ჩელენჯ კაპი

14:20 | 24.01.2017 | ნანახია 4717 - ჯერ

სოსო ბეკოშვილი - ევროთასების ტურის სიმბოლურში

ჩელენჯ კაპის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ფრანგულმა „ბრივმა“ საკუთარ მოედანზე უელსური „ნიუპორტ გვენტ დრაგონსი“ 36:19 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა. ჰოდა, ბრიველთა მიერ ამ მატჩში გატანილი ხუთი ლელოდან ორი საკუთარ ანგარიშზე სოსო ბეკოშვილმა ჩაიწერა. 23 წლის ქართველი ბურჯი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გამოცხადდა.

ამასობაში, ბრიტანულმა გამოცემა „რაქმა“ ევროტურნირების - ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის გასული ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. სასიხარულოა, რომ მარცხენა ბურჯის პოზიციაზე რაგბზე მწერალმა საიტმა სწორედ სოსო ბეკოშვილი დააყენა. ეს დიდი აღიარებაა ახალგაზრდა მორაგბისთვის, რომელმაც უელსური კლუბის წინააღმდეგ მართლაც საუცხოოდ ითამაშა.

აქვე გთავაზობთ www.ruck.co.uk-ს მიერ შერჩეულ სიმბოლურ 15-ეულს:

15. სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია, „გლაზგო უორიორზი“)

14. ტომი სეიმური (შოტლანდია, „გლაზგო უორიორზი“)

13. მატიე ბასტარო (საფრანგეთი, „ტულონი“)

12. რობი ჰენშოუ (ირლანდია, „ლენსტერი“)

11. ნემანი ნადოლო (ფიჯი, „მონპელიე“)

10. ფინ რასელი (შოტლანდია, „გლაზგო უორიორზი“)

9. ანტუან დიუპონი (საფრანგეთი, „კასტრი“)

1. სოსო ბეკოშვილი (საქართველო, „ბრივი“)

2. ნილ კოკრეინი (შოტლანდია, „ედინბურგი“)

3. ზანდერ ფეიგერსონი (შოტლანდია,„გლაზგო უორიორზი“)

4. მარო იტოჟე (ინგლისი, „სარასენსი“)

5. ჯონი გრეი (შოტლანდია, „გლაზგო უორიორზი“)

6. ეშლი ჯონსონი (სამხრეთ აფრიკა, „უოსპსი“)

7. რაიან უილსონი (შოტლანდია, „გლაზგო უორიორზი“)

8. სიჯეი სტენდერი (ირლანდია, „მანსტერი“)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:09 | 26.01.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე

17:09 | 24.01.2017
Kala94 (151)

გილოცავ სოსო ! ნაკრებშიც მალე გვენახოს შენი თამაში !

15:44 | 24.01.2017
krasni (587)

ტრადიცია შერკინების გრძელდება. წარმტებები სოსოს.

0.097605