საფრანგეთი ტოპ-14

20:05 | 12.01.2017 | ნანახია 4888 - ჯერ

სამედიცინო ჯოკერი: მამუკაშვილი მეორე ვადით?

„მონპელიეში“ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით 3 თვით მისულ შალვა მამუკაშვილს იანვრის ბოლოს ამ ფრანგულ კლუბთან განშორება უწევდა, რადგან ტრავმირებული ბისმარკ დუ პლესი თითქმის მზადაა მოედანზე დასაბრუნებლად. მაგრამ ვიდრე „ქურციკი“ ჰუკერი უქმობდა, მისმა ქართველმა შემცვლელმა სასტარტო შემადგენლობაში ფეხი მყარად მოიკიდა და ასე შეიქმნა მონპელიელთა უკვე სახელმოხვეჭილი ქართული პირველი ხაზი - მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და დავით ქუბრიაშვილი. ამ სამეულს ცოტა ვინმე თუ უწევს თანაბარ ღირსეულ, ხოლო შალვამ სულაც რამდენიმე ლელოს გატანა მოასწრო - ჩემპიონთა თასზეც და ტოპ 14-შიც.

მაგრამ, როგორც თავშივე ითქვა, ბისმარკი მალე დაბრუნდება და მამუკაშვილსაც წასვლა უწევს, მაგრამ ისე მოხდა, რომ მძიმე ტრავმა „მონპელიეს“ კიდევ ერთმა სამხრეთაფრიკელმა მიიღო - მესამეხაზელ ვიან ლიბერნბერგს ოპერაცია ელის, რომელიც მას რაგბს, უკეთეს შემთხვევაში, აპრილამდე ჩამოაშორებს, ანუ კლუბს, სავარაუდოდ, კვლავ მოუწევს შემადგენლობაში ნაპრალის ამოსავსებად სამედიცინო ჯოკერის დამატება...

ჰოდა, „მონპელიეს“ სახელგანთქმულმა აფრიკელმა დამრიგებელმა ჯეიკ უაითმა გუშინ ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა: „შალვას შენარჩუნება შეგვიძლია. ის ფანტასტიკური იყო. მან ხასიათის საოცარი სიმტკიცე გამოავლინა და ეს დადებითი ენერგია მთელ გუნდს მუხტავს“.

ვნახოთ, როგორ გადაწყდება ეს სიტუაცია. იმედი გაჩნდა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:24 | 16.01.2017
federer (17) (469)

მთელი პირველი ხაზი ქართველი მორაგბეები არიან რაც ჩვენი პირველხაზელების დომინანტობის ამსახველიაა

00:25 | 16.01.2017
federer (17) (469)

რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ შერკინებაშიი

19:19 | 13.01.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

22:51 | 12.01.2017
krasni (587)

გამოაჩინა შალვა მისმა საქმემ, მაგარია.

22:02 | 12.01.2017
ogafa (407)

წარმატებები

20:51 | 12.01.2017
temuchin (431)

შალვა მართლა კლასია

0.08965