18-წლამდელები

12:29 | 20.01.2017 | ნანახია 2664 - ჯერ

18-წლამდელები კანადით იწყებენ

საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ ეტაპზე კანადის ნაკრებს შეხვდება.

ორი წლის წინ ტურნირი ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამ დატოვეს, რის შემდეგაც ექვსი ერის გუნდებიდან ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონს მხოლოდ საფრანგეთი შემორჩა. „რაგბი ევროპამ“ ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად ფორმატი შეცვალა და გათამაშებას აშშ, კანადა და იაპონია დაამატა.

წლეულს ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში, ბრეტანში გაიმართება. მეოთხედფინალური ეტაპის თამაშები 7 აპრილსაა ჩანიშნული. საქართველო კანადას, საფრანგეთი - ესპანეთს, აშშ - პორტუგალიას, ხოლო იაპონია ბელგიას ეთამაშება. ქართველი 18-წლამდელები ბოლო ორი წელია, ფინალში გადიან, ჩემპიონი კი საფრანგეთი ხდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
04:02 | 02.02.2017
dinamo222 (692)

ანუ ექვსმა ერმა ამ ტურნირსაც აუბზუა ცხვირი ? მაინც ვერ ისწავლეს ჭკუა იმ ყოყლოჩინებმა აგერ ვნახავთ მომავალ მსოფლიოზეც იგივე ფიასკო დაემართებათ როგორც გასულზე და შეიძლება მეოთხედფინალშიც ვერ გავიდნენ DD

17:43 | 20.01.2017
krasni (587)

საურველია ბიჭების მზადების მიმდინარეობა გაგვაცნოთხოლმე.

17:29 | 20.01.2017
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

0.068169