საფრანგეთი ტოპ-14

15:41 | 4.01.2017 | ნანახია 2276 - ჯერ

დუდუ ბრუნდება, ალბათ კოტეც...

საფრანგეთის ელიტური ლიგის, ტოპ 14-ის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი „მონპელიე“ თავის მორიგ მატჩს პარასკევს, 6 იანვარს „ბორდოსთან“ საკუთარ სტადიონზე გამართავს. „მონპელიე“ 42 ქულით მე-3 ადგილზეა, „ბორდოს“ 36 ქულა აქვს და მე-7 საფეხურზეა. ცნობისთვის, რეგულარული პირველობის შედეგად პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები პლეი-ოფის ნახევარფინალში ავტომატურად გადიან, ხოლო მესამე-მეექვსეადგილოსნები ამ პატივისთვის მეოთხედფინალში იბრძოლებენ.

ჰოდა, 6-ში სერიოზული ჯახია მოსალოდნელი. „მონპელიეს“ საიტის ცნობით, ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა სამკვირიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და გუნდს შეუერთდა. დუდუს დაბრუნების გარდა გუნდში კიდევ ერთი სასიხარულო ამბავია - რაგბს უბრუნდება საუკეთესო ბომბარდირი ბენუა პეილოგი, ვინც უმძიმესი ტრავმა თითქმის მოიშუშა და მრავალთვიანი პაუზის შემდეგ მინდორს თებერვალში დაუბრუნდება.

სამხრეთაფრიკელები ჟაკ და ბისმარკ დუ პლესი გასულ კვირაში დაშავდნენ და მწყობრში იანვრის შუისთვის ჩადგებიან, ისევე, როგორც ალექსანდრ დიუმულენი.

კამერუნელი რობენ ჩალე-ვაჩუ, მარვინ ოკონორი და ბენჟამენ ფალი ბორდოელებთან შესახვედრად ვერა, მაგრამ მომდევნი უიქ-ენდზე ჩემპიონთა თასზე „ლენსტერთან“ სათამაშოდ კი მომჯობინდებიან.

აი, კოტე მიქაუტაძე კი მტკივან ტერფს ალბათ პარასკევისთვის მოიშუშებს და „მონპელიეს“ სასტარტო შემადგენლობაშიც იქნება, ისევე, როგორც მიხეილ ნარიაშვილი და შალვა მამუკაშვილი. მოკლედ, მონპელიელი ქართველები კვლავ სრული შემადგენლობით იკრიბებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:04 | 04.01.2017
პანტელეიმონი (210)

წარმატებები ბიჭებო ! ! !

18:39 | 04.01.2017
dinamo222 (174)

ადმინებო ისე კარგი იქნება ქართული გუნდების თამაშების ლინკებიც რომ დადოთ

0.362162