ჩემპიონთა თასი

15:33 | 25.01.2017 | ნანახია 4489 - ჯერ

მამუკა გორგოძე: „ბედნიერი ვარ, რომ მეოთხედფინალში „კლერმონს“ ვეთამაშებით“

ფრანგული „ტულონის“ მეორე-მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ თავისი გუნდის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში გასვლაზე ისაუბრა.

საქართველოს ნაკრების კაპტანმა ფრანგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ძალიან ბედნიერია, „ტულონს“ მეოთხედფინალში მეტოქედ სხვა ფრანგული კლუბი, „კლერმონი“ რომ ეყოლება:

„მიხარია, რომ მათ შევხვდებით. ამას წინათ „კლერმონთან“ წავაგეთ, თანაც 30 ქულა ავაღებინეთ. თუმცა, იმ მატჩში საუცხოო 10 წუთიც გვქონდა. იმ შეხვედრაში შერკინებით გვაჯობეს, ამ კომპონენტში პრობლემები გვქონდა, რამაც ჩვენს თავმოყვარეობას მაგრად დაარტყა. „კლერმონთან“ მომავალ მატჩში ეს აღარ განმეორდება, ჩვენი ფორვარდები მეტოქეს საკუთარ ძალას დაანახებენ. კი, ბატონო, ამ გუნდში საუცხოო ქართველი მორკინალები (დავით ზირაქაშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი - ავტ.) თამაშობენ, მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი თამაშში გამოჩნდება“.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.069594