ტესტ-მატჩები

13:34 | 17.01.2017 | ნანახია 3320 - ჯერ

დანიელ ურკადე: „მსოფლიო თასამდე „ოლ ბლექსს“ დავამარცხებთ“

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დანიელ ურკადე მიიჩნევს, რომ უახლოეს ორ წელიწადში მისი შეგირდები ახალი ზელანდიის ნაკრებს ერთხელ მაინც დაამარცხებენ.

„2017 წელს უკეთესი შედეგი გვექნება, ვიდრე შარშან, ხოლო 2019 წლის მსოფლიო თასს ბრწყინვალე ფორმაში შევხვდებით. პირადად მე არ მომწონს, როდესაც ერთი გუნდი ყველა სხვა დანარჩენს ამარცხებს. სწორედ ამიტომ გპირდებით, რომ 2019 წლამდე „ოლ ბლექსს“ ერთხელ მაინც აუცილებლად დავამარცხებთ. არ გვეშინია მათი ჰაკასი. ეს უბრალო შოუა, რომელშიც ახალზელანდიელი მორაგბეები მსახიობების როლში არიან. სამწუხაროა, რომ ამას ყველა ვერ ხვდება“, - ამბობს ურკადე.

ახალი ზელანდიისა და არგენტინის ნაკრებების უახლოესი შეხვედრა ზაფხულის ბოლოს გაიმართება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:40 | 17.01.2017
valeri8848 (31)

რას დაამარცხებს ზღაპარს ყვება რაის პროგრესი რა ორი წელი შეასკდებიან კლდეს და დაეშვებიან მიწაზე

17:17 | 17.01.2017
BEERTRANCE (1073)

თუ პროგრესი გააგრძელეს როგორც ახლა უბერავენ რატომაც არა.

16:57 | 17.01.2017
dinamo222 (692)

მეც მგონია რომ აუცილებლად დაამარცხებენ ძალიან მოუმატა არგენტინამ და უკვე ნამდვილი ტოპ გუნდია !

13:58 | 17.01.2017
krasni (587)

ახლა კი ჩანს თამამ განცხადებად, მაგრამ ისე სწრაფად პროგრესირებენ, არაფერია გამორიცხული. კარგია ასეთი სარაგბო ქვეყანასთან რომ გვაქვს ხოლმე ტესტები, ბევრის სწავლა შეიძლება მათი უკანა ხაზელებიდან. იქნებ როგორმე მოგვეხერხებინა ერთი შეხვედრის საქართველოშიც გამართვა.

0.110984