ამბები

18:27 | 15.12.2016 | ნანახია 3718 - ჯერ

გორგოძესთან უხეშობისთვის დისკვალიფიცირებული

4 დეკემბერს, საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის მორიგი ტურის მატჩში “ტულონმა” “ბორდოს” 37:10 მოუგო. ამ შეხვედრის მსვლელობისას უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა: ერთ-ერთ ეპიზოდში ტულონელთა ქართველი ვარსკვლავი მამუკა გორგოძე რაქში იყო შესული, როცა მისმა ბორდოელმა თანაამპლუელმა ლუკ ბრეიდმა ბურთისთვის ბრძოლისას მამუკას სახეზე დააბიჯა.

გუშინ ზელანდიელი მესამეხაზელი სადისციპლინო კომიტეტში დაიბარეს, სადაც ბრეიდმა თავი იმართლა, ეს განზრახ არ ჩამიდენიაო. მაგრამ დისციპლინარებმა სხვაგვარად განსაჯეს და ლუკ ბრეიდი 2-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. თუმცა, ბორდოელისთვის სასჯელი სრულიად უმტკივნეულო და ფორმალური გამოდგა: ვინაიდან გასულ უქმეებზე ფრანგულ ჩემპიონატში ევროთასებით გამოწვეული პაუზა იყო, ბრეიდს თამაშის აკრძალვის ვადა უკვე პარასკევს გასდის, ანუ ახალზელანდიელი 18 დეკემბერს “პოს” წინააღმდეგ ითამაშებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:25 | 15.12.2016
ogafa (407)

ფორმალური უსახური დასჯა

19:51 | 15.12.2016
LA.paata (38)

დამპალო დედაშენს დააბიჯე სიფათზე...

0.102829