10 დეკემბერს დიდი 10-ის XI ტურის ორი თამაში გაიმართა და ორივეში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.
თბილისში ადგილობრივ „აკადემიასა“ და გორის „ჯიქს“ შორის დაძაბული ბრძოლა გაიმართა. ანგარიში სტუმრებმა ლელოთი გახსნეს და გარდასახვაც გაიტანეს, მაგრამ შესვენებამდე 3 ჯარიმა მიიღეს და 2 ქულით ჩამორჩნენ. დაძაბული მეორე ტაიმი უქულოდ დასრულდა, საბოლოოდ „აკადემიამ“ 9:7 იმარჯვა და 4 ქულა მიითვალა, ხოლო „ჯიქს“ პრემია ერგო.
მეორე მატჩში ბათუმში გაიმართა და ადგილობრივი გუნდი ქუთაისის „ბაგრატზე“ მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდა. ზღვისპირელებმა სტუმრები 67:0 გაანადგურეს, დიდი 10-ის წლევანდელ სეზონში ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირეს და მინიმუმ ხვალამდე სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ.
ხვალ სამი ლიდერი სამ აუტსაიდერს ეთამაშება. დედაქალაქურ დერბებში „შევარდენზე“ „არმაზი“ „ლელო-სარასენსს“, ხოლო „არმია“ „ლოკომოტივს“ ეთამაშება. ქუთაისში „აია“ ბოლნისის „ყოჩებს“ მასპინძლობს.
10/12 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | 11 | 8 | 0 | 3 | 1 | 2 | 0 | 232:126 | +106 | 22/09 | 35 | |
2 | 11 | 6 | 1 | 4 | 5 | 2 | 0 | 224:131 | +93 | 30/11 | 33 | |
3 | 10 | 6 | 2 | 2 | 3 | 1 | 0 | 225:169 | +56 | 29/16 | 32 | |
4 | 10 | 7 | 1 | 2 | 0 | 2 | 0 | 181:135 | +46 | 18/15 | 32 | |
5 | 10 | 7 | 0 | 3 | 1 | 2 | 0 | 173:140 | +33 | 18/11 | 31 | |
6 | 11 | 5 | 0 | 6 | 1 | 3 | 0 | 160:166 | -6 | 16/20 | 24 | |
7 | 10 | 5 | 0 | 5 | 0 | 2 | 0 | 157:170 | -13 | 16/18 | 22 | |
8 | 11 | 3 | 0 | 8 | 0 | 5 | 0 | 167:279 | -112 | 15/37 | 17 | |
9 | 10 | 2 | 0 | 8 | 0 | 2 | 0 | 130:236 | -106 | 13/30 | 10 | |
10 | 10 | 1 | 0 | 9 | 0 | 3 | 0 | 126:223 | -97 | 17/27 | 7 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4) | 10/12 @ 17.40 |
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში თაი’ბრეიქი (ქულათა ტოლობა) განაცხადის სანახავად ცხრილში დაწკაპეთ გუნდზე ტრანსფერები |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია