კელტების ლიგა

14:26 | 24.12.2016 | ნანახია 3780 - ჯერ

სირცხვილი "დრაკონების" შეფებს!

უელსის ნაკრების ყოფილი წევრი ენდრიუ კუმბსი ტრავმას ებრძვის. ახლო წარსულში "ნიუპორტ დრაგონსის" მეორე-მესამეხაზელს მუხლის მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, მაგრამ გაირკვა, რომ ყოფილი კლუბი მისი რეაბილიტაციის საფასურის დაფარვაზე უარს აცხადებს.

"გულისრევამდე სამარცხვინო და ამაზრზენი ამბავი შევიტყვე: "ნიუპორტ დრაგონსმა" გააუქმა ჩემი სამედიცინო დაზღვევა, რომელიც ესოდენ საჭირო და აუცილებელ მკურნალობას უზრუნველყოფდა. საუბარია იმ ტრავმაზე, რომელმაც კარიერა დამასრულებინა. თანაც ეს დაზიანება სწორედ ამ კლუბის ღირსების დაცვისას მივიღე! იმის საშუალებაც კი არ მომცეს, დაზღვევა საკუთარი სახსრებით დამეფარა - გაუფრთხილებლად გააუქმეს. ახლა სერიოზულად ტრავმირებული მუხლის მორჩენის სანაცვლოდ ასტრონომიური ანგარიშები მომივა. "დრაგონსის" სამედიცინო პოლიტიკა დაცინვას იმსახურებს, კლუბის შეფებს უნდა რცხვენოდეთ. კლუბს ათი წელი მივუძღვენი და აი, როგორ დამიფასდა".

"ნიუპორტ დრაგონსისგან" რეაქცია ჯერ არ ისმის.

რაც შეეხება ენდრიუ კუმბსს, 32 წლის ფორვარდს "დრაკონების" შემადგენლობაში 80 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 8 ლელოა. გარდა ამისა, კუმბსმა 2013-2015 წლებში უელსის ეროვნულ ნაკრებში 10 კეპი აქვს მოხვეჭილი.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:22 | 25.12.2016
federer (17) (469)

ხდება ხოლმე ასეთი სამარჩხვინო რაღაცეებიი
როდესაც საჭირო აღარ ხარ არავის უნდებხარ ხოლმე და ეგ ვარიანტია აქაც

19:22 | 25.12.2016
federer (17) (469)

კარიერა რო არ დაესრულებინა და კიდევ გამოსადეგარი ყოფილიყო გუნდისთვის მაში გადაუხდიდნენ უეჭველად

22:57 | 24.12.2016
BEERTRANCE (1073)

ეგ ნამდვილად დიდი ჩირქია მოცხებული რაგბზე.

21:57 | 24.12.2016
ogafa (407)

ძალიან ცუდია

19:53 | 24.12.2016
temuchin (431)

ეს არის რაგბის ღირსებისათვის უდიდესი დარტყმა და სირცხვილი, სამწუხაროა...

0.081601