გუშინ რუსული რაგბისთვის მნიშვნელოვანი ამბები მოხდა. ვეტერანი ქართველი მორაგბე მამუკა ლოსაბერიძე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.
საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა, ბევრი სამუშაო საკითხი წყდებოდა, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდნენ იმ მომენტში ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოპიევი, ნაკრების დამრიგებელი იური პერვუხინი და კოპიევის მოცილე მამუკა ლოსაბერიძე. ბოლოს კი თავისი სიტყვა ქვეყნის სპორტის მინისტრის მოადგილე პაველ ნოვიკოვმაც თქვა.
მთელი კონფერენციის მსვლელობისას არ შემწყდარა დებატები და კამათი, დარბაზში აპლოდისმენტებს ხმამაღალი დისკუსია ენაცვლებოდა. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები ჰქონდა, ხოლო როცა საქმე ხმის მიცემისკენ წავიდა, გაირკვა, რომ ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში არაერთი ნაკლი და ხარვეზია.
მოკლედ, სიტუაცია გამწვავდა და გამოცხადდა შესვენება, რომლის დროსაც წარიმართა მოლაპარაკებები, რათა მოეძებნათ კომპრომისი, რომლის არსი შემდეგი იყო: მოეხსნათ თითქმის ყველა ვიცე-პრეზიდენტი, ეს პოსტები რეგიონებისთვის გადაეცეთ, ლოსაბერიძისთვის ფართო უფლებამოსილებები მიენიჭებინათ, ხოლო თანამდებობაზე კოპიევი დაეტოვებინათ.
დიალოგი უმაღლეს დონეზე წარიმართა - რუსეთის ფედერაციის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ალექსანდრ ჟუკოვის კაბინეტში. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ გამოსავალს მაინც ვერ მიაგნეს. ვიაჩესლავ კოპიევის მომხრეებმა დარბაზი დატოვეს, კონფერენცია ფაქტობრივად ჩაიშალა, მაგრამ დარჩენილთა რაოდენობა სავსებით საკმარისი აღმოჩნდა კვორუმისთვის.
ჰოდა, პროცედურაც შედგა. ხმის მიცემის შედეგად, კრასნოდარის „ყუბანის“ გამოკლებით, ყველა პროფესიული კლუბის მხარდაჭერის გარეშე, მამუკა ლოსაბერიძემ არჩევნები მოიგო - 74:4, ვიაჩესლავ კოპიევს საპატიო პრეზიდენტის წოდება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, და ვიცე-პრეზიდენტებად რაის ხაბიბულინი, ფიოდორ მუსატოვი და ანდრეი შჩუკინი დანიშნა.
აქვე მცირე ინფორმაცია მამუკა ლოსაბერიძის შესახებ: დაიბადა ქუთაისში 1966 წელს, თამაშობდა „აიაში“, შემდეგ კი ფრანგულ და ესპანურ კლუბებში. ასევე იყო სსრკ-ს ნაკრების წევრი. ევროპის 3-გზის ჩემპიონი, სსრკ-ს 4-გზის ჩემპიონი, სსრკ-ს თასის 2-გზის მფლობელი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა სიმბოლურია ამ წუთას ამ ორი სურათის გვერდიგვერდ ნახვა; ერთი ქართველი რუსული რაგბის ფუნქციონერი და მეორე ქართველი, ქართული რაგბისთვის თავდადებული მამულიშვილი.
დაიწყებს ქართველების გადაბირებას ეხლა ალბათ.
ნუთუ არ ფიქრობ იმაზე, რომ შენით უნდათ როგორმე საქართველოს დამარცხება.
მაინც არ გაგახარებენ მანდ რუსები, ისევ ჩამოდი და ქუთაისურ რაგბს მიხედე.