საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი ბექა ბიწაძე მომავალი სეზონიდან საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის, პრო დ2-ის „ნარბონში“ ითამაშებს.
25 წლის მორაგბე საქართველოში თბილისის „არმიასა“ და „ლოკომოტივში“ თამაშობდა. 2015 წელს საფრანგეთის ნახევრადპროფესიული, ფედერალ 1 დივიზიონის კლუბ „შომბერიში“ გადავიდა და გასულ სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში 6 ლელო დაამიწა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 თამაში და ერთი ლელოა, თუმცა გუნდი პირველ ჯგუფში მხოლოდ მე-6 ადგილზეა, პრო დ2-ში დაწინაურების შანსი აღარ აქვს და ნაკრების მოთამაშისთვის კიდევ ერთი სეზონით მესამე დონეზე დარჩენა სახარბიელო ვარიანტად არ ისახებოდა.
ბიწაძეს ეს აღარ მოუწევს, რადგან ნაახალწლევს პრო დ2-ის „ნარბონთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს. დღეისთვის გუნდს 39 ქულა აქვს და მეორე ელიტური დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს. მას პრო დ2-ში აღზევების შანსი აღარ შერჩა, თუმცა არც დაქვეითება ემუქრება.
ბექა ბიწაძეს ეროვნული გუნდის კვართით 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 6 ლელოა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
კაია კაი ... კაი ბიჭია, მე თუ მკითხავ მეტსაც იმსახურებს, ეს მისთვის სტიმული უნდ იყოს და ბევრად მეტი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე... ნაკრებში სამი ერთმანეთზე უკეთესი 8 ნომერი გვყავს, თანაც სამივე ახალგაზრდები გილოცავ ბექა
მშვენიერი, დარწმუნებული ვარ ბექას მალე ტოპ-14-შიც ვიხილავთ.
წარმატებები