შესაძლოა ისე მოხდეს, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს, რომელიც 6 თებერვალს “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე გაიმართება, მსურველთა დიდი რაოდენობა ვერ დაესწროს.
2016 წლის პირველი მატჩისთვის, ბილეთების გაყიდვა ორი დღით ადრე, 4 თებერვალს 11 საათზე დაიწყო და 19 საათამდე უნდა გაგრძელებული, მაგრამ მისი შეძენის მსურველები, რომლებიც “ავჭალის” სტადიონზე 18 საათისთვის მივიდნენ, უკან ხელცარიელი დაბრუნდნენ. იმ დღეს გასაყიდად გატანილი დაახლოებით 1500 ბილეთი, დროის ამოწურვამდე გათავდა.
დარჩენილი ბილეთები სარეალიზაციოდ სალაროებში ხვალ გავა, მაგრამ დღევანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ, მათი შეძენაც პრობლემა იქნება. ძნელი სათქმელია რამ გამოიწვია ასეთი ინტერესი - რაგბისადმი ინტერესის ზრდამ (თუ ასეა, ძალიან კარგი), თუ გადამყიდველებისთვის ფულის შოვნოს გაჩენის შანსმა, მაგრამ ფაქტია, 2100-იანი ტევადობის ტრიბუნა, მასზე მოხვედრის ყველა მსურველს უბრალოდ ვერ დაიტევს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია