ფრანგული „რასინგის“ სამხრეთაფრიკელმა მორაგბემ, 24 წლის უკანახაზელმა იოჰან გუსენმა მოთამაშის კარიერა დაასრულა.
ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან იოჰანს ტრავმა არ აწუხებდა. გაირკვა, რომ გუსენმა პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და ეს „რასინგის“ პრეზიდენტმა ჯეკი ლორენცეტიმ დაადასტურა:
„მან განაცხადა, რომ მოთამაშის კარიერას ასრულებს და სამხრეთ აფრიკაში ბრუნდება. იქ ის კომერციული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს“.
გუსენი „რასინგში“ 2014 წელს გადავიდა და ტოპ 14-ში ჩატარებულ 49 მატჩში 232 ქულა მოაგროვა, ხოლო 2015/2016 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. სამხრეთ აფრიკის ნაკრებში მან 13-ჯერ ითამაშა და გუნდს 25 ქულით შეეწია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია