რაგბის პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით რომ იზრდება არახალია და ესპანეთი სულ უფრო აქტიურად ცდილობს ამ ტენდენციისთვის ფეხის შეწყობას.
ამა წლის აპრილში ესპანეთის სამეფო თასის ფინალს 26-ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო და შიდა რეკორდი დამყარდა, ხოლო ივნისში, საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალს ბარსელონამ, “კამპ ნოუმ” უმასპინძლა და მისი 98-ათასიანი ტრიბუნა სრულად შეივსო.
ახლა ცნობილი ხდება, რომ სარაგბო ევროტურნირების - ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის ორგანიზატორებს პირინეელბმა ტურნირების ფინალური შეხვედრების მასპინძლობის სურვილით ოფიციალურად მიმართეს. საუბარია ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის 2017/2018 წლების გათამაშებებზე, განაცხადი კი ბილბაომ წარადგინა. თუ EPCR-მა ბილბაოს მოთხოვნა დააკმაყოფილა, ორივე ტურნირის ფინალურ მატჩს „სან მამე“ უმასპინძლებს, რომლის ტევადობა 53 332-ია.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სარაგბო ევროთასების ფინალების მასპინძლობის სურვილი ნიუკასლმაც გამოთქვა. ინგლისელები ჩელენჯ ქაფის გადამწყვეტი მატჩის გამართვას 10 200-იან „კინგს პარკზე“, ხოლო ჩემპიონთა თასისას 52 405 ადგილიან „სენტ ჯეიმს პარკზე“ ვარაუდობენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია