საფრანგეთი ტოპ-14

11:50 | 27.12.2016 | ნანახია 2378 - ჯერ

შალვა მამუკაშვილი - ტოპ 14-ის სიმბოლურში

ფრანგულმა „ევროსპორტმა“ „რაგბირამასთან“ ერთად ტოპ 14-ის მე-14 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და სასიამოვნოა, რომ კვირის რჩეულ თხუთმეტეულში ქართველი მორაგბერც მოხვდა.

როგორც უკვე ვწერდით, „მონპელიეს“ კვაჭმა შალვა მამუკაშვილიმა „ტულონთან“ მატჩში 2 ლელო გაიტანა და თავისი გუნდის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში სოლიდური როლი შეასრულა. ჰოდა, დაუფასდა კიდეც - როგორც თავშივე ვთქვით, „ევროსპორტმა“ ელიტური ფრანგული ლიგის მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

აქვე „ევროსპორტის“ რჩეული XV:

15. ზაკ ჰოლმსი („ლა როშელი“, ავსტრალია)

14. ადრიან პლანტე („კლერმონი“, საფრანგეთი)

13. ორელიან რუჟრი („კლერმონი“, საფრანგეთი)

12. ჯეილ ვატუბუა („პო“, ფიჯი)

11. გაბრიელ ლაკრუა („ლა როშელი“, საფრანგეთი)

10. ფრანსუა სტეინი („მონპელიე“, სამხრეთ აფრიკა)

9. ტიბო დობანია („პო“, საფრანგეთი)

8. რორი გრაისი („გრენობლი“, ახალი ზელანდია)

7. ვენსესლას ლორე („რასინგი“, საფრანგეთი)

6. ფულჟანს უედრაგო („მონპელიე“, საფრანგეთი)

5. ჯონე ქოვუ („ლა როშელი“, ფიჯი)

4. ელი მალდაუნი („გრენობლი“, ინგლისი)

3. პატრიკ ტოეტუ („ბრივი“, სამოა)

2. შალვა მამუკაშვილი („მონპელიე“, საქართველო)

“ქართველმა ნაყოფიერად იმუშავა და თანაგუნდელების ორი მიძალება ორ ლელოდ აქცია“

1. ვივიენ დევიმი („ბრივი“, საფრანგეთი)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:34 | 27.12.2016
პანტელეიმონი (1218)

+1

0.088882