უცხოური

17:55 | 26.12.2016 | ნანახია 2310 - ჯერ

ვინ შეცვლის "ძებრეს"?

როგორც ირკვევა, იტალიური "ძებრე" პრო 12-ის (კელტების ლიგის) მომდევნო სეზონში ლიგას დატოვებს.

"მიდი ოლიმპიკის" ცნობით, იტალიის რაგბის ფედერაცია გეგმავს, პარმული კლუბი ახალი ფრანშიზით შეცვალოს, რომელიც რომში იქნება ბაზირებული. დედაქალაქური გუნდის საშინაო არენა "სტადიო ფლამინიო" იქნება, რომელიც 30 ათას მაყურებელს იტევს.

რაც შეეხება "ძებრეს", პრო 12-ში ნათამაშები 9 მატჩის შემდეგ პარმელები 8 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082931