger.info/european-championship/news/11668'))

18:55 | 28.01.2017
LELO_2019 (27)

ეს ორი წელი უნდა დაეთმოს ახალი თაობის მომზადებას, მე სულაც მარტო უკეპო ბიჭებით ვითამაშებდი. რეიტინგი უკვე მომავალ მსოფლიომდე არავის აინტრესებს.
ახლა მთავარია უკანა ხაზით უკეთესი თამაში დავამუღამოთ რომ წინა ხაზს კარგად მიყვნენ.

14:52 | 27.01.2017
maxo_65 (458)

ოთია გიორგაძე ჩვენი მომავალი მამუკაა..და საერთოდ ძალიან მაგარი ბიჭები მოდიან

14:50 | 27.01.2017
maxo_65 (458)

ძალიან კარგია ახალგაზრდების გამოცდა, ეჭვიც არ მეპარება ვისაც მოუწევს თამაში თავს გამოიჩენს..ბეკოშვილიც ახალგაზრდაა და წარმატებებს ვუსურვებ

11:54 | 27.01.2017
zurageorgevich (45)

2019 წლის მსოფლიო თასამდე ახალგაზრდებით უნდა დავტვირთოთ ნაკრები, შარშან U20 მსოფლიოზე ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ღირსეული მორკინალები არიან, არავისზე ნაკლებები არ არიან. უკანახაზელებს რაც შეეხებათ, ჩემი აზრით უკეთესი ბიჭები მოდიან. ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი დრო უნდა დაეთმოს (რათქმაუნდა ეს არ უნდა მოხდეს წაგების ხარჯზე. რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ისე უნდა მოვიგოთ, რომ თამაში არ უნდა წავაგოთ)... დიდი იმედი მაქ ჩვენი ახალგაზრდა მესამე ხაზელების ცუცქირიძე გიორგაძის მაგარი ბიჭები არიან გამიხარდა მათი გვარები რო ამოვიკითხ. ბექა გორგაძე უკვე გამოცდილია ნაკრებში და მშვენივრად თამაშობს. პირველხაზელებს რაც შეეხებათ მატარაძე მელიქიძე და ტაბიძე ესენი ზენიტს მალე მიაღწევენ და დიდი ხანი გაჩერდებიან გამოცდილებასთან ერთად. ბეკოშვილს ნამდვილად მომატებული აქვს ბოლო თამაშზე 2 ლელოც დადო და მატჩის საუკეთესოს მოთამაშედაც აღიარეს თან ახალგაზრდაა მაგარი ბიჭია. ალხაზაშვილის იმედი მაგარი ბიჭია. მეორე ხაზში ნემსაძე და ჭიშვილის გარდა არ გვყავს არავინ გამოძახებული, შეიძლებოდა ახალგაზრდა მორაგბის დამატება თუმცა მილტონმა ჩემზე კარგად იცის რას აკეთებს... უკანახაზელებს რაც შეეხებათ სამი 10 ნომერი გვყავს, ვფიქრობ ჯინჭველაშვილს უნდა მიეცეს დრო... 9-ზე აფრასიძე უძლიერესი ბიჭია თან ფეხსაც კარგად ურტყავს... შიდა მარბები კოშაძე ლიპარტელიანი ძაან მაინტერესებს... სიჭინავას აუცილებლად უნდა მიეცეს დრო დასამტკიცებელი აქვს ბევრი... 15 ზე მოდებაძე სვანიძის გამოძახება შეილებოდა... მოკლედ წარმატებები ჩვენ ახალგაზრდებს

09:50 | 27.01.2017
geogoli (367)

უკანა ხაზი ოპტიმალურთან მიახლოებულია, გვაკლია მჭედლიძე და ლობჟანიძე, თუმცა ბელგიასთან და გერმანიასთან მათ გარეშეც შევძლებთ თამაშის გაშლას. ლობჟანიძე არ იყო კუნძულებზე და მაშინ ბეგაძემ ძალიან კარგად გაართვა თავი. მნიშვნელია კვირიკაშვილის ყოფნა, 98 კეპი აქვს და თუ ორივე თამაშს ითამაშებს 100 გაუხდება, რაც მაგარი მიღწევაა.
რაც შეეხება შერკინებას, აქ კარგად არიან შეთამაშებულები მატარაძე, ტაბიძე, მელიქიძე, ალხაზაშვილი - ეს ბიჭები ახალგაზრდულ ნაკრებში ერთად იყვნენ და მსოფლიო თასზე მატარაძე-ტაბიძის წყვილმა ყველა შერკინებას შავი დღე აყარა, ასე რომ საინტერესო იქნება მათი ხილვა უკვე „დიდ ბიჭებთან“. პირველ ხაზში გამოცდილი მხოლოდ ჟვანია გვყავს, რომელმაც ბოლო პერიოდში აშკარად მოუკლო და იმედია ნაკრებში თამაში მისთვის მომატების სტიმული იქნება. მეორე ხაზში გამოცდილი ნემსაძე გვყავს და მის გვერდით ალბათ ჭეიშვილი იქნება, რომელსაც მართლა კარგი მონაცემები აქვს და რაც მინახავს ლელოს თამაშები, კარგი შთაბეჭდილება დამრჩა მასზე. მესამე ხაზში თხილაიშვილი და ლომიძე არიან გამოცდილები, ძალიან მაინტერესებს გიორგაძის ნახვა, ისევე როგორც გორგაძის.
მე პირადად მიმაჩნია, რომ კარგი შემადგენლობაა თავმოყრილი და ამ ბიჭებს ესპანეთი/რუსეთის ძლევაც შეუძლიათ.

21:02 | 26.01.2017
krasni (587)

კარგია ამდენი ახალგაზრდის თავმოყრა. ჰეიგი ალბათ დოზირებულად შეუშვებს მათ საბრძოლველად და უმეტესობას შემდეგი თამაშებისთვისაც გამოიძახებს. ისე, ველოდი მოდებაძესაც.

19:39 | 26.01.2017
DataN24 (215)

ძალიან კარგი ამდენი ახალგზრდა რომ არის გამოძახებული ბელგიას და გერმანიას ა ნაკრებიც თავისუფლად უნდა უგებდეს, სამწუხარო ისარის რომ 15 და 4,5 ნომრებზე გვიჭირს ახალგაზრდები სვანიძის იმედი მქონდა მაგრამ არ ჩანს, იმედია მოდებაძე დადგება კარგი 15 ნომერი

18:33 | 26.01.2017
BEERTRANCE (1073)

ნამეტსანსაც ნუ გავრისკავთ, რაც არ უნდა იყოს რეიტინგზე იმოქმედებს ეგ თამაშები

18:19 | 26.01.2017
პანტელეიმონი (1218)

კეთილი იყოს ბიჭებო თქვენი მოსვლა ნაკრებში ! ! !

17:37 | 26.01.2017
buratino (480)

ერთი მხრივ ძალიან კარგია რომ ამ შესარჩევში ბევრ ახალგაზრდას მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა და გამოიწრთობიან მსოფლიომდე. თუმცა, მეორე მხრივ ასევე დიდია დამარცხების რისკი და ალბათ ზედმეტია იმის თქმაც, როგორ დაგვწევს ეს (ღმერთმა ნუ ჰქნას) რეიტინგში. ბობოლებსაც დამატებითი ქოქოლას დაყრის საშუალება მიეცემათ, აქაოდა ერთა თასზე აგებთ და ჩვენთან თამაშს ითხოვთო. მოკლედ, მე მაინც იმედი მაქვს ჩვენი სარაგბო შტაბის (მწვრთნელებისა და თავად მორაგბეების), რომ წლობით ნაშენებ ფუნდამენტს არ ჩამოშლიან და უფრო გაამყარებენ.
ოღონდ, თუ ბელგია-გერმანიასთან ასე გარისკვა შეიძლება, ესპანეთ-რუსეთთან და განსაკუთრებით რუმინეთთან ე.წ. "მატრაბაზობა" არ გამოგვადგება. იმას არ ვამბობ, მაგათთან არ ვათამაშოთ-თქო
ჩვენი ახალგაზრდები. უბრალოდ, საჭიროა უფრო დაბალანსებული სახით წარვსდეთ მათ წინაშე

16:26 | 26.01.2017
geogoli (367)

გამეხარდა აფრასიძე და ტაბიძე რომ შევნიშნე სიაში, გამოცდილებას მიიღებენ ზაფხულისთვის. მოველოდი გაჩეჩილაძეს გამოძახებას. კარგია რომ გამოიძახა ბეკოშვილი. მგონია, რომ დერეფნებში სიტუაცია დასაწყობი გვექნება. შერკინებაში მაინც ორივე გუნდს გადავთელავთ

0.08962