ჩემპიონთა თასი

14:31 | 21.12.2016 | ნანახია 4414 - ჯერ

როგორ დასჯიან დუდუს?
წესებში წერია: 2 კვირიდან 1 წლამდე...

ეპკრ-მ, ანუ ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ, რომელიც ევროპული საკლუბო ტურნირების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი, დისციპლინარული კომიტეტის სიახლეები გამოაქვეყნა.

სადისციპლინო ამბები უპირველესად დუდუ ქუბრიაშვილის გამო გვაინტერესებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მონპელიეს“ ბურჯმა ევროპის ჩემპიონთა თასის მატჩში წითელი ბარათი მიიღო. ეს მე-3 ტურში, 11 დეკემბერს, „კასტრთან“ შეხვედრისას მოხდა - ქუბრიაშვილი რაქში მეტისმეტად აგრესიულად შევიდა და ოპონენტს თავში მხარი ჩაარტყა. ინგლისელმა რეფერიმ, ბენ უაითჰაუსმა დუდუ მინდვრიდან წითელი ბარათით მიაბრძანა, ხოლო ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის მე-3 და მე-4 ტურში მომხდარი ინციდენტების განხილვა და ვერდიქტების გამოტანა დღეს, ლონდონში მოხდება.

დუდუ ქუბრიაშვილის საქმე არცთუ მარტივადაა. გააჩნია, როგორ კვალიფიკაციას მიანიჭებენ მის მიერ ჩადენილ საქციელს. წესი 10.4 (h)-ის თანახმად, მორაგბე, რომელიც რაქში ან მოლში ხელების დაუხმარებლად, ან მეტოქის ბოჭვის გარეშე შევა, წესების დარღვევის ჩადენის დღიდან ისჯება: მსუბუქად (2 კვირით თამაშის აკრძალვით), საშუალოდ (5 კვირით) ან მკაცრად (10-დან 52 კვირამდე). ეს ნიშნავს, რომ დუდუ ქუბრიაშვილს თამაში სულ ცოტა 25 დეკემბრამდე აკრძალული აქვს, დანარჩენი კი დისციპლინარების განწყობასა და კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087006