ამბები

15:16 | 5.01.2017 | ნანახია 1476 - ჯერ

2-ათასიანი დენ ბიგარი

უელსის ნაკრებისა და „ოსპრეიზის“ მგეზავმა დენ ბიგარმა ახალი სიმაღლე დაიპყრო - კლუბის მაისურით დაგროვილი ქულებით 2-ათასიანი ზღვარი გადალახა.

27 წლის ბიგარს „ოსპრეიზის“ გარდა სხვა არცერთ კლუბში უთამაშია. პირველ გუნდში ის 2007 წელს გამოჩნდა, ხოლო 2-ათასიანი ზღვარი 2016 წლის 27 დეკემბერს, პრო 12-ის მე-11 ტურში „სკარლეტსთან“ 19:9 მოგებულ შეხვედრაში გადალახა, როდესაც გუნდს 14 ქულით შეეწია. პირველ იანვარს მან „ნიუპორტს“ (10:0) ჯარიმა და გარდასახვა გაუტანა და 9-წლიან ჯამში 2006 ქულა მოაგროვა.

ასაკიდან გამომდინარე ბიგარს კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეუძლია, მის საკლუბო რეკორდს კი, დიდი ხნის განმავლობაში არაფერი ემუქრება. კლუბების ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზრ ჯეიმს ჰუკია, რომლის ანგარიშზე 796 ქულაა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.122433