საქართველოს ნაკრების მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ, ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში გერმანულ „ჰაიდელბერგერს“ ლელო გაუტანა.
რუსეთის ვიცე-ჩემპიონმა მეტოქე სტუმრად 50:21 დაამარცხა, 8 ლელო დაუდო და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. კრასნოიარსკელებმა თითო ტაიმში 4-4 ლელო დაამიწეს, ხოლო მასპინძლებისგან სამი მიიღეს. მალაღურაძემ, რომელმაც 12 ნომრად ითამაშა თავი 45-ე წუთზე გამოიჩინა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ბირჯი მიხეილ წიკლაური და კვაჭი ვალერი ცნობილაძე.
მესამე ტურის სხვა მატჩებში, იტალიურ დერბიში „მოლიანომ“ „კალვიზანოს“ 35:26 აჯობა, ხოლო კიდევ ორმა იტალიურმა კლუბმა სტუმრად მოიგო: „პეტრარკამ“ ესპამეთში „ელ სალვადორი“ 39:3, ხოლო „როვიგომ“ ბელგიაში „დენდერმონდი“ 29:7 დაამარცხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1