გუშინ ინგლისის სარაგბო ჩემპიონატში მე-11 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ავივა პრემიერშიფში მოასპარეზე ორი ქართველიდან ერთ-ერთს უნდა ეთამაშა - მატჩისწინა განაცხადში ჯაბა ბრეგვაძის გვარი ფიგურირებდა. ასეც მოხდა: საქართველოს ნაკრების კვაჭი ბრეგვაძე „ვუსტერის“ სასტარტოში იყო, ხოლო გიორგი ნემსაძე „ბრისტოლის“ განაცხადშიც ვერ მოხვდა.
ეს იყო პრემიერშიფის ორი უსუსტესი გუნდის შეხვედრა - ბოლოადგილოსანმა „ბრისტოლმა“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ვუსტერ უორიორზს“ უმასპინძლა. როგორც ვთქვით, ჯაბა სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 54 წუთი ითამაშა, ჩვეულად სტაბილური იყო, მაგრამ ყველაფერი ბრისტოლელთა ზელანდიელი ჯეისნო ვუდვორდის ფეხჩუბინობამ გადაწყვიტა - 28:20 და „ბრისტოლ რაგბიმ“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, ხოლო „ვუსტერმა“ ზედიზედ მე-6 თამაში წააგო.
ინგლისის ავივა პრემიერშიფში პირველი წრე დასრულდა, „ბრისტოლი“ 8 ქულით კვლავაც ბოლო, მე-12 ადგილზეა, ხოლო მის წინ 10 ქულით „ვუსტერ უორიორზია“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია