სხვა

12:03 | 14.12.2016 | ნანახია 2581 - ჯერ

კაჭარავა რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა 2016 წლის რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

რუსეთის ჩემპიონატის XV პრემიერლიგის 8 გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა შეარჩიეს. მასში 9 მოთამაშე „ენისეიდანაა“, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი გახდა, სამი ფინალისტ „კრასნი იარიდან“, ორი „ყუბანიდან“ და ერთი „ვვა-პოდმოსკოვიედან“.

კაჭარავამ პრემიარლიგის გასულ სეზონში 11 ლელო დადო და საუკეთესო მელელოვე გახდა. მის გარდა არარუსი მორაგბეებიდან სიმბოლურში მოხვდნენ მეორეხაზელები - ლატვიელი ულდის საულიტე და მოლდოველი ანდრეი მაჰუ. სიმბოლურშია ქართველი კვაჭი ვალერი ცნობილაძე, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს და ამ ქვეყნის ნაკრებშიც უთამაშია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:02 | 15.12.2016
LA.paata (38)

წარმატებები.

0.082723