მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ექვსი ერის თასი ყველაზე დასწრებადი სპორტული ტურნირია.
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია უეფამ ბოლო წლების ყველაზე დასწრებადი სპორტული ტურნირების სია გამოაქვეყნა და პირველ ადგილზე 2015 წლის ექვსი ერის თასი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ იმ ტურნირის თითო მატჩს საშუალოდ 72 ათასი მაყურებელი ესწრებოდა, ჯამში კი, ტურნირის 15 შეხვედრა ცოცხლად მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა.
რეიტინგში მეორე ადგილი ამერიკული ფეხბურთის ნაციონალურ ლიგას ერგო, რომლის თამაშებსაც საშუალოდ 68400 მაყურებელი ესწრება. ბრაზილიაში 2014 წელს გამართულ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს მესამე ადგილი ერგო საშუალო მაჩვენებლით 53529 მაყურებელი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უეფამ გამოაქვეყნა 6 ერის მონაცემები?