ამბები

14:39 | 21.01.2017 | ნანახია 2167 - ჯერ

ვაინიკოლო პატიმრობას გადაურჩა

ფრანგული „უიონასა“ და ტონგას ეროვნული ნაკრების გარემარბი ფეტუ’უ ვაინიკოლო ერთწლიან პატიმრობას გადაურჩა.

31 წლის მორაგბემ საფრანგეთის ერთ-ერთ ბარში იჩხუბა, მოწინააღმდეგეს სახეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა და მას ყბა ორ ადგილას მოტეხა. ფეტუ’უ იოლად გამოძვრა და სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი აკმარა. მას ჯარიმის სახით 4 ათასი ევროს გადახდაც მოუწევს.

ვაინიკოლო სუპერ რაგბის ახალ ზელანდიურ კლუბ „ჰაილენდერსში“ თამაშობდა, საიდანაც ირლანდიურ „კონახტს“ მიაშურა და „უიონამდე“ ინგლისურ „ექსეტერში“ გამოდიოდა. ტონგას ეროვნულიი ნაკრების კვართით მან 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 17 ლელო გაიტანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091834