ტესტ-მატჩები

13:26 | 17.01.2017 | ნანახია 5795 - ჯერ

იაპონია: ოთხი ტესტი ტოპ-გუნდებთან

იაპონიის ნაკრები 2017 წელს ტიერ 1-ის გუნდებთან მინიმუმ ოთხ ტესტ-მატჩს გამართავს. მსგავსი პატივი ე. წ. მეორე დონის გუნდებიდან აქამდე არავის ჰქონია.

ცნობილი იყო, რომ წლეულს „საკურები“ ირლანდიას და ავსტრალიას შეხვდებოდნენ, ახლა კი, მათ საფრანგეთიც დაემატა. მატჩი 25 ნოემბერს შედგება და მისი გამართვის ადგილი მოგვიანებით გაირკვევა.

ივნისში იაპონელები ორჯერ ეთამაშებიან ირლანდიას და ერთხელ - რუმინეთს. აზიელები „ვოლაბებს“ 4 ნოემბერს, ხოლო ფრანგებს 25 ნოემბერს შეხვდებიან. ჯერჯერობით უცნობია, ვისთან ექნებათ თამაშები 11 და 18 ნოემბერს. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ისევე, როგორც შარშან, იაპონია ნოემბერში ოთხ თამაშს წლეულსაც გამართავს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:01 | 18.01.2017
meleksa (132)

იაპონია ძალიან მალე გახდება პირველი დონის და იცით რადომ? უპირველესად იმიტომ, ბობოლებთან წინასწარ წაგებულები არ გადიან მოედანზე ჩვენგან განსხვავებით!

23:01 | 17.01.2017
temuchin (431)

ჰო... ვიმკით ნოემბრის შედეგებს იმედია აღარ დაგვემართება ასეთი რაღაც

17:26 | 18.01.2017
ogafa (407)

შემდეგ თამაშებს მოუგებთ ალბათ

16:55 | 17.01.2017
dinamo222 (692)

იაპონიასთან წაგება იყო ყველაზე ცუდი და დასანანი წაგება ბოლო 10 წლის განმავლობაში ეგ თამაში რომ არ წაგვეგო ათეულშიც ვიქნებოდით და 4 ტოპ გუნდს ჩვენ შევხვდებოდით

15:30 | 17.01.2017
mindia (74)

არა მხოლოდ ჩვენი დამარცხებითააა ეგ, იაპონია ეკონომიკური მონსტრია და მანდ რაგბის განვითარება მსოფლიო ბევრად უფრო სჭირდება ვიდრე საქართველოში. შარშან მსოფლიო სერიაზეც შვიდკაცაში მოწვეული ნაკრების რანგში ხშირად იაპონელები იყვნენ.

14:11 | 17.01.2017
krasni (587)

იაპონიასთან თბილისში წაგებამ ძალიან ბევრი დაგვაკარგია.

0.090805