გასულ კვირაში პარიზმა რაგბი ევროპის 97-ე გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა, სადაც ევროპული რაგბის მმართველებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება დაამტკიცეს.
ერთ-ერთი მათგანი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონს შეეხო. რამდენიმე წლის წინ ამ ტურნირში ექვსი ერის წარმომადგენლები ჩაებნენ, რომელთაც შესარჩევი ტურნირის მოწინავეები - საქართველო და პორტუგალია დაემატნენ. 2015 წელს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ირლანდია და იტალია დაამარცხეს და ფინალში საფრანგეთთან ითამაშეს. წინა წლებში მათ ორჯერ სძლიეს იტალიას და მცირედით დამარცხდნენ შოტლანდიასთან და ირლანდიასთან.
ჩვენი პროგრესის მიუხედავად, ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს და 2015 წლის შემდეგ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან გავიდნენ. შედეგად, ექვსი ერის წარმომადგენლებიდან ელიტაში მხოლოდ საფრანგეთი დარჩა.
2016 წელს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ზედიზედ მეორედ ითამაშეს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ისევ საფრანგეთთან დამარცხდნენ. პარალელურად, რაგბი ევროპამ ტურნირის გაძლიერებაზე იზრუნა და ინგლისის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის და იტალიის ნაცვლად, ევროპის ჩემპიონატის ღია ტურნირში აშშ, კანადა და იაპონია ითამაშებენ.
ამრიგად, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ღია ტურნირში, რომელიც 6-16 აპრილს გაიმართება, საფრანგეთი, საქართველო, პორტუგალია, აშშ, კანადა, იაპონია, ბელგია და რუსეთი ითამაშებენ.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მშვენიერი სიახლეა, თავის დროზე ფეხბურთშიც ცდილობდნენ ინგლისელები მსოფლიოსთვის ბოიკოტის გამოცხადებას, აქაოდა ჩვენ ვართ რაც ვართო. ნახეთ დღეს სად არიან თავიანთი ნაკრებით
ძალიან კარგი, იყვნენ ბრიტანელები თავისთვის და გაიკეთონ ერთ ადგილას მაკარონები!
ყოჩაღ, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა
კარგია იაპონია და ჩრდილო ამერიკელების მონაწილეობა, ფრანგებზე რომ არაფერი ვთქვათ. სად ჩატარდება ეს ტურნირი?
მშვენიერი ამბავია!
მშვენიერია
ძალიან კარგია.